ცხოვრებაში სულ ჯერჯერობით ორჯერ დავმდგარვარ სერიოზული ”განსაცდელის” წინაშე. ”განსაცდელში” - ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ტკივილს,შიშს და ყველა მსგავს გრძნობას.
პირველად არამშობლიურ მიწაზე
დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ როგორ და რა მდგომარეობაში
შვედური(სისხლიანი)თავგადასავალი
მაგრამ ვისაც დაეზარება ლინკზე შესვლა - ფოტოს დავდებ :)
მეორედ ახლა , გლანდების ოპერაციის დროს.
დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ პოსტებს :
პირველ შემთხვევაში ვიყავი სრულიად მარტოდ- უცხო მიწაზე- უცხო ხალხში და ისიც კი არ შემეძლო ვინმესთვის მშობლიურ ენაზე გამეზიარებინა დარდი და ვარამი.ეს ყველაფერი რათქმაუნდა უფრო მთრგუნავდა და ტკივილსაც მიასმაგებდა. თუმცაღა იქაც კი გამოჩნდენ ადამიანები(ერთი კვირის ნაცნობები), რომლებმაც თავიანთ მოვალეობად ჩათვალეს ჩემთვის ნუგეშისცემა. ყოველდღე კაკუნი გაისმოდა ჩემი ოთახის კარზე - ხან ვინ მკითხულობდა , ხან ვინ- თუ გარეთ გამოვბობღდებოდი - ყველა შემხვედრი მიღიმოდა და მეკითხებოდა თუ როგორ ვიყავი (ისეთებიც ვინც ჩემს ჯგუფში საერთოდ არ იყვნენ).
მართალია ვერცერთმა მათგანმა ვერ შემიცვალა ვერც დედა და მამა, ვერც და-ძმა, ვერც მეგობრები- მაგრამ ის ყურადღება, რომელიც მათგან მოდიოდა მე დამეხმარა, გამამხნევა და გარკვეულწილად მანუგეშა კიდეც.
სამუდამოდ მემახსოვრება თითოეული ადამიანი, რომელმაც ყურადღება გამოიჩინა, გამამხნევა და შეწუხდა ჩემს გამო. მემახსოვრება ლექტორისგან ნაჩუქარი ვარდი, ბავშვების მოტანილი national Geographhic -ის ჟურნალი, შოკოლადები , სუვენირები და ჩემდამი მოძღვნილი სიმღერა.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას - ახლა უკვე საკუთარ გარემოში-მომზადებული შევხვდი ტკივილს. მეგობრები ჩემზე ადრეც კი დაერჭვნენ საავადმყოფოში ოპერაციის დღეს. ეს დღეები კი მესიჯი მესიჯზე და მნახველი-მნახველზე მოდიოდა, ყველა მკითხულობდა ვისაც გავახსენდი -შორებელი თუ ახლობელი. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო იყო იგივე ბლოგზე, ფეისბუქზე თუ მაილზე მოწერილი - თითოეული - მოკითხვა და ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ.
ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა რომ ამ დღეებში ( და იმ დღეებში-შორეულ სკანდინავიაში) გავაცნობიერე რაოდენ მნიშვნელოვანია ჩემთვის თითოეული ნუგეშის სიტყვა, მხარში დგომა და გამხნევება ნებისმიერი ადამიანისგან - ახლობლებისგან თუ უბრალო ნაცნობებისგან. მივხვდი როგორ მახარებს - მათი ზრუნვა, მოკითხვა და ინტერესი ჩემს მიმართ.განსაკუთრებით მაშინ როცა ნამდვილად ”მიჭირს” და ”მჭირდება”.
მინდა მეც ასმაგად ყურადღებიანი ვიყო ამიერიდან სხვების მიმართ, იმათ მიმართ -ვისაც ტკივათ , ეშინიათ და ნუგეშისცემა სჭირდებათ.
რა არის რთული იმაში , რომ ადამიანს, რომელიც შენთვის სულერთი არაა - გამამხნევებელი სიტყვა უთხრა. მართალია შეიძლება სიტყვებით ტკივილი ვერ შეუმსუბუქო, მაგრამ დადებითი ემოციებით - გაუძლიერო და ენერგია შემატო ტკივილთან საბრძოლველად. რა არის იმაში ძნელი , რომ რასაც ფიქრობ და რა სიკეთესაც უსურვებ - ის დაანახო თუნდაც 2 სიტყვიანი მესიჯით.
არ მინდა პათეტიზმში, სენტიმენტალიზმში თუ დიდაქტიკურობაში დამწამოთ ცილი- არ ვიცი , ნარკოზმა ამაჩუყა და ”გამაკეთილშობილა” ასე თუ ტკივილმა - მაგრამ მინდა იცოდეთ - რომ თქვენს მიერ გამოხატულმა თითუეულმა დადებითმა ენერგიამ- მე მანუგეშა.
მე შევიგრძენი რომ - ტკივილთან შედარებით - ყველაფერი უმნიშვნელოა ,სისულელეა,მეორეხარისხოვანია და რომ ახლობელი ადამიანისთვის ტკივილის შესამსუბუქებლად -ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, ზოგჯერ ძალიან წვრილმანის.
P.S.ოპერაციიდან 6დღე გავიდა.გუშინდელი ღამე გავათენე,ასე მეგონა წებო ჩამასხა ვიღაცამ პირში. საშინელი შეგრძნებაა.დღეს სიცხემაც მომცა.რა ბედი მაქვს?!
P.S p.s.მაპატიეთ თუ ჩემი ოპერაციით ”გაგიხურეთ”საქმე :)
7 comments:
guls michuyeb qet! :* :* :*
eqimma ganaxa? me sul mibarebda konsultaciistvis.
შენ კარგად იყავი და როცა გინდა მაშინ განუგეშებთ :ჵ
ნილიკი
მეც გულაჩუყებული ვარ :))
nati kuda
ექიმს ტელეფონზე მხოლოდ,არ ვუნახივარ.მითხრა არაა საშიშიო მე6, მე8 დღეს ტკივილი მძაფრდება რადგან ფუფხი იწყებს მოძრობასო ;/
Tomushka
:ნუგეშ; :ნუგეშ:
მე მახსოვს, რომ ოპერაციის მერე დაახლოებით ორი კვირა ვერაფერს ვჭამდი:) და ორი კვირის მერე დედაჩემის მეგობარმა მომიტანა გახეხილი შინდი და სუხარი :) და პირველად ეგ ვჭამე:))))) ხო წარმოგიდგენია სუხრის ჭამა მარა განსაკუთრებულად მომინდა და საერთოდ არ მტკენია.იმის მერე ძალიან მიყვარს შინდის ჯემი და სუხარები :))
ნუ გეშინია, არაფერი არ არის საშიში :)
ugg outlet
ugg boots
louis vuitton handbags
tiffany outlet
ray ban sunglasses
moncler outlet
michael kors handbags
the north face outlet
thomas sabo uk
jordan shoes
true religion jeans
jordan shoes
michael kors outlet
michael kors factory outlet
soccer jerseys
cheap nba jerseys
louis vuitton bags
the north face
timberland boots
adidas wings
cheap jordans
ugg australia
tory burch outlet
air jordan shoes
the north face outlet store
mulberry outlet
ralph lauren uk
pandora jewelry
coach outlet online
lululemon outlet
soccer jerseys
mbt shoes
ray ban sunglasses
swarovski outlet
1029maoqiuyun
Post a Comment