Saturday, October 10, 2009

ჰელოუ-თ

ორი წამით გამოვიპარე საწოლიდან- ფილმი უნდა ჩავრთო დავშტერდი  .
პირველ დღეს არაუშავდა- მეორე და მესამე დღეს უფრო ვგრძნობ ტკივილებს.
წყალსაც კი რომ ვყლაპავ მგონია არ გადადის ხახაში - უფროსწორად არ გადადის და ვიტანჯები.

აღარ მინდა ეს ნაყინები,რძეები, წამლები, და პიურე (სხვას ვერაფერს ვჭამ ) !

დამიბრუნეთ ჩემი საწყალი გლანდები !!!
თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ და როგორ ვერ ვაფასებდი :(

ჰო ნარკოზიც დიდი არაფერი ყოფილა , ჩვეულებრივ დამეძინა , გავითიშე,მგონი სიზმრებიც მესიზმრებოდა - მურტალი გაღვიძება იყო- მელაპარაკებოდნენ , მეძახდნენ, მეუბნებოდნენ გაანძრიე ხელი თუ გესმისო- მე კიდე მესმოდა , მაგრამ ძალა არ მქონდა და თავს რომ ვატანდი ძალას - საწოლზე ვხტებოდი. მერე ისინი მეუბნებოდნენ კაი დამშვიდდიო , მერე მე წამომცვივდა ცრემლები :D მერე როგორც იქნა მარჯვენა ხელი ოდნავ ავწიე და ვიღაცის ხელი დავიჭირე და მოვუჭირე - ”მეთქი ჰაით აქ ვარ” . სასაცილო იყო . თვალები რომ გავახილე - გამიხარდა , რომ გლანდები აღარ მქონდა თანაც ისე რომ არაფერი გამიგია : ))
ჰო მერე 4 საათი ვიყურყუტე , რადგან წნევა მქონდა დაბალი და გადასხმები დამჭირდა.

სხვა ისეთი არაფერი .
მეთვითონ გამიკვირდა ისე მშვიდად შევხვდი ყველაფერს.

საოპერაციოში რომ შევდიოდი ყველაფერი შენელებული კადრებივით მახსოვს- ხელის დაქნევა ხალხისთვის- საოპერაციოში შესვლა, საწოლზე დაწოლა. ექიმების თავისებური ხუმრობები, მერე ”ვენის აღება” -წნევის აპარატის მოჭერა- ეკრანზე ციფრები 100-70ზე, - მერე 1-2 ჯერ ღრმად შესუნთქვა და მორჩა

ისე არასდროს მეგონა ამდენს თუ გავბედავდი :))

ახლა უბრალოდ მინდა

მალე გამიაროს ტკივილმა!!!

მადლობა ყველას!

ეს კი ფოტო განწყობისთვის - ოპერაციის წინა ღამე - მე და დაჩი - დაჩის 2 წლის იუბილეზე


6 comments:

მე-ხათო said...

ნწნწნნწნწნწ

სად გვქონდა
ამდენი
გულები
რომ
დაგვიხეთქე
]ჰხა

: +|

vasasi said...

გაგივლის მალე.. :))

მე კიდევ, მგონია, ოპერაციას ვერასდორს გავბედავ..
ისე მეშინია..

ისე..
ისე...

ისე, რომ.. :უსერ:

Chaotic said...

აბა, მოდი ახლა აქ :D

დაგსტრესო: ესე იგი, მე აქ საავადმყოფოში ვიყავი 6 დღე. არ მიშვებდნენ. :D ნარკოზიდან გამოსვლისას მეც ვიტირე :D ერთ-ერთი გვერდითი მოვლენაა :D

მაჭმევდნენ პურსაც კი. თან ძალით. იმიტომ რომ, რომ სვამ რძეს და მარტო ფაფებზე ხარ, ეს ნადები გროვდება, გროვდება და დიდი მასა ხდება და მაგის ჩამოძრობა უფრო მტკივნეულია.

