Friday, September 25, 2009

თეატრის მოყვარულებოოო!


თბილისი პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს 26 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

ფესტივალი სამი ნაწილისგან შედგება: საერთაშორისო პროგრამა, ქართული სპექტაკლების პროგრამა, ვორქშოფები, ტრეინინტგები და გამოფენები

14 სპექტაკლი გაიმართება, რომელსაც წარმოადგენენ თეატრალური დასები ინგლისიდან, კორეადან, გერმანიიდან, ლიტვიდან, ხორვატიიდან, საფრანგეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, შვეიცარიიდან და პოლონეთიდან.

სპექტაკლები გაიმართება: რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატულ თეატრში, თავისუფალ თეატრში, სამეფო უბნის თეატრში, მუსიკალური დრამის თეატრში, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრსა და სასტუმრო “რედისონში”.

27 სექტემბერს  ფესტივალს ლიტვის OKT თეატრის დასი გახსნის და კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე უილიამ შექსპირის "რომეო და ჯულიეტას" წარმოადგენს. სპექტაკლი ქართული და ინგლისური სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი.

ბილეთის ფასი 11-დან 21 ლარამდეა, მაყურებელს ასევე შეეძლება ისარგებლოს აბონიმენტით, რომლის ფასი 70, 100 და 120 ლარია. ფესტივალი 18 ოქტომბერს დაიხურება.


 ეს ამბავი გუშინ გავიგე , მას მერე ვქექე ინტერნეტი - აფიშის ძებნაში , მაგრამ შენც არ მომიკვდე ვერსად წავაწყდი .

აი ფესტივალის საიტი :  
http://www.tbilisiinternational.ge/  რომელშიც არ შედის : )
ჰო მაგარია? ქართველების ეს არ მიყვარს რა - რაღაცას აკეთებენ და ორგანიზების ამბავში ვერა და ვერ ახერხებენ  ბოლომდე მიიყვანონ საქმე. რას  გავს ახლა ეს?
კარგი იმედი ვიქონიოთ რომ ეს საიტი ჩაირთვება , მაგრამ სხვა საიტებზე არ შეიძლება დადონ აფიშა ? უჰხ!  

ჯერ იყო და მეგონა თეატრალური სეზონი სექტემბერში გაიხსნებოდა- გაჭიმეს ოქტომბრამდე - ჩაკვდა ქალაქი ... არ ვიცი ან ახლა ამ ფესტივალზე ბილეთები კიდე იქნება თუ არა - როგორც გავიგე აბონიმენტები უკვე გაიყიდა კიდეც  :/

6 comments:

ბაბისა said...

arada mag saitis gaketebaze calke tanxebi iqneboda winaswar gaweril proeqt0biujetshi ;\ iqneb ramdneime speqtakls daveswro, minda

nastasia said...

satauri ro cavikitxe,vifiqre,rato ar var tbilisshi tqoo,da postis cakitxvis mere vifiqre,kide kai ar var,xo gavbrazdebodi araorganizafiulobase tqoo :P

უბრალოდ said...

ehhhhtttt


nervebi meshlebis ;/

Anuschka said...

xval dilit mivdivar bilitebze da ro ar damxvdes movkvdebi :(

afishas mec ori kviraa medzeb magram rad ginda..
neta abinimentebi ra ghirda.

ქეთი said...

ბილეთის ფასი 11-დან 21 ლარამდეა, მაყურებელს ასევე შეეძლება ისარგებლოს აბონიმენტით, რომლის ფასი 70, 100 და 120 ლარია. ფესტივალი 18 ოქტომბერს დაიხურება


ai mititebuli maqvs rac girda :) aba shen ici carmatebebi,mec mitxari biletebi aris kide tu ara :)

ქეთი said...

chairto saiti dges : ) rogorc iqna