Thursday, September 17, 2009

გაუგებრობა-გაურკვევლობა

გაუგებრობა- ეს ისაა რის წინაშეც უძლური ვარ მეც და ჩემი ნევრებიც.

არ მიყვარს როცა ჩემი არ ესმით, ან არასწორად ესმით, ან როცა არ ცდილობენ რომ გაიგონ.

არ ვიცი, არ ვფიქრობ რომ ზოგიერთი ადამიანი თავისი სულით და ხორცით ”გაუგებარია” - არც ის მგონია რომ შესაძლებელია დაბადებიდანვე გაუგებარი იყო - მე მაინც იმ აზრს ვემხრობი , რომ არ არსებობენ გაუგებარი ადამიანები- არსებობს გაუგებარი სიტუაციები, რომლებსაც გარემოება და ჩვენ ვქმნით.(ჩემი ბრძნული აზრი:)

ხშირად ყოფილა რომ გაუგებრობის გამო ვიღაცისგან რაღაც მწყენია ან პირიქით.

ალბათ მეტი საუბარია საჭირო, მეტად ყურადღებით მოსმენა და გააზრება - მეორე ადამიანის სურვილებისა და აზრებისა.

ზოგადად - არ მიყვარს როცა ადამიანი - წვრილმანებამდე საჭიროებს ახსნას - იმისათვის რომ მან გაიაზროს შენი ნათქვამი , როცა ელემენტარულიც კი პრობლემდება-გაუგებარი (თუ დაბნეული?!) ბუნების გამო - მაგრამ მეორეს მხრივ ალბათ დაწვრილმანება ჯობს - საბოლოოდ უფრო დიდ გაუგებრობაში თავის გაყოფას.

გაუგებარ ადამიანთან ერთად - ყოველთვის ნერვებს მიშლის გაურკვეველი სიტუაციები - როცა არ იცი ასე უნდა ქნა თუ ისე, როცა სხვაზე ან რამე გარემოებაზე ხარ დამოკიდებული და ელოდები რომ რაღაც გაირკვეს და გვირაბს იქით გზა გამოჩნდეს.

შეიძლება ვინმემ თქვას რომ მოუთმენელი ხარო და მაშინათვე გინდა პასუხი მოისმინო როცა კითხვას სვამო- შეიძლება ასეცაა, განსაკუთრებით მაშინ როცა ამ პასუხზე - კიდევ რაღაც არის დამოკიდებული.


მოკლედ მგონი ჩემი პოსტიც ცოტა გაუგებარ-გაურკვეველი გამოვიდა (თანაც იმდენჯერ ვახსენე ეს ორი სიტყვა )- მაგრამ მიხვედრილი და ”არა-გაუგებარი” ადამიანი უთუოდ გაიგებდა რაზეც დავწერე : ))


6 comments:

ნილიკი said...

mmm

Anonymous said...

ho, cudia gaugebroba:) da roca yvelafris axsna giwevs )

Unknown said...

ჰმმმმმმ.

Unknown said...

"რომ არ არსებობენ გაუგებარი ადამიანები- არსებობს გაუგებარი სიტუაციები, რომლებსაც გარემოება და ჩვენ ვქმნით."

scori da martalia es yvelaferi :)

ალექსანდრო.. said...

”მეტი საუბარია საჭირო, მეტად ყურადღებით მოსმენა და გააზრება”
ნამდვილად..
გეთანმხები..
შესანიშნავი რეცეპტი გაუგებრობების და გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად..

Unknown said...

ugg outlet
ugg boots
louis vuitton handbags
tiffany outlet
ray ban sunglasses
moncler outlet
michael kors handbags
the north face outlet
thomas sabo uk
jordan shoes
true religion jeans
jordan shoes
michael kors outlet
michael kors factory outlet
soccer jerseys
cheap nba jerseys
louis vuitton bags
the north face
timberland boots
adidas wings
cheap jordans
ugg australia
tory burch outlet
air jordan shoes
the north face outlet store
mulberry outlet
ralph lauren uk
pandora jewelry
coach outlet online
lululemon outlet
soccer jerseys
mbt shoes
ray ban sunglasses
swarovski outlet
1029maoqiuyun