Tuesday, October 20, 2009

ფერები,ინტერნეტი და ჩვენ

შესავალი  

ფერები რომ დიდი დატვირთვის მატარელებელია  - ამას დიდი მეცნიერული მტკიცება და ახსნა ალბათ არ სჭირდება. თუმცაღა უამრავი ნაშრომია მიძღვნილი ფერის ფსიქოლოგიაზე  და ფერების სიბოლურ მნიშვნელობებზე.

კვანძის გახსნა

დღევანდელი ჩემი პოსტი არ შეეხება ფერთა სიმბოლიზმს და მის სხვადასხვანაერ გაგებას- სხვადასხვა კულტურასა და დროში. არც იმაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას თუ რაოდენ მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენ ფერების მიხედვით ყოველდღიურად, არც იმას განვიხილავ თუ რა ფერის ტანსაცმლით უნდა გამოვცხადდეთ შეხვედრებსა და პაემნებზე  - მე დღეს ჩვენს საყვარელ სამყაროზე- ინტერნეტ სივრცეზე და ფერების ურთიერთ კავშირზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას :)

ჩემი მოსაზრება

ახლა როცა უკვე არსებობს ინტერნეტი  თავისი უამრავი შესაძლებლობებით - იქნება ეს ბლოგები, მსნ, სკაიპი, ფორუმები,  ჩეთები თუ კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის სხვა სახეობები - ვფიქრობ ფერებმა ორმაგი დატვირთვა შეიძინა.


ხშირად ადამიანები ირჩევენ ფონტის განსხვავებულ ფერს იმისთვის , რომ გამოირჩეოდნენ სხვებისგან. 5 წლის წინ, როცა მე ფორუმ.გე- ზე დავრეგისტრირდი , რამდენიმე ათას შავი ფონტით მწერალ user-ს შორის- იყვნენ რამდენიმე ორიგინალური- ფერადად-მპოსტავნი , რომლებსაც თითქმის თვითმიზანად ჰქონდათ გამხდარი არცერთი სიტყვა არ დაეპოსტათ სხვაფრად. შესაბამისად მათი პოსტების ცნობა - ძალიან ადვილი იყო და ეს იუზერებიც ადვილად დასამახსოვრებლები. ფორუმის მსგავსად ეს ტენდნცია  ქართულ ბლოგებზეც (უცხოურზე?) - შეინიშნება.



მაგალითები 

შესაბამისად ბევრი ადამიანის სახელის თუ ბლოგის გაგონებაზეც ჩემში(და ალბათ არამარტო ჩემში) - შესაბამისი ფერადი აღქმა ჩნდება : შორიდან აღარ მოვყვები და ჩემი მეგობრებიდან დავიწყებ :

პატაპუტინა - მწვანე,
ბაბისა - ლურჯი
შემდეგ გადავიდეთ ბლოგერებზე
sweet -ვარდისფერი
piccolina- იასამნისფერი
dodka - ყვითელი
sweetnanuka - მწვანე

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალი - კარგად რომ ჩავუჯდე სხვებსაც გავიხსენებ ან აღმოვაჩენ ალბათ.

მთავარი კითხვა

რატომ შეიძინა ფერმა ასეთი დიდი დატვირთვა?
პასუხი მარტივია:
  • ფერი ყველაზე კარგი გამომსახველობითი საშუალებაა.
  • ფერს კავშირი აქვს ავტორის ხასიათთან.
  • ფერით ადვილად ვიმახსოვრებთ - პიროვნებას,ფორუმელს,ბლოგს.
  • (და რათქმაუნდა) საყვარელი ფერებით გაწყობილი ბლოგი- ავტორსაც პროდუქტიულობას ზრდის.

დასკვნა

ამით იმის თქმა მინდა , რომ ჩემი დაკვირვებით  ფერის სიყვარული- თანამედროვე ინტერნეტ სივრცეში -გარკვეულწილად თვითგამოხატვის , თვითდამკვიდრების საშუალებაც იქცა  და ამავედროულად - აუდიტორიისთვის თავის ადვილად დასამახსოვრებელი სიმბოლიკადაც. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში დადებითად მოქმედებს როგორც პიროვნების/ავტორის -პროდუქტიულობასა და გამომხატველობაში ასევე -აუდიტორიის მოზიდვაში.


შენიშვნა

როგორც ყველაფერში აქაც ზომიერებაა საჭირო.ზედმეტი ”ფერადი” გამომხატველობა - შესაძლოა არასერიოზულობად იქნეს აღქმული ან მკითხველი გააღიზიანოს.

