მანამ სანამ ფოტორეპორტაჟს დავდებ და ჩემს შთაბეჭდილებებს მოვყვები : )
ვისაც არ აქვს იმფორმაცია მუცოზე -აი რას გვეუბნება ვიკიპედია:
მუცო, სოფელი დუშეთის რაიონში, მდინარე არდოტისწყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელი ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ-შია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 49 ადამიანი.
სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განალგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობის თავზე, ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკია და რამდენიმე ძველი სტრუქტურის ნანგრევია შემორჩენილი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის. ამჟამად საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია. 2004 წლიდან საქართველოს მთავრობის ინიციატივით წამოიწყო მუცოს რეაბილიტაციის პროექტი.
ლეგენდის თანახმად სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და თავს წმინდა დროშათა არმიის მუდმივ წევრებად თვლიდნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ ენით აუწერელ საგანძურს. ლეგენდის თანახმად საგანძური დღესაც დაცულია მაღალ მთებში მუცოს სიახლოვეს რჩეულის მოლოდინში.
არსებობს უამრავი ლეგენდა მუცოს შესახებ
აი რამდენიმე მათგანი
”სოფელს ბროლისკალოს მთავარანგელოზის სახელობის სალოცავი იცავდა, რომელსაც თავისი საგანძურიც ჰქონდა და დროშაც.
ხევსურები ყვებიან, მხოლოდ ორმა კაცმა იცოდა საიდუმლო საგანძურის ადგილსამყოფელი. საგანძურიც და დროშაც მხოლოდ ხევსურთა უდიდეს დღესასწაულზე _ `ათენგენობაზე~ გამოჰქონდათ. ჩამოატარებდნენ მედროშენი ზანზალაკებიან დროშას, მუხლს მოიყრიდნენ მის წინაშე ხატის ყმები, გამორჩეულ საკარგყმოს ლუდით სავსე `ხატის თასებს~ ჩამოურიგებდნენ და იმით მოსაგონარს სვამდნენ, ვინც სამშობლოსათვის დასდო თავი. მერე დაწყებული ჟამიანობა და საიდუმლოს გასანდობად ღირსეული ახალგაზრდის ძიებაში საგანძურისა და დროშის სამალავების მცოდნეებმა საიდუმლო საფლავში თან წაიღეს. ასე დარჩა ლეგენდად მუცოს მიუვალ კლდეებში დამალული განძი და დროშა. მუცოელებს სჯერათ, რომ განძს ვერავინ იპოვის, ვიდრე მუცოს მფარველი ხატი თავად არ ამოარჩევს ღირსეულს და ძილში არ უჩვენებს მის ადგილსამყოფელს.”
”ერთი თქმულება გვიმბობს: მუცოელი მამა-შვილი სანადიროდ წასულა. დაუფრთხია მამას ნადირი და იქით გაურეკავს, სადაც შვილი იყო ჩასაფრებული თვითონ კი კლდეს მოფარებია. შვილის ნასროლი ისრები სულ მის თავზე გადადიოდა. გაბრაზებულა მამა, როგორ ააცდინაო, თურმე, შვილი ისეთი ძალით ისროდა, მოკლულ ნადირში გავლილი ისრები ისევ განაგრძობდნენ ფრენას. ამას კი მამა ვერ მიხვდა. ”
დანარჩენი ლეგენდები წაიკითხეთ აქ (ლეგენდები და ისტორია ) და ესეც პროექტი (მუცოს გარადჩენის შესახებ)
მუცო
აბგა გაქვს,
ხურჯინი...
ყრი საგზალს -
ჯერ კიდევ თბილ გულს,
ხელებს,
ფილტვებს,
თვალებს,
ფეხებს,
ძარღვებს..
წამოიკიდებ მხარზე და ...
ჰაიდა..
აუყვები სტვენით მუცოს ბილიკს..
ფარა გყავს იალაღებზე გადასადენი
დაღამებამდე..
ლეგა გვერდით მოგდევს..
მურა სასთუმალთან მოგიწვება..
ფარა ჩაიმუხლავს..
წამოწვები..
აანთებ კოცონ-ჩირაღდანს..
დროა ივახშმო..
ხურჯინს მოავლებ ხელს..
ააშიშხინებ წალამზე..
მილულავ თვალებს..
რუხ ჰორიზონტს შუბლს მიუშვერ..
ხელს გაუქნევ ნიავს -
მიმართულების შესაცვლელად..
ხვალ გათენდება..
სუფთა ჰაერი იცის მუცოში..
ქეთი გზირიშვილი
6 comments:
mishos ra sawyali saxe aqvs :D:D
klipis musika da qetis leqsi da kide muco da ragac kargad vigrzni tav da fotoreportajs velodebi ;)
ეჰჰ, აი სად შეიძლება შეიგრძნო თავისუფლება..
ფოტოებს კიდევ უფრო მეტად ველოდები :)
შემთხვევით მოვხვდი აქ და ისეთი შთამბეჭდავი პოსტია – კლიპით, მუსიკით და კიდევ იმით, რომ ჩემი ლექსი ვიპოვე :)
ამ მელოდიას სიამოვნებით დავამატებდი ჩემს კოლექციას, თუ შესაძლებელია :)
ქეთის მინდა შენიშვნა მივცე.. ლექსის უნიჭობაზე არა, ისე ერთ ყოვლად სულელურ შეცდომაზე რომელიც გაპარულია ლექსში. რომელ მუცოელ მწყემსს ჰქონდა იმის შეძლება რომ მწვადი ეჭამა ყოველ ვახშამზე? ან რა უნდა ხევსურეთში წალამს. ან რომც ჰქონდეს ვინმეს ვენახი, საძოვარზე წალამს მეცხვარე ზურგით ხომ არ ატარებს?... :)))
ხევსურს ეგ ლექსი არ წააკითხოთ თორე ცოცხალი ვერ გადაურჩებით....
http://www.facebook.com/video/video.php?v=1960172412671&comments
ამას მოუსმინეთ პარასკევს 22-ში 22 სთ-ზე
Post a Comment