Wednesday, October 07, 2009

ოპერაცია და ჩემი ანდერძი

პირველად ვარ ამ ყველაფრის წინაშე

გარდა იმისა რომ მეშინია - უცნაურადაც ვგრძნობ თავს, არ ვიცი როგორ აღვწერო ეს შეგრძნება - თითქოს ყველაფერი სულერთია, თითქოს ”ტკივილი” უკეთესიც კია , თითქოს ამაზეა დამოკიდებული ჩემი მომავალი ბედი და ა.შ.
თქვენ შეიძლება პათეტიკურად და უაზროდ მოგეჩვენოთ ჩემი ნაწერი, მაგრამ ვინ რა იცის რა ხდება (ამ გულში?! ) :)

მოკლედ ასე- ხვალ ამ დროს აღარ მექნება - ჩემი ამდენხანს მაწამებელი ორად-ორი და განუმეორებელი გლანდები. დიდხანს ვიკავებდი თავს ამ ოპერაციის გაკეთებისგან - მაგრამ არაფრით არ გამოვიდა - ბოლო ხანს სახსრების ტკივილმაც შემაწუხა და ეგ კიარადა გულზეც დავიწყე ჩივილები . მოკლედ ასე იყო თუ ისე - ეს ამბავი გადაწყდა.


ჩემი შიშები სისხლზე, საავადმყოფოზე,ექიმებზე,ნემსზე და ა.შ. - უკვე გაგაცანით - ამიტომ მსგავსი თემებით აღარ შეგაწყენთ თავს. უბრალოდ მინდა რომ ამ ყველაფერზე არ ვიფიქრო და ძალიან მშვიდად და წყნარად ჩაიაროს ყველაფერმა.

 იმის თქმა დამავიწყდა რომ ნარკოზით ვიკეთებ- დავიღალე ათასი აზრების მოსმენით რომ ნარკოზი ცუდია, ნარკოზი აშტერებს, ნარკოზი იმას შვება ამას შვება, ნარკოზიდან ვეღარ გამოდიან და ა.შ. დამიჯერეთ ხალხნო უნარკოზოდ ჩემთვის ასმაგად უფრო საშინელება იქნება ეს ყველაფერი.

ახლა რაც შეეხება იმას რომ არსებობს ნარკოზიდან ვერ გამოსვლის მცირედი შანსი- რას ვიზამთ- ყველაფერი ხდება :)

ვერ გეტყვით რომ გული ცუდს მიგრძნობს , მაგრამ ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა - ჰოდა მაინც მინდოდა ერთხელაც ამ თემაზე საუბარი და ბარემ აქვე ვიტყვი 1-2 სიტყვით

ჩემი ანდერძი : )

  • ე.ი. პირველ რიგში რაც მინდა ეს არის რომ მაქს. სამ დღეში მოხდეს ყველაფერი ( ერთი კვირა სახლში დაყუდებებს და გლოვა-ვაებას არ ვართ :D )
  • მეორე - არ მიყვარს იმდენი უაზრო ქაღალდში თუ ცელოფნებში გახვეული ათასგვარი ყვავილები მითუმეტეს ”ვენოკი” - თუ მაინცდამაინც ხალხის აზრის შეგეშინდებათ- დატოვეთ სამი ლამაზი თაიგული (სასურველია მინდვრის - უფრო რომანტიკულია )
  • მესამე- ჩართეთ ქართული საგალობლები , აწყნარებს , ამშვიდებს .ქართული ფოლკლორიც, კიდევ სიმღერა - ”ჩვენ რას წავიღებთ ამ ქვეყნად -სხვას არა წაუღია რა” (ბობ დილანსაც მოვითხოვდი , მაგრამ უბრალოდ არ მინდა ჩემები უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო)
  • მეოთხე- ხმამაღალ მოთქმებს -არ ვართ!!!
  • მეხუთე - ქელეხი იყოს , წინააღმდეგი არ ვარ . ცოტას მოულხენს ხალხი და დაივიწყებს ჭირ-ვარამს. სასურველია თუ სადმე მინდორში იქნება (მაგალითად ნაკვეთში) კიდე სასურველია ვინმე თუ დაუკრავს , ნუ ტაშ-ფანდურებს ნუ გამართავთ , მაგრამ სიმღერა და გიტარაზე დაკვრა გამიხარდება :)
ჰო, მოკლედ ეს მთავარი დებულებებია რაც მინდა გაითვალისწინონ. დანარჩენებს რაც შეეხება - ნივთების ჩატანებებს და რაღაც დებილობებს -იმედია ეგეთები აღარ ხდება (?)
კიდე რა ვიცი ახლა იმეებს არ დავიბარებ- რომელი ნივთი ვის რჩება და ა.შ. ვისაც უნდა დარჩეს :D ახლა მაგათი გადანაწილება ნამდვილად მეზარება.
უი არ დამავიწყდეს 450 ლარი მრჩება ვალი ! :D

