Friday, May 01, 2009

ოფელია

ვზივარ ახლა ჩემს ოთახში, კალთაში ამ პოსტის მთავარი გმირი მიწევს(თან კრუტუნებს) და გული მეთუთქება. როგორც იტყვიან ჩემს თვალწინ გაიზარდა და დაბერდაო თუ როგორც არის .

მოკლედ აგერ უკვე 6 წელია ან 7, ზუსტად ვერ ვითვლი - რაც ქალბატონი ოფელია ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრია. თავისი ოთახი აქვს , თავისი სურსათ-სანოვაგით, დასაწოლი ადგილით და ათასი საჩხირკედელო რამით.  მაგრამ სივრცე უყვარს და თავის ოთახს როდი კმარობს, როგორც კი საშუალება ეძლევე ეგრევე სხვა ოთახებში გამოჰქრის ელვისსისწრაფით და ისეთ ადგილას ძვრება რომ ვერ იპოვო და მხოლოდ მაშინ გამოდის უკან როცა მისი არსებობა დაგავიწყდება.  ძალიან უყვარს თამაში , კერძოდ კი ძაფის კოჭით, ან პატარა ბურთით - შეუძლია მთელი დღე აგორავოს აქეთ-იქით. თუმცაღა ისევე როგორც სხვა მისნაერის, ოფელიას მთავარი საქმიანობა მაინც ძილი და ნებივრობაა. თუ ვინმეს დამჯდარს დაინახავს , მიეტუზება, კალთაში ჩაუმრგვალდება და როგორც კი თავის გემოზე მოიკალათებს -ფშვინვას ამოუშვებს.  უყვარს საწოლში ძილი ჩემთან ერთად, მარცხენა მკლავთან მომიმრგვალდება და თავს მხარზე დამადებს, ასე შეუძლია ეძინოს იმდენხანს რამდენხანსაც მე მძინავს. თუ ძაან დასცხება -თავს გარეთ გამოჰყოფს , ფეხებს უზომოდ გაჭიმავს და ისე როგორც ადამიანს -საბნიდან თავამოყოფილს სძინავს :) თუ გასვლა მოუნდა საჭმელად, წავა და რომ მოვა -თავთან მომადგება , თათს ფრთხილად მომითათუნებს სახეზე, რომ საბანი ავუწიო. თუ არ გამეღვიძა მოთმინებით მელოდება და ბოლოს თავით ჩეჩავს საბანს და როგორღაც ძვრება და იმავე ადგილას იკალათებს.

მის თვისებებში აუცილებლად უნდა გამოვყო- სიმსუნაგე და სიველურე. მაგარი მსუნაგია, თუ ვინმეს დაინახავს სამზარეულოში -ეგრევე თვითონაც გაქანდება, ემანდ გემრიელი ლუკმა არ გამომეპაროსო. მოკლედ მისი ზედამხედველობის გარეშე ამ სახლში საჭმელი არ იჭმევა. რაც შეეხება სიველურეს, ეტყობა რა სისხლიც აქვს. კარს რომ დაინახავს გამოღებულს ეგრევე გარეთ გარბის, რამდენჯერმე გვარბენინა ხან ეზოში ხანაც სახურავზე. ჰო კიდე ექიმთან რომ დაგვყავდა აცრებზე, საშინელებებს სჩაიოდა , დაკაწვრებს და ბრჭყალების ჩასობას ვინ ჩივის - ჭკუაზე აღარ იყო, ვერ ვაჩერებდით.

ძალიან გონიერი და ჭკვიანია ჩემი ფისუნია , რაც ვასწავლე ყველაფერი ადვილად დაიმახსოვრა. რომ ვეტყვი ბუზი სად არის- უწყებს ძებნას, რომ ვეტყვი ჩიტი სად არის ოფი, ფანჯარასთან მიდის და კნავილს იწყებს ჩიტის დანახვაზე. ნუ რათქმაუნდა დაძახებაზე ეგრევე ჩემთან ჩნდება.რომ ვეტყვი დაწექი ოფი უნდა მოგეფერო- წვება და კოტრიალს იწყებს :)) 

კიდევ სხვა ბევრი თვისებები აქვს ჩემს ოფელიას ისეთი რის გამოც იგი მიყვარს , ან როგორ არ უნდა მიყვარდეს სულიერი არსება რომელიც ჩემთან აგერ უკვე რამდენი ხანია ცხოვრობს ...

მაგრამ ხვალიდან უკვე აღარ იცხოვრებს...

მიყავთ ჩემი ოფი, მიამგზავრებენ სოფელს...

გული მეთუთქება და თვალზე ცრემლი მადგება ...

ესაო ისაო, დიდი ხანია იგეგმებოდა ეს ამბავი...ბეწვები სცვივაო, სახლი რა დღეშიაო, შავ ტანსაცმელს ვეღარ ვიცვამთ მაგის გამოო, სტუმარი რომ მოდის , ბეწვებიანი მიდისო, ხალხი საჭმელს არ შეჭამს კატის ბეწვს რომ დაინახავსო, ერთი ოთახი მაგას აქვს დათმობილი და არ გვაწყობს ეგრე, რემონტი უნდა გავაკეთოთო... ნუ , თან ცოდოაო, შენ სულ გასული ხარ და არ გესმის დილიდან საღამომდე როგორ მოთქვამს და კნავისო- აღარაა ნერვებიო და ა.შ და ა.შ. 

ერთის მხრივ მიხარია იმიტომ რომ ყველთვის მეცოდებოდა -სახლში გამოკეტილი, საცოდავად რომ კნაოდა და ეძახდა მამრ კატებს.მე კი ახლოსაც არ გავაკარე არავინ და ისე დაბერდა რომ არც კი გამოუცდია დედობა :(  თანაც მიდრეკილება აქვს სიაახლეებისკენ- ახალი საგნების შეცნობისკენ , უხარია ახალ ნივთს რომ დაინახავს , მთელი საათი გარეს უვლის და სუნავს... მოკლედ არ ვიცი იქნებ უკეთესიც არის მისთვის, ჰაერზე, სოფელში - ყოველდღე რძეს და ყველს რომ შეჭამს და მზეზე წამოგორდება...

ა რ ვიცი , მაგრამ ის ვიცი რომ

მიყვარს და გული მწყდება და ვნერვიულობ და რომ საშინლად მომენატრება

ჩემი პატარა ოფელია და არ ვიცი რა მეშველება :(

4 comments:

პერწკლი said...

ააააუ
მეტკინა :(
ჩემ ფისოსაც უპირებენ კაი ხანია სულ ჩხუბი გვაქვს, ნუ გყავს სახლშიო, თან მეცოდება კიდეც, მაგრამ უამისოდ როგორ ვიცხოვრო არ ვიცი და მყავს და ვებრძვი ოჯახს : (((
ლამაზი ფიფოა :*

Anonymous said...

შენ კიარა აგერ მე განვიცდი მაგ ამბავს =\

nati kuda said...

mec myavda margusha, mere sofelshi waiyvanes da gaiqca kidec :(

Toma said...

ცუდია, მაგრამ კატისთვის ალბათ ჯობია მასე :)
ხშირად ინახულე ხოლმე :)
ძალიან საყვარელი კია :) :*