Friday, October 02, 2009

მარტოობაში ნაპოვნი სიძლიერე და სისხლის ანალიზი

ერთ-ერთ წინა პოსტში ექიმების და საავადმყოფოების შიშზე ვისაუბრე, მაშინ ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდი თუ ამას შევძლებდი რაც დღეს გავაკეთე.

რა გავაკეთე?- არაფერი ისეთი ანალიზი ავიღე ვენიდან( ცხოვრებაში პირველად). ბევრი თქვენგანისთვის ვიცი ეს არაფერია - შეგირჭობენ ნემსს- ვერც იგრძნობ- აიღებენ სისხლს და სულ ეგაა რა 2 წუთის ამბავი- ასე მიხსნიდა ყველა ამ პროცესს.

მაგრამ აბა მეც მკითხეთ ჩემთვის რა იყო ეს ყველაფერი?

საავადმყოფოს კიბეები, სპეციფიური სუნი, თეთრხალათიანები, ათასგვარი საშიში თუ არა საშიში აპარატურა , უამრავი ავადმყოფი და ა.შ.

და რაც მთავარია მე- მარტოდმარტოდ ამ სამყაროში :)

თავიდან ვიფიქრე აუცილებლად უნდა გავიყოლო ვინმეთქო - გული რომ წამივიდეს მომასულიეროს მაინცთქო- მაგრამ მერე გადავწყვიტე მარტო წავსულიყავი ( ყველა თავის საქმეებში, სამსახურში, პრობლემებშია და ერთი ვენაში ჩხვლეტის გამო არავინ შევაწუხე : ) )

ჰოდა არაფერი რა - მშვიდობით ჩაიარა- ნამეტანი მწარე ჩხვლეტა კი ყოფილა, ახლაც გაშეშებული მაქვს ხელი, არც დამინახავს სისხლი , ჰაერში ვიხედებოდი უაზროდ და ვფიქრობდი რომ ცუდად არ უნდა გავმხდარიყავი, იმიტომ რომ მარტო ვიყავი, იმიტომ რომ სამსახურში მაგვიანდებოდა, იმიტომ რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და ა.შ.

არ მიყვარს როცა ადამიანი ბუზსს სპილოდ აქცევს მაგრამ თუ გავიხსენებ ჩემი გულისწასვლის ისტორიებს -მიხვდებით რომ უმიზეზო არ ყოფილა ჩემი შიში :

  • ერთხელ გული წამივიდა როცა ხელი გავიჭერი და დედაჩემმა სპირტი წამისვა.
  • ერთხელ როცა ხელი მომყვა მანქანის კარებში და ტკივილისგან ცუდად გავხდი.
  • ერთხელ როცა ჩემი მეზობელი ტავის მშობიარობის ისტორიას ყვებოდა.
  • ერთხელ როცა ჩემი მეგობარი თავისი გლანდების ოპერაციაზე მიყვებოდა. 
  • ორჯერ კბილის ექიმთან როცა ბურღვა დამიწყო ნერვმტკივანი კბილის. 

ეს ყველაფერი კი იმისთვის მოვყევი - რომ ეს დასკვნა გამომეტანა -

მარტოობა აძლიერებს ადამიანს.
რომ საბოლოო ჯამში შენს ტკივილს შენნაერად ვერავინ გაიზიარებს, ვერც დედა,ვერც და-ძმა,ვერც მეგობარი,ვერც საყვარელი ადამიანი და საერთოდ ვერავინ ამ ქვეყანაზე.
რომ საბოლოო ჯამში შენ ხარ მარტო შენს პრობლემასთან და ვერავინ გიხსნის,
ვერავის ეტკინება შენს მაგივრად
.



ამის აღქმა - ცოტა კი მასევდიანებს - მაგრამ სიძლიერისკენაც მიბიძგებს.

13 comments:

Anonymous said...

როგორ გავს ფოტო იმ ხეს.. და სწორედ ამიტომაც რომ რაღაც გვიბიძგებს და გვაფიქრებინებს -თქვა კანდიდმა -ყველაფერი უკეთესობისკენ მიემართება! ვიიძულებით ოპტიმიზმი გვქონდეს და გავძლიერდეთ, ვიიძულებით წამოვდგეთ და ვიიძულებით რომ ვიიძულებოდეთ.მოკლედ სულ ამ სიმარტოვესთან ბრძოლაა ყველაფერი და ყველა ჩვენი მცდელობა :))

noo said...

როცა მარტო ხარ უფრო ძლიაერი ხარ, ამ დროს მხოლოდ შენ ხარ შენი თავის პატრონი, როცა იცი რომ შენ გვერდით ვინმეა და ის დაგეხმარება, შენ იმაზე ხარ დამოკიდებული და შენი სიძლიერე ამ დროს იმალება

Natalia said...