 ბოლო სიტყვა :

ასე იქნება თუ ისე იქნება მინდა გითხრათ რომ ყველას დიდი მადლობა ვინც მგულშემატკივრობთ და კეთილ სურვილებს მიგზავნით ხოლმე : )
ვისაც გაინტერესებთ, ვისაც გადარდებთ ჩემი ბედი, ვისაც გჭირდებით და ვისთვისაც სულერთი არ ვარ :) ( ღმერთ ჩემო რა პათეტიკურად  ჟღერს )
მეც მიყვარხართ!

13 comments:

vasasi said...

ოო..

კარგი რა..

ყველაფეეერრი, ყვეელააფეეერიიი კარგად იქნეეებაააა.. :)))


ეეჰ. მე ვის ვამშვიდებ.. :უსერ:

Anonymous said...

mec gavpatetikurdebia da - yvelaferi kargad iqneba !

ნილიკი said...

uimeee duraaak! reebs bodav gogo! guli shemiwuxda..

ნილიკი said...

sulelo :))))

Unknown said...

mec narkoziT gavikete glandebi da polipebic. arc davshterdi da arc movkvdi.:D good luck da milky icecreems :)))))))))

Chaotic said...

ნარკოზით გავიკეთე მეც.

დაჟე გამოვედი ნარკოზიდან მერე, აზრზე ხარ? :D :D


ყველაფერი კარგად იქნება და თავს მადლობას ეტყვი, რომ ნარკოზი აირჩიე. აი, ნახავ

Unknown said...

გადაირიე შენა? !! :სპყ:
რაღც დებილი გლანდების გამო ამხელა ანდერძებს რომ წერ : ჵ)) )

ვიცი გეშჳნია, მართლა მესმის, მაგრამ ნუ ,, ჰოიცი რა,რეალნო ეტა ნი ტაკ უჟ სტრაშნო .
ტაკ შტო take care :*

Natalia said...

უი უი, დღეს იკეთებ ანუ?

ნეტავ როგორ ხარ ეხლა :)) ალბათ რძეს სვამ, ან ნაყინს ჭამ :))

Toma said...

აბა წარმატებას გისურვებ :)

ქეთი said...

madloba madloba

cocxali var

janze ver magram, imedia male viqnebi

gaixaret

oakleyses said...

oakley outlet, moncler outlet, oakley vault, rayban, ray-ban, canada goose outlet, oakley vault, oakley sunglasses cheap, cheap sunglasses, cheap oakley, ugg boots, ugg, ray ban, ralph lauren, oakley vault, ray ban outlet, raybans, ray ban, cheap sunglasses, ray ban sunglasses outlet, louboutin, oakley, cheap sunglasses, canada goose, canada goose, canada goose, cheap oakley sunglasses, cheap oakley sunglasses, ray bans, oakley sunglasses outlet, oakley sunglasses cheap, oakley sunglasses outlet, discount oakley sunglasses, ray ban, ray bans, rayban, cheap oakley sunglasses, tn pas cher, ray ban outlet, oakley outlet, oakley outlet, moncler, oakley sunglasses outlet, canada goose, gucci, moncler, moncler, canada goose outlet, oakley sunglasses cheap

oakleyses said...

ferragamo shoes, supra shoes, abercrombie and fitch, ray ban pas cher, wedding dresses, nfl jerseys, reebok outlet, hermes, juicy couture outlet, air max, lululemon, p90x, ghd, timberland, mulberry, lancel, hogan, new balance shoes, birkin bag, mont blanc, asics, nike air max, ugg boots, soccer jerseys, hollister, rolex watches, north face outlet, beats by dre, montre pas cher, nike free, louis vuitton, ugg boots, herve leger, chi flat iron, vans, ralph lauren, oakley pas cher, jimmy choo, insanity, converse shoes, louis vuitton, karen millen, celine handbags, bottega veneta, marc jacobs, soccer shoes, mcm handbags, yoga pants, burberry, valentino shoes

Unknown said...

Merkur & Ferencia: Merkur & Ferencia Merkur
Merkur & https://febcasino.com/review/merit-casino/ Ferencia merkur - jancasino.com Merkur & Ferencia Merkur in https://deccasino.com/review/merit-casino/ Solingen, Germany - Merkur - bsjeon.net Merkur 바카라 Merkur - MERKUR - Merkur & Ferencia Merkur