Thursday, October 15, 2009

სამეჯლისო ცეკვებიდან - ქუჩის ბიჭობამდე

შესავალი

დიდი ხნის წინ, უფრო ზუსტად კი ბავშობაში- სამეჯლისო და ევროპულ ცეკვებზე დავდიოდი. მე დამწყებთა ჯგუფში ვიყავი, მაგრამ ჩემს მასწავლებელს ანსამბლიც ყავდა, რომელიც სულ 2 წყვილისგან შედგებოდა.
მახსოვს როგორ გაფაციცებით ვუყურებდი ხოლმე მათ ვარჯიშს, როგორ ვეტრფოდი მათ თითოეულ მოძრაობას და როგორ მინდოდა მეც შემძლებოდა მათთნაერად მიხვრა-მოხვრა.






მთავარი თემა და მთავრი ობიექტი 




განსაკუთრებით ერთი ბიჭის ცეკვა მომწონდა , არ ვიცი რატომ დავადგი მას თვალი- ალბათ იმიტომ რომ შავი იყო მურთხივით(ბავშობიდან შავგვრემნები მეუვასება:). ვუყურებდი და მომწონდა, მომწონდა და ვუყურებდი. რამდენჯერმე კონცერტსაც დავესწარი - მართლა კარგად ცეკვავდა და სამომავლოდ კარგი პერსპექტივა უნდა ჰქონოდა (წესით).




მოქმედება წარსულიდან გადმოდის ახლანდელ დროში
კვანძის გახსნა

ამასწინათ გაჩერებაზე ვდგავარ და ”მარშუტკას” ველოდები (მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე). ზუსტად ჩემს გვერდზე ორი ბიჭია ჩაცუცქული , უცბად იწყებენ ხმამაღლა  გინებას და ძველი ბიჭებისთვის დამახასიათებელ ჟარგონულ ენაზე საუბარს. რატომღაც შევხედე და ჰოი საოცრებავ - ნაცნობი სახე, ნაცნობი ღიმილი და ამოტივტივდა - ჩემი მოწონებული - სამეჯლისო ცეკვების უბადლო შემსრულებელი ...
ვაიჰ, გულმა რეჩხი მიყო. მივაშტერდი.



აღწერა

საშინლად გამოიყურებოდა:დამჭკნარი, წინ 1 კბილი აკლდა, დაუბანელი,ძალიან ძალიან ცუდი  შავი, უაზრო ტანსაცმლით, დაბალი, ყურში სიგარეტ გაჩხერილი და რაც მთავარია საზიზღარი საუბრის მანერით .




ჩემი განცდა

ღმერთო ურო ჩამცხე!



დასკვნა

დასკვნას მე ვერ გავაკეთებ, უბრალოდ მიკვირს...
ხანდახან ის ხდება რასაც ვერასდროს წარმოიდგენ.

9 comments:

ნან said...

უიჰ..
რა ცუდია.
შარშან ქუჩაში ვნახე ბიჭი, რომელიც მეექვსე კლასში ცოტა მიყვარდა და თავზარი დამეცა. კი, ნაცნობი გრძნობაა, რაღაცნაერად შემეცოდა :(

clown said...

რატო იფუჭებენ მომავალს? :\

მარიამ ბლანკი¹³ said...

au ra kargad ganacilebuli posti iyo!! es erti da egeti imdenia chemo zvirfaso guli mogikvdeba magram egeti idioti metis girsia imho!

პერწკლი said...

ნეტა ჩემი პირველი მოწონებული რას შვრება....
იმედია არასოდეს აღარ ვნახავ და მუდამ მერვეკლასელ ბიჭად დარჩება ჩემთვის.

Unknown said...

რაზე ოცნებობ? http://khatia.blogspot.com/2009/10/blog-post_14.html

უბრალოდ said...

ჰო ანუ მოწონებაზე კი არაა საქმე- უბრალოდ როგორ აღმოჩნდა იმ სიტუაციიდან - ასეთ დებილურში - ეგაა პრობლემა ... თავისი ხელით იფუჭებენ მომავალს :(

Khatia Caroline
დავწერე: ) სორი აქამდე ვერ მივაკვლიე :)

Kate_Alukard said...

უი ამას წინათ მეც ვნახე ჩემი ერთი ბავშვობის სიყვარული =((( კინაღამ გული ამერია... მარშუტკაში იჯდა თავზე მოხუცი ქალი ადგა ის კიდე გაზუნდლული და რგაცნაირი მარშუტკის სკამს კაწრავდა 12იანი ოპინელით... მმმმ... ნუ გულდასაწყვეტია...

oakleyses said...

coach factory, oakley sunglasses, polo ralph lauren outlet, kate spade outlet, michael kors, ray ban sunglasses, michael kors outlet, louboutin, ray ban, longchamp, louis vuitton handbags, air jordan, louboutin, prada handbags, gucci outlet, oakley sunglasses, prada outlet, coach outlet store, nike shoes, louis vuitton, polo ralph lauren, air max, michael kors outlet, louboutin, michael kors outlet, toms shoes, tory burch outlet, burberry outlet online, tiffany and co, air max, jordan shoes, nike air max, coach outlet, true religion jeans, oakley sunglasses, ray ban sunglasses, burberry outlet online, nike free, michael kors, true religion outlet, louis vuitton outlet online, true religion, chanel handbags, polo ralph lauren outlet, coach purses, nike air max, nike free, ralph lauren, longchamp outlet

Unknown said...

converse shoes
cowboys jerseys
cheap oakley sunglasses
tiffany and co outlet
nhl jerseys
christian louboutin shoes
browns jerseys
ray ban sunglasses
michael kors handbags
michael kors outlet