Tuesday, September 22, 2009

შატილობა vol. I

ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ. შატილსა და მუცოში აქამდეც ვიყავი ნამყოფი.მეგონა მეორედწასვლისას -შთაბეჭდილებები გამიქარწყლდებოდა, მაგრამ მინდა ვაღიარო რომ გამიორმაგდა .
შატილისაკენ გზად









 ის რაც შატილში ჩასვლისას დაგვხვდა - უამრავი მანქანა- ძირითადად ჯიპები და სამარშრუტო ტაქსები, ძალიან ბევრი მთვრალი ადამიანი, ქართველებიც და უცხოელებიც, იქაურებიც და სტუმრებიც.კარვები- ათასფერები -ჭრელა-ჭრულები. ლუდი - ხევსურული წესით დამზადებული (რომელიც მე ვერ დავლიე სამწუხაროდ) და რაღათქმაუნდა სცენა -სცენაზე 33ა.ალექსას თქმის არ იყოს - უცბად კინაღამ ვაკისპარკში მეგონა თავი. უფროსწორად არც კი ვიცი სად. პირველად რომ შატილი ვნახე ისეთი ჩუმი ,ძველი და იდუმალი იყო- ახლა კი ხმაურიანი და თანამედროვე (კონცერტები,მანქანები,უცხოელები) ტურისტული ქალაქი დამხვდა თითქოს .





    ლელა თათარაიძე- ძალიან მოუხდა მისი სიმღერები საღამოს.


ჯგუფი ”ეგარი”- ”შინის” სხვა შემადგენლობა.
კონცერტის ყურებაში, ნაცნობების გადაკოცნა-მოკითხვაში  და ხევსურული ლუდის დაგემოვნებაში ნელ-ნელა შებინდდა კიდეც.  გადავწყვიტეთ - სადმე მყუდრო ადგილი გვეპოვნა და ხმაურისთვის თავი აგვერიდებინა :) გავეშურეთ მუცოსაკენ - გზად შეგვხდა რამდენიმე დასაბანაკებელი ადგილი, მაგრამ მუცოს ახლომახლო ვარჩიეთ გაჩერება,რათა მეორე დილას დრო არ დაგვეკარგა და პირდაპირ  დათვალიერება დაგვეწყო. ზუსტად მუცოს ძირას დავბანაკდით , უკვე კარგად ბნელოდა და კარგადაც ციოდა . თან ქარიც უბერავდა. გავშალეთ კარვები და შევუდექით შეშის შეგროვებას. მალე ცეცხლიც აბდღვიალადა და ცა ვარსკვლავებით გადაიჭედა. დავლიეთ სქართველოს ,ხევსურეთის და მთის სადღეგრძელოები(ამ უკანასკნელის ავტორი თქვენი მონამორჩილი გახლდათ ), დავნაყრდით და შეზარხოშებულები შევძვერით ჩვენს კარვებში.





დილა თოფის სროლით დავიწყეთ :)) და მალევე გავეშურეთ ციხესიმაგრის დასაპყრობად. როგორც ჩანს ისე დამაბნია იქაურმა სილამაზემ - ფოტოების გადაღება არც გამხსენებია. ამიტომ თავად ციხის ფოტოები ცოტა მაქვს, სამაგიეროდ ბევრი მაქვს ბუნების .





ეს გახლდათ ციხის ბოლო წერტილი.


ეს კიდე ჩვენ თვალიერება-გაკვირვება-ფოტოების გადაღების პროცესში.























 
 

 რაც არ უნდა ვთქვა ახლა და რა ფოტოებიც არ უნდა დავაწყო - ვიცი მაინც ვერ შეგიქმნით იმ შთაბეჭდილებას და ემოციას რაც ადგილზე ეუფლება ადამიანს.ამიტომ უბრალოდ გისურვებთ რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში შეძლოთ ხევსურეთის მიწაზე ფეხის დადგმა.


მინდოდა ბარემ დამემთავრებინა ჩვენი მოგზაურობის ისტორია - მაგრამ ამასობაში დამაღამდა , თანაც პოსტიც გამიგრძელდა, ამიტომ ვფიქრობ, არ მიწყენთ თუ მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ- თავად შატილის ფოტოებს .

12 comments:

Anuschka said...

რა ლამაზია ყველაფერი. მაგრამ ბოლო სურათზე რომ ყვავილებია ეგენი მინდა ახლა.. ულამაზესია და ცოცხლი :)

Khatia Caroline said...

