ხვალიდან შვებულებაში გავდივარ :)
პირველად ვიგრძენი შვებულების სიტკბოება, უფროსწორად ჯერ არ მიგვრძვნია მაგრამ იმედია ვიგრძნობ.
აქამდეც ვმუშაობდი ხოლმე, მაგრამ მუდმივი და ასეთი "დამთრგუნველ-სტრესულ-დაძაბულ-არაშესაფერისი" სამსახური არ მქონდა ხოlmე. შესაბამისად სიტყვა შვებულება - არ იყო ჩემთვის ახლობელი. ახლა კი მთელი წელი - ანუ ნოემბრიდან ( რაც აქ მუშაობა დავიწყე)- შვებულების მოლოდინში ვარ.
ათასი გაწევ-გამოწევა გადავიტანე, ჯერ არ გვაძლევდნენ მერე მოგვცეს ორი კვირა მაგრამ- ივნისს ან ივლისს მტენიდნენ- მოკლედ რასაც ქვია ოფლი ვღვარე, რომ აგვისტოს პირველი ორი კვირა მომეპოვებინა.
ახლა ორიოდე სიტყვით სად და როგორ ვაპირებ დასვენებას.
2005 წლის შემდეგ ზღვაზე არ ვყოფილვარ, ყოველ წელს ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ხან აქ არ ვიყავი, ხან ომი დაიწყო და მოკლედ ვერ მოვახერხე. წელს მეც და ჩემს მეგობრებსაც - ყველას მთელი წელი -ზღვა გვიტრიალებდა თავში. იყო ფრაზები "წელსაც რომ არ წავიდეე -გადავირევი", "რა მაგარი იქნება ერთად წავალთ " და ა.შ. ჰოდა რათქმაუნდა -როგორც კი შვებულების ამბავი გაირკვა იქვე -გადაწყდა -ზღვა.
მაგრამ მარტო ზღვა არ აღმოჩნდა ჩემთვის საკმარისი - მთაც ძალიან მინდოდა თუნდაც სულ რამდენიმე დღით. განვიხილეთ - ხევსურეთის , თუშეთის, სვანეთის და რაჭის გეგმა - მაგრამ ზოგი ხანგრძლივობის და ზოგიც ფინანსების გამო დავიწუნეთ. თანაც ამ ოთხივე კუთხეში ნამყოფი ვარ(ნუ ყველაფერი არ მაქვს ნანახი რათქმაუნდა), ჰოდა მოკლედ სად იყო და სად არა "აჭარის მთიანეთის"-იდეამ გამოანათა.
ბევრი რამ მსმენია აჭარის მთიანეთზე , მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა - როგორი შეიძლება ყოფილიყო იქ ან როგორ უნდა წავსულიყავით. ბევრი ფიქრის შემდეგ
ავდექით მივდექ-მოვდექით და ყველამ რაღაც იმფორმაცია შევაგროვეთ, დესთინეიშენ პლეისიც ავირჩიეთ - ბეშუმი.
ამ არჩევანთ განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ ,თუმცა ქართულ ნეტში დიდი იმფორმაცია ნამდვილად არ არის ამ მნიშვნელოვანი კურორტის შესახებ.
- wikipedia ბეშუმი, ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი აჭარაშიხულოს რაიონში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ. ზღვის დონიდან 1850-1900 მ, ხულოდან 30 კმ. მდიდარია წიწვიანი ტყეებით. ზაფხული ზომიერად გრილია (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0°C), ზამთარი ზომიერად რბილი (იანვარში საშუალო ტემპერატურა - 5,0°C). მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს. სეზონი - ივნისი-სექტემბერი.
