სამთვიანი პერიოდი , არ ვიცი კარგი იქნება თუ ცუდი მაგრამ ერთფეროვანი არ უნდა იყოს წესით.
ახლა ცოტა არ იყოს ეჭვი მეპარება რომ შევძლებ ამ ყველაფერს და ფიზიკურად არ გადავიღლები, მაგრამ ვცდილობ ლაითად შევხედო,
რა მოხდა თუ 8ზე უნდა გავიღვიძო, 9ზე პირველ სამსახურში ვიყო და სამამდე აბონენტებს ვაბურღვინო ტვინი, ჰო კიდე რა მოხდა რომ არ ვიცი საათნახევრიან პაუზაში სად წავიდე და სად ვიხეტიალო და კიდე რა მოხდა თუ 5დან ღამის 1-2მდე მეორე სამსახურში უნდა "ვიპახაო" : D
ხანდახან ასწორებს ეს ყველაფერი , მითუმეტეს თუ ახალგაზრდა ხარ და შეგიძლია და ამას იმიტომ კი არ აკეთებ რომ ოჯახის ტვირთი ზიდო ან ვალები იხადო , არამედ იმიტომ რომ საკუთარი თავი გამოცადო .
ყოველთვის მიყვარდა გეგმების შედგენა - ოღონდ არა ხანგრძლივი და შორეული მომავლის, უფროსწორად ახლა მივხდი რომ გეგმის შედგენა კი არა უფრო გრაფიკის შედგენა მიყვარს და მერე ფურცელზე ჩამოწერა და თითოეული შესრულებული გეგმის სიამაყით ყურება :D
მახსოვს ბავშობაში როგორ მიყვარდა გაკვეთილების ცრილის ათასფრად გაფორმება , შემდეგ უკვე უნივერსიტეტში და მერე რამდენიმე კურსზე ერთად რომ დავდიოდი და თან ვმუშაობდი და თან ლექციები - ეგეც როგორ მომწონდა, ორშაბათი- ჯერ ის მერე ეს , სამშაბათი- ის ეს და ის და ასე დაუსრულებლად.
რაც სწავლა დავამთავრე ოფიციალურ დაწესებულებებში - მაინც არ გავჩერებულვარ- ხან რა გამოვიძებნე და ხან რა , იმისათვის რომ დატვირთულად მეგრძნო თავი. იყო მცირე ჩავარდნები და პაუზები და შესაბამისად დიდი დეპრესიებიც : )
ჰოდა მოკლედ ჩემი ასეთი ხასიათის და გრაფიკომანიის გამო ახლაც ვერ ვთქვი უარი ამ შანსზე, თან ორი სამსახური ერთად არასდროს მქონია და საინტერესოა როგორ შევძლებ .
გრაფიკი უკვე შედგენილია - მაგრამ ისეთი ჩახლართულია , რომ ასჯერ მიწევს ჩახედვა და გაანალიზება და დასკვნების გაკეთება, როგორ ჯობს და როგორ არა.
ამჯერად უფრო გამიძნელდა ამ გრაფიკის შედგენა რადგან მუდმივად მცოცავია
სამსახურ N1- ში - ერთი დღე დილას ვარ მეორე დღეს საღამოს - 9:00დან15:00მდე- 15:00დან 21:00მდე ოღონდ ერთ კვირაში რომ ორშაბათს დილას ვარ მეორე კვირაში საღამოს (კვირაში ერთხელ დასვენება )
სამსახური N2- ორი დღე ავიღე მხოლოდ -ორშაბათი და პარასკევი - საღამო- 17:00-1:00მდე
ჰობი - (ვარჯიში+ცეკვა) - სამჯერ -სამშაბათი-ხუთშაბათი(19:00)-შაბათი - (13:00)(ნუ რათქმაუნდა ყველაზე ვერ მივალ)
კიდე ორი რამე მაქვს გეგმაში - ლექსიკონზე მუშაობა და რუსული , მაგრამ ვნახოთ -ჯერ ცოტა ავეწყო : ))
მოკლედ დღეს გრაფიკის პირველი დღეა
იმედია ყველაფერი კარგად იქნება !!!
:)

2 comments:
uh ra rtulia ege rejimshi yofna da am dros ra chamtrevia tanac!!
me mevaseba xolme mase gadarbenaze da dogis cxenis rejimshi yofna magram mere ert momentshi yvelaferi mglis da vicyeb axlidan ziebas egeti rejimis anu vcidlob rame shevcvalo xolme
coach factory, oakley sunglasses, polo ralph lauren outlet, kate spade outlet, michael kors, ray ban sunglasses, michael kors outlet, louboutin, ray ban, longchamp, louis vuitton handbags, air jordan, louboutin, prada handbags, gucci outlet, oakley sunglasses, prada outlet, coach outlet store, nike shoes, louis vuitton, polo ralph lauren, air max, michael kors outlet, louboutin, michael kors outlet, toms shoes, tory burch outlet, burberry outlet online, tiffany and co, air max, jordan shoes, nike air max, coach outlet, true religion jeans, oakley sunglasses, ray ban sunglasses, burberry outlet online, nike free, michael kors, true religion outlet, louis vuitton outlet online, true religion, chanel handbags, polo ralph lauren outlet, coach purses, nike air max, nike free, ralph lauren, longchamp outlet
Post a Comment