ეს დასკვნა გუშინ გამოვიტანე:
ნათესავის ქორწილში გახლდით, რომელიც მამამისთან ერთად აგერ უკვე რამდენი წელია საფრანგეთში, კერძოდ კი პარიზში (ხაზგასმით)ცხოვრობს. ჰოდა ეს ნათესავი 23ოდე წლის ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელმაც თავისი ყმაწვილკაცობა პარიზში გაატარა(თუარვცდები 10 წელი)ჩამოვიდა საქართველოში რათა შეერთო ცოლი და შეექმნა ”ღირსეული ქართული” ოჯახი. ყველაფრის თავიდათავი მამამისი გახლდათ- თურმე ნუ იტყვით და სწორედ მამამისს მოუძებნია სარძლო ინტერნეტის საშუალებით(აქ მე დავინტერესდი თუ კერძოდ ინტერნეტში რა იგულისხმებოდა, მაგრამ დედაჩემმა ამაზე ამომწურავი პასუხი ვერ გამცა- ეგ შენ უნდა იცოდე მე რა ვიციო-შენ ზიხარ ინტერნეტში 24 საათიო! ),მოკლედ გამოუკითხავს ყველაფერი სარძლოს წარმომავლობის, გვარიშვილობის და ოჯახური მდგომარეოის შესახებ, სურათებიც მოუთხოვია და რომ დარწმუნებულა რომ ნამდვილად შესაფერისი კანდიდატურა იყო- უკვე თავისი შვილისთვის გადაუცია გოგონას კოორდინატები. ჰოდა ჩამოვიდა ცოტახანში სასიძო -ქორწილის დასაგეგმად -გაიცნო სარძლო და მისი ოჯახი და იქორწინეს გუშინ და ჭირი იქა ლხინი აქა-თი შეიძლებოდა ამ მონათხრობის დასრულება -
რომ არა ერთი ძალიან მარტივი და თვალშისაცემი დეტალი- XXI-საუკუნეა ხალხნოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!
ვაიჰ- კაი ეს ყველაფერი კარგი მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე - როგორ შეიძლება 10 წელი ადამიანი პარიზში ცხოვრობდე და ისევ ისეთი იყო როგორიც აქედან წახვედი ??? უფრო მეტიც ენაც არ ისწავლო და თან ის ერი ლანძღო, ვინც თავშესაფარი მოგცა და ლუკმაპურს გაჭმევს? ამას გუშინ მოსმენილი ეს ფრაზაც დავუმატოთ-”მე იქაურებს არ ვიცნობ, არ ვმეგობრობ არავისთან- ერთი აქაური მეგობარი მყავს და ეგაა და ეგ”- და ყველაფერი გენიალურად იქნება!!!
ვაი მე!
ნუ ეს ყველაფერი ჟურნალია - კინო ახლა ნახეთ
მოდის მამამისი სერიოზული სახით - გევრდზე გავყავარ და მიჩურჩულებს -ვინმე ხომ არ იცი 22დან-26 წლამდე კარგი გოგო - კარგი ოჯახისშვილი, ლამაზი, განათლებული - ახლა ------(სახელი მეორე შვილის) უნდა დავაქორწინო - იქნებ იცოდე -აბა იფიქრე და თუ ვინმე გაგახსენდა გამაგებინე
ისევ ვაი-მე!
და ვაი შენ -საქართველოვ!
პ.ს. თბილისის ანძა რომ ჯობია ეიფელს დიდი ხანია ვიცით ჩვენ- :იეჰ:
9 comments:
droebashic xo iko siujeti, sadedamtilom espanetshi suratebit gaicno vigac gogo da daaqorwina tavis vaji :)) col qmars ertmaneti qorwilamde nanaxic ar kavda :S imena sopeli kiara sopelze ufro grma penomenia ra :|
chelavek mojet pakinuc derevniu, no derevnia nikagda ne paniket chelaveka :))
მარტო ეგაა გაუვლადი?
ჰუჰ
ჰო პრინციპში დანარჩენი ალბათ გავლადია
იმათმა იდარდონ ჩვენ რა გვადარდებს.
იმედია წყვილს გაუმართლებს და ბედნიერი იქნება.
polni pizdec ra ;/
amarzenia aseti rameebi chemtvis
netai erti shen...
axali ambavi : )))
dzalian chveulebrivi da araxali pontia ; )
რავ ჩემთვის არაა ჩვეულებრივი. პირველად მქონდა ასე პირადად შეხება და იმოქმედა :)
ooo
mtavari siamovneba iqneboda savaraudod avto cqvitnidzis kabis detalebis ganxilva da 1000o -is yvavilebi. eeh
mtavari kaifi gamogitovebia ra
ise, me rac dakvirvebuli var, ucxoetshi wasuli qartvelobis umetesobas araadekvaturi damokidebuleba axasiatebs xolme realobisadmi.. :D
hgoniaT, rom aseti saqcielit ufro axlos arian saqartvelostan.. :D
sam kacze chavatare dakvirveba da aseti daskvna gamovitane.. :D
arada, sanam saqartveloshi cxovrobdnen, normaluri adamianebi iyvnen. :D
ui,msgavsi istoria mec vicodi,ukrainashi mcxovreb chem ancnobs mamamisma utxra iqaur megobar gogose,amgas tu moiyvan colad,gvaridan mogkvetavo,tu ragac msgavsi da am ubedurma imdeni icancal sofel-sofel da qalaq -qalaq,sanam vigaca ar tradiciuli da ojaxis shvili ar ipova da arian axla mamis gulis gasaxarad ertad...
mara takoi ujass...
Post a Comment