ამიტომ, ნელ-ნელა ღეჭე პურიც. არ თქვა, არ შემიძლიაო, ისეთ დონემდე დაღეჭე გული, რომ პიურესავით მასა იყოს. რძეს რომ სვამ, ნადები უფრო გედება გლანდების ადგილას და პურს რომ შეჭამ ჩამოიფხიკება უმტკივნეულოდ. მე რძე ამიკრძალეს მაგალითად.



10 დღეში ორცხობილა ვჭამე :D


კიდევ ერთი მაგარი ეშმაკობა: ჭამამდე 20 წუთით ადრე გამაყუჩებელს ვსვამდი :D და აღარ მტკიოდა ისე :D

ნაყინი კარგია, ოღონდ ბევრი არა. აქ ჰქონდათ სპეციალურად რაღაც ყინულის "შარფები", რომლებსაც ვიდებდი კისერზე,აი, სიმხურვალეს რომ გრძნობ ყელის და კისრის არეში. თან სისხლძარჭვებიც ვიწროვდება და კარგია ძალიან. თუ მოახერხებ სახლის პირობებში მასეთი მსგავსი რამის გაკეთებას, და თან ნაყინს შეჭამ... მმმმ... ობლეგჩენიე :D


ჰოდა, ბედნიერი იყავი კიდევ, რომ ეგ დაავადებული გლანდები მოიშორე: 2 წელია სურდო არ მქონია და გლანდების მიერ გაფუჭებულ კუჭს თუ არ ჩავთვლით, საერთოდ არ მახსოვს,რომ ეგეთი მტარვალი რამე მქონდა ოდესმე :D

უბრალოდ said...

hehe : ))

მმმ ვეცდები ყველა რჩევა გავითვალისწინო :))
ჩაიში ჩამბალი პური კი ვჭამე ისე გუშინ
და კიდე ძალიან წვრილად დაქუცმაცებული გუფთა უფროსწორად ბულიონი თუ რავიცი.

რძეს ვერ ვსვავ ბევრს- სულ 3 ჭიქა მექნება დალეული.

ეგ ეშმაკობა მეც ვისწავლე - გამაყუჩებელს ვსვამ ჭამის წინ : ))

ჰო მართლა ლაპარაკი როდის დაიწყე ?

პირველ და მეორე დღეს უფრო ვლაპარაკობდი - გუშინ და დღეს საერთოდ ვეღარ ვლაპარაკობ - არ ვიცი დამეძაბა თუ რატომ, მოკლედ მტკივა :/

მადლობა სასარგებლო რჩევებისთვის :))

მართლა გარეთ როდის გახვედი? :)

nati kuda said...

გლანდები აღარ მაქვს, სიცხეები მაინც არ მანებებს თავს.. მგონი ტყუილად ამომაჭრეს :))
მთავარია არაფერი გაგიგია. მეხუთე დღეს სამსახურში ვეგდე უკვე და მეათე დღეს პიცა მივირთვი :პ
გაგივლის :*

Chaotic said...

მე ოპერაციიდან ნახევარ საათში საკვები მოვითხოვე და იმდენი ველაქლაქე მეგობრებს, რომ არ ვიცი... :D

დაახლოებით მასე მოხდა ჩემთანაც. მერე უფრო მიჭირდა საუბარი მესამე, მეოთხე დღეს. მაგრამ გაივლის ეგ მალე.


მე გამწერეს მეშვიდე დღეს. მანამდე იქვე დავდიოდი დერეფანში. მე რა გამაჩერებს საწოლში. იმ ღამით დაქალი დარჩა ჩემთან, მაინც ოდნავ ნადები მქონდა დარჩენილი და რომ მომძრომოდა და სისხლი წამომსვლოდა, ძალიან რომ არ დავფეთებულიყავი. მაგრამ არანაირი სისხლი...
გამოწერიდან მეორე დღესვე საყიდლებზე ვიყავი. სახლში საჭმელი არ მქონდა :D მაგრამ მძიმე არ აწიო, კისერი არ დაძაბო... რომ შეატყობ, რომ საუბრისას წამოგტკივდა, ჯობია, დაისვენო, ვიდრე თავს ძალა დაატანო