- davisvenot.ge "ბეშუმი" მთის კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. მდებარეობს ხულოს რაიონში, ზღვის დონიდან 1930 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთავარი სამკურნალო ფაქტორია ჰაერის გამჭვირვალობა და უმნიშვნელო ტენიანობა, მზის ულტრაიისფერი სხივების სიუხვე, კარგი სასმელი და მინერალური წყლები, მდიდარი ბუნებრივი გარემო. კურორტი წელიწადში, დაახლოებით, 7 000 დამსვენებელს იზიდავს. სუფთა ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს. კურორტი "ბეშუმი" მხოლოდ ზაფხულობით ფუნქციონირებს. ზამთარში სეზონი დაკეტილია, რადგან წელიწადის ამ დროს გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე თოვლის საფარის სიმაღლე, დაახლოვებით, 5-6 მეტრს აღწევს.
მოკლედ მე აღფრთოვანებული ვარ ამ იდეით და იმედი მაქვს რომ ირგვლივ სოფლებს და სხვა ღირშესანიშნაობებსაც ვნახავ- მწვანე ტბის ჩათვლით.
წარმოდგენა არ მაქვს რა იქნება, ან რანაერ კოტეჯში ვიცხოვრებთ ან საჭმელს რას გვაჭმევენ, იმედია მშივრები არ დავიხოცებით : )
4-5დღე მოვიმთიანებთ და შემდეგ ბარად ჩამოვალთ- ალბათ გონიოში - ზუსტად არ ვიცით ჯერ.
მოკლედ იმედი მაქვს ამ წლის შესაფერისად დავისვენებ - ანუ რაც მძიმედ ვიმუშავე - ავინაზღაურებ და კმაყოფილი ვიქნები ჩემი შვებულებით!
ახლა სამსახურიდან ვწერ, 5ზე ვამთავრებ - ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს. ვეღარც ვმუშაობ- ყოველ წუთას საათს ვუყურებ.
დროზე გავიდეს დროოო.
ბარგი უნდა ჩავალაგო და მოვწესრიგდე
ყველას სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ : )
8 comments:
აი ბეშუმი რა მაგარია ვერც წარმოიდგენ, ჩახვალ და ნახავ :)
და "რას გვაჭმევენ" კიარა, იიიიიიიმდენს გაჭმევენ, და თან ისეთ გემრიელობეეეეებს...
თკბილ ფახლავებს და მმმმ, რაღაცეებს :)
კარგი დასვენება გამოგდის:)
va ra kargia aseti ragaceebis mosmena, miormagdeba dasvenebis xalisi :))
gaixare shena !
da shenc kargi dasveneba!
anuki martalia, gaWmeven ki ara Tavs gaufrtxildi 100 kilo ar chamoxvide, iseti msuye sachmelebi aqvt :)
hehe , axla ukve shemeshinda :D
arada aqedanac vapirebdit ragac tkbileulobis da rame-rumeebis cagebas da tqveni komentarebis shemdeg gadavifiqre :D
ერტი სული მაქვს.
და ერთი შიშიც მაქვს- როცა მეტს მოელი, ნაკლებად აღიქვამ, ამიტომ უნდა დავოკდე :დ
და ჰო, ასეთჳ მაგარი კვებაა ანუ ხო? კი მითხრა იმ ’ჯავშანის’კაცმა, კვებით ჩვენ აქ ვამაყობთო, მარა მეგონა არეკლამებდა, თურმე მართალი უთვქმს.. მმ კარგია დაა :დ
lol
ავიწონოთ წასვლამდე : )))))
ugg outlet
ugg boots
louis vuitton handbags
tiffany outlet
ray ban sunglasses
moncler outlet
michael kors handbags
the north face outlet
thomas sabo uk
jordan shoes
true religion jeans
jordan shoes
michael kors outlet
michael kors factory outlet
soccer jerseys
cheap nba jerseys
louis vuitton bags
the north face
timberland boots
adidas wings
cheap jordans
ugg australia
tory burch outlet
air jordan shoes
the north face outlet store
mulberry outlet
ralph lauren uk
pandora jewelry
coach outlet online
lululemon outlet
soccer jerseys
mbt shoes
ray ban sunglasses
swarovski outlet
1029maoqiuyun
Post a Comment