ჰოდა აი ვარ გაოცებულ-გაკვირვებული და უფრო მეტიც ცოტა შეშინებული. რა მაძლევს შიშის საფუძველს ?- სინამდვილეში ამის მიზეზი მხოლოდ ჩემშია .ბავშობაში ძალიან მიყვარდა ზღაპრების კითხვა, ყველა ზღაპარი კიდე -ასე მთავრდება -დაქორწინდნენ და ჭირი იქა ლხინი აქა ... ყველაფერი საინტერესო დაქორწინებამდე ხდებოდა - თავგადასავლები, სიყვარულის მამაცურად დამტკიცებები, ბრძოლა ერთმანეთის მოსაპოვებლად და ა.შ და ა.შ. მოკლედ ბავშობიდანვე ქორწინება - ჩემთვის კატასტროფასთან და ქვეყნიერების დასასრულთან ასოცირდება . ჰოდა ამის გამო თუ ჩემი სენტიმენტალური ხასიათის წყალობით -ჩუმჩუმად ვიწმენდი ცერემონიებზე ცრემლებს და იმ საყოველთაო მხიარულება-ბედნიერებაში , გული მწყდებოდა :) გული მწყდებოდა და თან მიკვირდა , მიკვირდა და თან ვიხსენებდი იმას, რაც იყო წარსულში და ვცდილობდი წარმომედგინა ის თუ რა იქნებოდა მომავალში. სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე რას დავტიროდი საკუთარ თავს, ჩვენს მეგობრობას, იმ ბავშობა-სტუდენტობის დღეებს ,საუკეთესო წლებს , რომლებიც ერთად გვქონდა გატარებული თუ უბრალოდ მათი გამბედაობა,უშიშრობა და სიმამაცე მაღფრთოვანებდა. შეიძლება ყველაფერი ერთად იყო..არ ვიცი
თუმცა ის კი ვიცი რომ ეს ყველაფერი საოცრად ლამაზი სანახავი იყო :)
1.
2
.
3.
მინდა რომ სულ ასეთები იყვნენ ბედნიერები - სიყვარულით აღვსილები-თვალებში ნაპერწკლებით-ალერსიანი გამოხედვით-ხელიხელჩაკიდებულ-ჩახუტებულები და სიცოცხლის ბოლომდე გახარებულები იმით რომ ერთმანეთი იპოვეს.
პ.ს. ჰოდა 2009 წელი ქორწინების წელიაო და ვინ იქნება შემდეგი ? :D
8 comments:
arada zustad dRes wvaikitxe es
2008 წლის იანვარში რეგისტრირებული იყო 2281 ქორწინება, 2009 წლის კი სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში 2339 წყვილმა მოაწერა ხელი
ეჰ... მეც მიკვირს რათ დაწყვილდა ყველა და ყველაფერი... რით ფიქრობენ... ჩემთვისაც კოშმარია ქორწინება, თუმცა ზოგჯერ კი მიმაჩნია რომ კაი დედა და ცოლი ვიქნებოდი, მაგრამ მაინც არ მჯერა რომ ვინმეს ჩემს გვერდით ყოველ დილა გაღვიძება მოუნდეს... რეავიცი რეავიცი :)
სორი ფორ სენტიმენტლიზმ :)
Anichka Sikharulidze
იმის თუ გჯერა, რომ შენ მოგინდება ყოველდილით ვინმეს გვერდზე გაღვიძება ? : ) მე მაგის უფრო არ მჯერა : ) ნამეტნავად ეგოისტურად კი ჟღერს ჩვენში რომ დარჩეს :)
ახლა ვიღაცამ უნდა გვითხრას - ახლა კი სხვანაერად ჭიკჭიკებთ და მერე ვნახოთ ერთი როგორ აჭიკჭიკდებითო :D
ეჰ რა ვიცი რა ვიცი, სტატისტიკური მონაცემები კი იზრდება და ერი მაინც გამრავლდება სხვა თუ არაფერი : )
aaaa alexaaaaaa :jump: :jump:
Anichka Sikharulidze - რატომაა კოშმარი?
ქორწინება კაი რამეა, მხოლოდ მაშჳნ თუ წყვილი გაცნობიერებულად დგავს ამ ნაბიჯს, და არა იმიტომ რომ სექსუალური ურთუერთობა დააკანონონ, ან კიდე იმიტომ რომ ბავშვის გაჩენა უნდა ქალს მაგალითად , და ქორწინება ამის ერთადერთ საშუალებად მიაჩნია. აი ეს მაგარი გულისამრევია ჩემთვის.
პ.ს. ჩემს ბლოგზე დაგამატე. აქამდე არ იცოდი თუ არსებობდა აეს ბლოგი.
Katten försvann
ჩაგამატე მეც :)
ჰო საქართველოში ძირითადად მაგ მიზეზების გამო დგამენ ამ ნაბიჯს .
მოკლედ რა ვიცი არის ნათელი მხარეც და სიტუაციაც და გარემოებაც -რომელიც შემიძლია წარმოვიდგინო და დავინახო ქორწინებაში და ამავდროულად არის უამრავი ცუდი , განსაკუთრებით ქართულ რეალობაში , რომელიც მძაბავს და ცუდ შეგრძნებების მიჩენს ...
ა
ragac sentimentalur xasiatze damayene.... :(
me dgemde mase mjera - qorcineba cudi dziaa. akanonebs, auferulebs da achveulebrivebs yvelafers.
ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას
Post a Comment