Friday, September 25, 2009

ჩაგრული ქართველი გოგო!

გუშინ ვსაუბრობდით ამ თემაზე მეგობრები და მანამდეც მიფიქრია ხოლმე.
რატომ არის საქართველოში აუცილებელი რომ გათხოვების პირველივე წელს ბავშვი გააჩინო?
რატომ აქვს ყველას ეს მოლოდინი, განსაკუთრებით მშობლებს( მეზობელ,ახლობელ და სხვა უბრალო ნაცნობებს რომ თავი დავანებოთ)?
დედაჩემისგანაც გამიგია და მეგობრების დედებისგანაც - რომ თხოვდებოდა აბა რისთვის თხოვდებოდა თუ ბავშვი არ უნდოდა ?
ვაჰ!
რატომ არის არანორმალური რომ მინიმუმ ერთი წელი გათხოვებიდან - შეეგუო ახალ ცხოვრებას, დატკბე , გაერთო, იხარო და მერე გადადგა ეგეთი საპასუხისმგებლო ნაბიჯი , როცა ამისთვის ორივე მზად იქნებით? რატომ ხდება ხოლმე ეს -ასეთი გაუგებარი ყველასთვის?



რა უნდა ქნას საწყალმა ქართველმა გოგომ- რომელსაც იმის უფლებასაც არ აძლევენ რომ ქორწინების გარეშე გადავიდეს ვინმესთან საცხოვრებლად( თუ გადავიდა კიდე ან დაარქმევენ რომ გათხოვდა და ან კიდე "ბოზად" მონათლავენ) და - თუ გათხოვდება კიდე ოფიციალურად ეგრევე ბავშვს სთხოვენ - (აბა შვილიშვილები ხომ უნდათ?!)


აი ასეთი ჩაგრული და ბედკრულია ქართველი გოგო!

 ვავა მეგობრებო ვავა : D

9 comments:

Anonymous said...

rac unda tqva rom ar momeshleba nervebi, vinc ra unda tqvas, ar mainteresebso - mainc nervebismojmshlelia da vici rom mainc momeshleba nervebi, ra vqnat chven qartvelma gogoebma? RA VQNAT VAH , gvesmis mshoblebo rom shvilishvilebi gindat da tqven dros sxvagvarad iyo, mara axla chven gvacadet ise vqnat, rogorc chven gvsurs !!

Unknown said...

ვაი ვაი ვაი.....
და მერე საცოდავ არა თვითრეალიზებულ გოგოებს ცხოვრების ერთადერთი მონაპოვარი ეს ბავშვი გონიათ...
აუ, საღამოს მოვალ და დიდ კმენტარს დავწერ, მეც მაწუხებს ეგ ამბავი.. წელიწადზე მეტია გათხოვილი ვარ და მეც მესმის ხოლმე ეგეთი შეძახილები - იქნებ ბავშვი გააჩინო/? ნახე იმან რო გააჩინა რა კაია და ეგეთი მარაზმები :)

Toma said...

ერთია გამოსავალი: ეროვნება უნდა შეიცვალოს ქართველმა გოგომ და არ იქნება ჩაგრული ქართველი გოგო :D

Anonymous said...

aha turme sxvebsac acuxebt

Anonymous said...

eg mc mianteresebs, tumca kide ici ra mainteresebs.
ai ro ekitxebian orsulad xom ar xar???
da pasuxoben: ara jer ar minda, cota unda gaverto da 2 kvirashi igeben orsulobis ambavs, da aba unda gavertoo? :D

ramdenjer davswrebivar aset shemtxvevas :)))

ქეთი said...

Anuschka

aba velit did komentars : ))

ბაბისა
ho chven ki gvisaubria mag temaze magalitebiturt : ))

Tomushka
ra martivi gamosavali yofila :D

Dreamer Kikito

vah, eg ar vicodi ukve, heh - ra texavs ...

Unknown said...

გოგოებო, შეეცადეთ ცოტა მსუბუქად მიუდგეთ მასეთ მოთხოვნებს. არავის(მშობელ დედასაც კი) არ აქვს უფლება, რომ თქვენ ბავშვის გაჩენა მოგთხოვოთ. ბავშვის გაჩენა/არგაჩენა ადამიანის პირადი საქმეა. საზოგადოებამ შეიძლება ბევრი რამე მოითხოვოს და საზოგადოება ყოველთვის ითხოვს რაღაც-რაღაცეებს ადამიანისგან, მაგრამ დაემორჩილება თუ არა საზოგადოების ამ მოთხოვნებს ეს ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული.

გარდა მაგისა, უნდა აღვნიშნო რომ ეს მარტო მდედრობითი სქესის პრობლემა არა არის. იგივეს ითხოვენ ხოლმე ბიჭებისგან თუ კაცებისგან და მათ თავმოყვარეობაზეც ზემოქმედებენ ხოლმე საკმაოდ ცუდად. ასე რომ...

და ბოლოს: ქორწინების მიზანი ბავშვის გაჩენა არ არის(ეს ბიბლიაშიც წერია მგონი). ბავშვი ქორწინების უფრო შედეგია, ვიდრე მიზანი. ქორწინების მიზანი არის ორი ადამიანის(რომელთაც ერთმანეთი უყვართ) შეკავშირება რათა მათ იცხოვრონ და განვითარდნენ ერთად.

უბრალოდ said...

გეთანხმები ზურა, უბრალოდ ძნელია ყოველთვის ებრძოლო რაღაცეებს, საზოგადოებაში თუ ოჯახში დამკვიდრებულ აზრებს, ძნელია ყველას უმტკიცო და დააჯერო შენი აზრები , ძნელია როცა ისე არ იქცევი როგრც ყველას მიაჩნია სწორად.

რათქმაუნდა უმრავლესობა გამოთქვამს პროტესტს და არ იღებს არც მშობლების რჩევა-დარიგებებს და არ ითვალისწინებს აზრებს , მაგრამ აქ იმაზეა საუბარი რომ - სწორედ ეს განსხვავებაა პრობლემა .

მთელი ცხოვრება ადამიანს რქებით რომ გჭირდება საკუთარი სურვილების და იდეების გატანა და იმის მოსაპოვებლად ბრძოლა რაც ისდაც შენია- შენი საკუთარი ცხოვრება :)

Unknown said...

ugg outlet
ugg boots
louis vuitton handbags
tiffany outlet
ray ban sunglasses
moncler outlet
michael kors handbags
the north face outlet
thomas sabo uk
jordan shoes
true religion jeans
jordan shoes
michael kors outlet
michael kors factory outlet
soccer jerseys
cheap nba jerseys
louis vuitton bags
the north face
timberland boots
adidas wings
cheap jordans
ugg australia
tory burch outlet
air jordan shoes
the north face outlet store
mulberry outlet
ralph lauren uk
pandora jewelry
coach outlet online
lululemon outlet
soccer jerseys
mbt shoes
ray ban sunglasses
swarovski outlet
1029maoqiuyun