მე ყვავილებიანი ბიჭი მომეწონა :)

ბაბისა said...

lamazi fotoebia, alat kargi iqneboda zalian :)

Anie said...

ძალიან კარგი ფოტოებია

Natalia said...

ისეთი სილამაზეა, ენა რომ ჩაგივარდება ადამიანს.. ცოცხლად ეს ყველაფერი რამდენად უფრო კარგი იქნება წარმომიდგენია!

პ.ს ასევე ხარისხია ფოტოების საოცრად კარგი.

ქეთი said...

Anuschka
ხო ძალიან ლამაზი ყვავილები იყო, ვინც მუცოზე ადიოდა -ყველა ყვავილებით ბრუნდებოდა : ))

Khatia Caroline
:))


ჰო რათქმაუნდა ცოცხლად ბევრად ეფექტური იყო ეს ყოველივე, მაგრამ მაინც მიხარია -რომ ფოტოებიც მოგეწონათ : )
ხოდა სწორედ ფოტოების ხარისხის გამო- ვოცნებობდი კარგ აპარატზე მთელი ცხოვრება : ))

Tomushka said...

რა ლამაზია!

Anonymous said...

Burberry Outlet Hermes Bags Michael Kors Canada
Cheap Oakley Sunglasses Michael Kors Handbags
Ray Ban Sunglasses Prada Handbags
Giuseppe Zanotti Sneakers Michael Kors Outlet Online Michael Kors Handbags Outlet Nike Free Run Hermes Outlet Michael Kors Outlet Online Michael Kors Outlet Christian Louboutin Shoes Michael Kors Outlet Online Lululemon athletica
CHI Flat Iron Website Louis Vuitton Outlet Store
Michael Kors Shoes Celine Bags Outlet Michael Kors Outlet Online
Prada Outlet

Look into my web site Mac Cosmetics Wholesale

Anonymous said...

I appreciate, lead to I discovered exactly what I used to be looking for.
You've ended my four day long hunt! God Bless you man.
Have a great day. Bye

Also visit my web site :: senior assisted living chicago

Coach Factory said...

coach factory, oakley sunglasses, polo ralph lauren outlet, kate spade outlet, michael kors, ray ban sunglasses, michael kors outlet, louboutin, ray ban, longchamp, louis vuitton handbags, air jordan, louboutin, prada handbags, gucci outlet, oakley sunglasses, prada outlet, coach outlet store, nike shoes, louis vuitton, polo ralph lauren, air max, michael kors outlet, louboutin, michael kors outlet, toms shoes, tory burch outlet, burberry outlet online, tiffany and co, air max, jordan shoes, nike air max, coach outlet, true religion jeans, oakley sunglasses, ray ban sunglasses, burberry outlet online, nike free, michael kors, true religion outlet, louis vuitton outlet online, true religion, chanel handbags, polo ralph lauren outlet, coach purses, nike air max, nike free, ralph lauren, longchamp outlet

Coach Factory said...

oakley outlet, moncler outlet, oakley vault, rayban, ray-ban, canada goose outlet, oakley vault, oakley sunglasses cheap, cheap sunglasses, cheap oakley, ugg boots, ugg, ray ban, ralph lauren, oakley vault, ray ban outlet, raybans, ray ban, cheap sunglasses, ray ban sunglasses outlet, louboutin, oakley, cheap sunglasses, canada goose, canada goose, canada goose, cheap oakley sunglasses, cheap oakley sunglasses, ray bans, oakley sunglasses outlet, oakley sunglasses cheap, oakley sunglasses outlet, discount oakley sunglasses, ray ban, ray bans, rayban, cheap oakley sunglasses, tn pas cher, ray ban outlet, oakley outlet, oakley outlet, moncler, oakley sunglasses outlet, canada goose, gucci, moncler, moncler, canada goose outlet, oakley sunglasses cheap

Coach Factory said...

ferragamo shoes, supra shoes, abercrombie and fitch, ray ban pas cher, wedding dresses, nfl jerseys, reebok outlet, hermes, juicy couture outlet, air max, lululemon, p90x, ghd, timberland, mulberry, lancel, hogan, new balance shoes, birkin bag, mont blanc, asics, nike air max, ugg boots, soccer jerseys, hollister, rolex watches, north face outlet, beats by dre, montre pas cher, nike free, louis vuitton, ugg boots, herve leger, chi flat iron, vans, ralph lauren, oakley pas cher, jimmy choo, insanity, converse shoes, louis vuitton, karen millen, celine handbags, bottega veneta, marc jacobs, soccer shoes, mcm handbags, yoga pants, burberry, valentino shoes