კარგად მოქცეულხარ მარტო რომ წახვედი, ამ ყველაფრის შემდეგ თავს მართლა ძლიერად იგრძნობდი უფრო :)


პ.ს ვენაში ნემსი საერთოდ არ არის მტკივნეული, შენ რატომ გეტკინა?

უბრალოდ said...

რა ვიცი ბავშვებო ახლაც მტკივა, ალბათ ცუდად გამიკეთა?
ხელში სისუსტეს ვგრძნობ და სულ ის ჩხვლეტის მომენტი მახსენდება ,
რაღაც უცნაური დაბუჟების შეგრძნება მაქვს .
მიკვირს

Natalia said...

არა უშავს, ხანდახან იცის ხოლმე მასე..

თუ კარგი ვენა გაქვს, არ უნდა გეტკინოს წესით. მაგრამ ერთხელ მეც მქონდა დაბუჟების შეგრძნება, ხვალისთვის გაგივლის უკვე :)

Unknown said...

hehe, venashi rom gavikete pirvelad nemsi is dge gamaxsenda, mcvane xalatiani eqtani da da raRac yaviferi lenti rac gadamiWira.

uceb ragacas meubneba yuradgeba gadamitana da nemsic dascxo venas :D

gamecina mashin ar velodi :)

gacitlebuli fraza absolutur cheshmaritebas gagadebs :)

Dissolved girl said...

მესმის შენი, რამდენიმე კვირის წინ მეც პირველად ავიღე ვენიდან სისხლი :) მაგრამ, ჩხვლეტაც კი არ ყოფილა ძალიან მტკივნეული, გააჩნია ვინ გაგიკეთებს და რომელ კლინიკაში, ალბათ :-?? ასე რომ, ვენიდან სისხლის აღება ჩემი ერთ-ერთი დაძლეული შიშია :))
ნეტა სტომატოლოგის შიშს როდის დავძლევ :-შ

Toma said...

martooba an adzlierebs an kide piriqit depresiashi agdebs. gaachnia adamians. saavadmkofos ki rac sheexeba sruliad individualuria. me magalitad venidan mirchevnia sisxlis ageba vidre titidan, am ukanasknelze ubralod cdad vxdebi ise meshinia :D :D :D

nastasia said...

auu,venidan sisxlis agebis da kide xerxemalshi tu zurgshi nemsis gaketebis mec meshinia....:(

xooda,martoobas rac sheexeba,roca adamiani martoa,ufro tavis tavis gavs da naklebad tamashobs,tundac qvecnobierad,xoooda,gamodis rom ise ufro zlierebi vart,vidre chven gvgonia...
p.s. ui,,,publikase tamashi '' gamaxsenda,albar ragac shuashia...

Kate_Alukard said...

რავი მე არასდროს მშინებია ტკივილის... და მსგავსი რაღაცების... საავადმყოფოს სუნზე და რკინის რაღაცები რომ აქვთ იმაზე ცუდი შეგრძნებები მაქვს ხოლმე უბრალოდ... ბავშვობის დროინდელი... პოლიპების და გლანდების ოპერაციის შემდეგ.. ვენიდან სისხლის აღებას რაც შეეხება მე რამდენჯერმე მაქვს აღებული და მესიამოვნა კიდეც :))) სტრანნი გრძნობაა ვენიდან სისხლი რომ გამოდის და შენ რომ გრძნობ :)

Anonymous said...

dance ejay 6 no cd crack
norman virus control crack
recovering crack addicts
advanced system optimizer crack serial
easy dvd ripper crack




cutter crack
cute ftp serial crack
spy cleaner gold 9.3 keygen
winxp activation key crack
cakewalk pro audio 9 crack
boson netsim 5.27 crack
mobiledit crack keygen
adobe cs2 indesign keygen v4.0
power quest partition magic 8.0 crack
crick crack monkey merle hodge
apacheconf keygen
playbuddy crack
wrar342.exe crack
synchro 6 crack
amigo dvd ripper keygen
musicmatch jukebox 8.0 crack
dvd player region crack codes
typingmasterpro crack

Anonymous said...

download cool edit pro 2.1 crack
geostudio crack
macromedia captive crack
battlefield 1942 secret weapons of wwii crack
torque game engine warez
scream machines keygen
crack for folder lock for outlook express
crack avg 7.0.300
msn monitor sniffer crack
guba password crack




digital photo recovery 2.0.3 crack
crack serial number keygen
c c generals zero hour no cd crack
rentright crack
pcmover crack
swarm game crack
site translator crack
adshareit swf to video converter 3.1 keygen
network inspector crack
macdisk 6.5.2 crack
rm to mp3 converter 1.21 keygen
memokit crack
neverwinter nights keygen 1.65
mahjong medley crack
resco photo viewer 5.20 crack

Unknown said...

lebron shoes
oklahoma city thunder
seahawks jersey
mont blanc pens outlet
nike store uk
cheap ray ban sunglasses
versace
nike tn
polo ralph lauren outlet
carolina panthers jersey