Friday, February 27, 2009

მე მე არ ვარ !

 

 
მოკლედ ამ ბოლო დროს დავასკვენი რომ მე ის არა ვარ ვინც ვარ, ის არ მაცვია,რაც მინდა, ისე არ გამოვიყურები როგორც მინდა და ისე არ ვიქცევი როგორიც ვარ :)

ჰეჰე აბა რაღა დარჩა ხო ? 

რა ვიცი აბააა მეც მიკვირს 

როგორ და რანაერად მაგრამ ზამთრობით ძირითადად ასე ვგრძნობ ხოლმე თავს -არა ჩემს ტყავში.

რა მიქმნის ამ შეგრძნებას?

აი მაგალითად ის რომ 5 წლის ასაკიდან მეკეთა საათი - ჩემი განუყრელი მეგობარი იყო, წლების მანძილზე უამრავი საათი შემომფლეთია მაჯაზე , ახლაც მაქვს რამდენიმე მათგანი გაფუჭებულ მდგომარეობაში .მოკლედ ბოლო საათი ორი წლის წინ ჩემს დას ვაჩუქე -მოეწონა და ვაჩუქე, ვიფიქრე მეორე დღესვე ახალს ვიყიდიდი მაგრამ სადაა?

გავიდა დრო ვერა და ვერ ვიყიდე, რამდენჯერაც დავაპირე ყიდვა არაფერი არ შემხვდა ნორმალური და ჩემი მოსაწონი ჰოდა დავრჩვი ასე, უკვე 2 წელია ჩემი საყვარელი ნივთი აღარ მაქვს 

რატომ მეთვითონაც არ ვიცი...

ჰო ეს ერთი, მეორე- ამ სულ ცოტახნის წინ  ჩემი მეგობრის ქორწილი გახლდათ- ნუ ამ დღისთვის ყველა განსაკუთრებულად ვემზადებოდით -იმიტომ რომ პირველად ხდებოდა ჩვენს სამეგობროში ასეთი რამ..ჰოდა მოკლედ ერთი თვით ადრე დავიწყეთ სიარული მაღაზიებში და რაც კი რამე იყო თბილისში შემოვიარეთ ...არაფერი არ მომეწონა საერთოდ და ბოლოს იძულებული გავხდი "რაღაც"კაბა მეყიდა - მხოლოდ იმიტომ რომ მეყიდა და არა იმიტომ რომ მომეწონა. ერთადერთი რაც ცოტათი მომეწონა და სამასრაღაც ღირდა და მაგდენი ფული კიდო მე არ გამაჩნდა ...

ჰოდა ამით რისი თქმა მინდა და იმის რომ ძირითადად ეგრეა რა - იძულების გამო მაცვია და ვყიდულობ რაღაცეებს , ნუ ყოველთვის თუ არა ხშირად მაინც, -აი მაგალითად სამი კურტკა მქონდა ამ ზამთარში - ერთი წითელი (ამომივიდა ყელშიიიიიიიიიი), მეორე შავი (ვერ ვიტან), მესამე ნაცრისფერი(საერთოდ არ მცმია წელს) - ჰოდა სამივე -აღარ შემიძლია, აღარ მომწონს და აღარ მინდა- აღარაა ჩემი და ჰა ...

ახლა თმაზე გადავიდეთ -მიყვარს როცა გაშლილი მაქვს  , სხვანაერად  ვერ ვიხდენ. პრობლემა ის გახლავთ რომ მხოლოდ ახალდაბანილ თმას ვიშლი , მეორე დღეს უკვე აღარ ვარგა. ამ შუაგულ ზამთარში კიდე ყოველდღე ვერ ვიბან თმას და შესაბამისად ისე ვიკრავ როგორც არ მომწონს  ...

ჰოო კიდე რა და აი გამოზაფხულდება და ისევ ისე მომინდება აქეთ-იქით ბოდიალი,ლაშქრობები ,კარავში დარჩენა (ბოლოსდაბოლოს რისთვის ვიყიდე საძილე?!) მაგრამ ვეღარ მოვახერხებ ასეთი დებილი გრაფიკის მქონე სამსახურის(ების) გამო ...

ჰოდა რაღა დარჩაააა აბაააა 

ვაჰ 

არა ვარ მე ესეთი და არ მინდა ასეთად გამოვიყურებოდე და ასეთად ვგრძნობდე თავს

რა წესია ვა!

:(

ჰოდა აი ასეთი ტანსაცმელები მინდა (ესენია "ჩემი") -ფრიალა, თეთრი, მსუბუქი და ნარნარა, 


ესეთი მსუბუქი და საყვარელი  სანდლები

კიდო ორიგინალური საყვარელი ქამრები , სამაჯურები , საყურეები და მსგავსი აქსესუარები




















მოკლედ ავაჭრელ -ჩავატყავე აქაურობა, მაგრამ რა ვქნა ასეთი რამე-რუმეები მიყვარს და რაც მიყვარს არც ისე ბევრი მაქვს , კიარადა თითო-ოროლა

ჰოდა ამ ყველაფრის მერე 

როგორ ვიქნები მე -მე ? 

:(





3 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

iqnebi mtavaria alternativebi scorad aarchio da saertodac ragac sxvanairad nda moindomo mgoni :D

♥ Mary ♥ said...

რა მაგარი პოსტიკია :X
მეც მასე ვარ.. :შ

დაჟე ჩემივე ნიშნობისთვის კაბა ვერ შევარჩიე ისეთი რამეები იყიდება
და რა მეცვა ფიფ :/


ხოდა
მე მგონია რომ
ახლა როცა
გაზაფხულდება და დათბება
ისე ჩაიცვამ
როგორც გინდა
თმასაც ისე გაიკეთებ
და ვაბშე ისეთი კარგი განწყობები გექნება,
სულ აღარ გაგახსენდება
რომ შენ შენ არ ხარ : D

Kate said...

ის სარაფნები მეც ძალიან მომეწონა და ის საყურე, G–ს რომ ჰგავს.


ხოდა, მესმის შენი, მეც მაქვს ხოლმე ეგეთი შეგრძნება. და არც კი ვიცი, რა გირჩიო. რადგან ჩემი თავისთვის ვერ მიშველია.