Thursday, September 03, 2009

სიახლეების მოლოდინში

მოკლედ ეს დღეები ბლოგზეც ისეთივე არეულობა მოვაწყე როგორიც ჩემშია, ჩემს სამსახურშია, ჩემს ოჯახშია , ჩემს გულსა-და გონებაშია :)
ყოველ წამს ვცვლიდი თემებს - ზოგი რის გამო დავიწუნე და ზოგი რის გამო, სამაგიეროდ ცოტა უკეთ გავერკვიე HTML ში. სწორედ ამ ფაქტის გამო დავაბრუნე ძველი დიზაინი და ცოტა რაღაცეები შევცვალე, ალბათ კიდევ შევცვლი , მაგრამ ჯერჯერობით სრულიად ახალ თემაზე არ გადავალ.

თავიდან ფოტო-ბლოგინგზე გადასვლა გადავწყვიტე, მაგრამ მერე მივხვდი რომ -ხანდახან დაწერაც მომინდებოდა - ამიტომ იყოს შერეული სახის- იქება ფოტოებიც , აზრებიც- იდეებიც და ყველაფერი რაც მე გამიხარდება ( ვიმედოვნებ რომ ვინც ახლა ამას კითხულობს იმასაც გაუხარდება :)

იდეაში მაქვს საინტერესო რაღაცეების კეთება - მაგალითად მოკლე ფილმების გადაღება-დამონტაჟება- მაგრამ ცოტა არ იყოს და კომპიუტერი ვერ მიწყობს ხელს საინტერესო იდეების განხორციელებაში. კარგა ხანია უკვე გამოსაცვლელია ვინჩესტერიც, მონიტორიც - ანუ სწორად რომ ვთქვათ ახალი მაქვს საყიდელი :)



ეს პერიოდი თითქოს რაღაც გარდამტეხი უნდა იყოს- სიახლეებს ველოდები სამსახურთან დაკავშირებითაც - 
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სიახლე ჩემს ჯანმრთელობას ეხება- უფროსწორად გლანდების ყოფნა არ ყოფნას.

ვნახოთ რა იქნება.
ვნახოთ რას მოუტანს ეს შემოდგომა ჩემს თავს და ჩემს ბლოგებს : )

ესეც არეული პოსტი სიახლეების მოლოდინში 





p.s. blogroll- ში მყავხართ ჩასამატებლები :\

5 comments:

Chaotic said...

ჰაჰ, რა მაგარი ფოტოა :D

დიზაინს მეც დავეძებ და ჯერ ვერ ავირჩიე :(

Anonymous said...

ვა, მშვენიერი გამოსულა ეს დიზაინი :)))ლურჯმა ფონმა შეავსო სითეთრე და სისადავე დატოვა და გაალამაზა :)) სიახლეების დადებითობა და წარმატებები შენსკენ :*

nati kuda said...

ეძიებდე და ჰპოვებდეო.. განაგრძეთ ძებნა :))
მე ვეძებე და ვიპოვე.. და მიყვარს ჩემი თემა.
ახლანდელი დიზაინი გიხდება, მარა მგონი ზედა სურათი შესაცვლელია.

უბრალოდ said...

ბაბისა
მადლობა კეთილი სურვილბისთვის : )

Chaotic
ჰო მაგ ფოტოს ამასწინათ წავაწყდი და მომეწონა :D

nati kuda
ეს ისევ ძველი დიზაინია უბრალოდ ცოტა ფერები შევცვალე
რა არის შესაცვლელი ხე და სკამი ? :სპყ:

Unknown said...

ugg outlet
ugg boots
louis vuitton handbags
tiffany outlet
ray ban sunglasses
moncler outlet
michael kors handbags
the north face outlet
thomas sabo uk
jordan shoes
true religion jeans
jordan shoes
michael kors outlet
michael kors factory outlet
soccer jerseys
cheap nba jerseys
louis vuitton bags
the north face
timberland boots
adidas wings
cheap jordans
ugg australia
tory burch outlet
air jordan shoes
the north face outlet store
mulberry outlet
ralph lauren uk
pandora jewelry
coach outlet online
lululemon outlet
soccer jerseys
mbt shoes
ray ban sunglasses
swarovski outlet
1029maoqiuyun