Sunday, September 27, 2009

შემოდგომის ბირთვისი

საქართველოში რომ ”დასათვალიერებელი” ადგილები ულევია- ამაში დღესაც დავრწმუნდი. როგორც გავიგე ბირთვისის ციხეები საკმაოდ პოპულარული ტურისტული სანახაობა ყოფილა- მე კი დღეს პირველად ვიხილე მისი მშვენიერება და სილამაზე. ვინც ფოტოების ნახვის შემდეგ -  გადაწყვეტს თავადაც ”გაილაშქროს”ამ ადგილას -იმათ ვეტყვი , რომ ეს საკმაოდ ადვილია- ბირთვისი თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე მდებარეობს. ტრანსპორტიც დადის (მეტრო სამგორიდან) ახლომახლო სოფლებში - ასე რომ მსურველები არ დაიკარგებიან.

აი რას წერენ ბირთვისზექვემო ქართლში, თეთრი წყაროს რაიონიდან  15 კმ-ზე მდებარეობს  სოფ. ფარცხისი, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე. სოფლიდან ბირთვისამდე  7-8 კილომეტრია. ბირთვისი ციხეზე მეტია, რადგან ეს არის კლდოვანი მთების გაერთიანება,რომელიც ძნელად მისადგომია. ბირთვისში ორ მაღალ მთაზე აგებულია ციხეები:,,შეუპოვარი” და ,,დედა ციხე ”. ციხეების აგების ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ ბაგრატ III (975-1014) დროს ის ისტორიულ წყაროებში  უკვე  მოხსენიებულია. ბირთვისი ასევე  დიდ მნიშვნელობას იძენს თემურ ლენგის ლაშქრობების დროს და მედგარ წინააღმდეგობასაც უწევს მტერს. ცნობებში ის მოხსენიებულია, როგორც ძლიერი ციხე ქალაქი,რომლის საბოლოო აღება თემურ-ლენგმა მხოლოდ 1403 წელს თავის მე-8 შემოსვლაზე მოახერხა. სავარაუდოდ სახელწოდება შეუპოვარიც ამ მიზნით შეერქვა ციხეს. დროის მიუხედავად , წარმოუდგენელია როგორ შეძლო იმ დროს ადამიანმა აეშენებინა ასეთ მაღალ კლდეებზე, ასე კარგად ბუნებასთან შერწყმული ციხეები და მოეწყო მისი წყლით მომარაგების, თავდაცვის სისტემა.”

თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპი ფოტორეპორტაჟზე გადავალ.



უნდა გამოვტყდე რომ კლდეებზე და დაღმართ-აღმართებზე სიარული ცოტა არ იყოს და გამიჭირდა.


პირველრიგში იმიტომ რომ მოუხერხებელი ფეხსაცმელი მეცვა( სრიალა და არა საკლდეო),


მეორე რიგში იმიტომ რომ არ ვიყავი შემზადებული ”ფსიქოლოგიურად” კლდეზე საცოცავად- რატომღაც მეგონა რომ ციხეები გზისპირას დაგვხვდებოდა,



მესამე მიზეზი კი - წვიმა გახლავთ. მართალია 4 საათამდე ორივე ციხეზე ასვლა-ჩამოსვლა და ჭამაც მოვასწარით მაგრამ უკანა გზაზე ისეთი დასცხო რომ ერთიანად ყველა დაგვასველა. თანაც მე პირადად ისე დავსველდი რომ ტანზე ერთი მშრალი ადგილი არ შემრჩა :)


მიუხედავად ყველაფრისა - რათქმაუნდა საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. როგორ შეიძლება ასეთი ადგილი ნახო და იწუწუნო :D


მოკლედ მინდა ამ ადგილს რეკომენდაცია გავუწიო და გირჩიოთ რომ აუცილებლად ნახოთ :)

მე კი ჩემის მხრივ მადლობას გადავუხდი www.karavi.ge-ს ამ საინტერესო სანახაობისთვის.

P.S მიუხედავად სასტიკი დაღლილობისა მაინც ვაიძულე ჩემს თავს ეს რეპორტაჟი დამედო.ძალიან მცირე და მშრალია.შესაძლოა მეორე ნაწილიც გავუკეთო .გმადლობ-თ ყურადღებისთვის :)

5 comments:

Toma said...

ძალიან მიყვარს ეს ადგილი. ერთხელ ვარ ნამყოფი ამხანაგებთან ერთად და ძააალიან ვისიამოვნე.

ნილიკი said...

საინტერესოა..პირველივე შესაძლებლობისთნავე მოვინახულებ იმედია:))

Unknown said...

მშვენიერი რეპორტაჟია. მოკლე და მრავლისმთქმელი.

რაც შეეხება ბირთვისებს: მართლაც გადასარევი ადგილია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კლდეებზე ძრომიალი უყვარს. :)

nastasia said...

birtvisi idealuria sacocavadac da kide,yvelafrisgan gansatvirtadac...sul bolomde ro axval da bevr sivrces ro uyures da kide,tu ar cvims da mzis chasvlasac,5jer meditacias udris mgoni...

chemse yovel shemtxvevashi egre imoqmeda...

უბრალოდ said...

martlac popularuli yofila, yvelas nanaxi gqoniat -titqmis :))