P.S - მე

მე არ გამომიყენებია რომელიმე ფერი- ჩემი ბლოგის ან ”ჩემს” სიმბოლოდ- თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ასეთი არ გამაჩნია. უფროსწორად რომ ვთქვათ - არსებობს ფერები, რომლებიც მიყვარს და რომლებიც არ მიყვარს. რომელიმე კონკრეტულ მათგანზე -განსაკუთრებულად შეყვარებული არ ვარ, მაგრამ მაინც დავასახელებ -საყვარელი ფერობის პრეტენდენტებს- თეთრი, ცისფერი, ლურჯი, ვარდისფერი, მწვანე ,იისფერი, იასამნისფერი...

კითხვა

თქვენ თუ გაქვთ საყვარელი ფერი და თუ იყენებთ მას ”თქვენს სიმბოლოდ”?

ეს კი სპეციალური საიტი სადაც ბლოგის ფერების არჩევა შეგიძლიათ ცნობილი ნახატების მიხედვით.

14 comments:

Anonymous said...

ჯერჯერობით მეც არ მაქვს არჩეული რაიმე ფერი : )) მაგრამ შაბიამნისფეირ მიყვარს ძალიან და ბლოგის თემასაც ეტყობა გარკვეულწილად : )

ისე ყველგან ფორუმებზეც და სხვაგანაც ხან რა ფერს ვიყენებ ხოლმე ხან რა ფერს : ) ერთი მბეზრდება : )

მე-ხათო said...

პატაპუტინაც ხარ და უარესიც :|

პერწკლი said...

მწვანე.
ნეტში არა, მარა ისე ტანსაცმლის ასე 50% მწვანე მაქვს : )))

Toma said...

ferebi magaria, xaliss adzlevs blogsac da mkitxvelis tvalsac :)

vasasi said...

მე წითელი ფერი მაქვს არჩეული ფორუმზე..

ოღონდ, ეს ავატარი და წითელი სმაილები.. :))

babisa said...

მმმ
პირადი ბლოგი უფრო იყო მოლურჯო, არტბლოგი ნაკლებად, მარა მაინც მასეთ ტონალობაში ავარჩიე :დ

ფორუმზე ფერადად მპოსტავებზე ახლაც მეცინება :)

უბრალოდ said...

მე-ხათო
კაი მე ხათო იყავი მაშინ :პ

mscoraline
მეც ეგრე ვარ : )

babisa
ხო ტონალობები იგივეა :)

Kate_Alukard said...

მე ჩვევა მაქვს ყველაფერ მოვუძებნო ფერი ანუ წიპა უფრო გამართულად რომ ვთქვა როცა ადამიანს გავიცნობ ეგრევე ვაიგივებ ფერთან.. კვირის დღეებს რიცხვებს ფიქრებს =))))) ყველაფერს ფერს ვუძებნი =)))))

Anonymous said...

blogis dizainshi naklebad, magram saxelshi namdvilad chans chemi sayvareli feri : ))

Anonymous said...

Austrian media outlets reported that he was bitten in the leg, but that report has yet to be confirmed.
Without knowing what signs, initials, and regulations really
indicate, you happen to be diving in a pool at midnight. There are a few things you can do, though, to increase the odds that any nearby shark
will ignore you.

Feel free to surf to my page: hungry Shark evolution Cheats

Anonymous said...

Hellо, I waht to suЬscribe for thiss web site to gеt most recent uρdates,
so where can i do it please assiѕt.

Look into my webpage - Buildium section 8

oakleyses said...

oakley outlet, moncler outlet, oakley vault, rayban, ray-ban, canada goose outlet, oakley vault, oakley sunglasses cheap, cheap sunglasses, cheap oakley, ugg boots, ugg, ray ban, ralph lauren, oakley vault, ray ban outlet, raybans, ray ban, cheap sunglasses, ray ban sunglasses outlet, louboutin, oakley, cheap sunglasses, canada goose, canada goose, canada goose, cheap oakley sunglasses, cheap oakley sunglasses, ray bans, oakley sunglasses outlet, oakley sunglasses cheap, oakley sunglasses outlet, discount oakley sunglasses, ray ban, ray bans, rayban, cheap oakley sunglasses, tn pas cher, ray ban outlet, oakley outlet, oakley outlet, moncler, oakley sunglasses outlet, canada goose, gucci, moncler, moncler, canada goose outlet, oakley sunglasses cheap

oakleyses said...

ferragamo shoes, supra shoes, abercrombie and fitch, ray ban pas cher, wedding dresses, nfl jerseys, reebok outlet, hermes, juicy couture outlet, air max, lululemon, p90x, ghd, timberland, mulberry, lancel, hogan, new balance shoes, birkin bag, mont blanc, asics, nike air max, ugg boots, soccer jerseys, hollister, rolex watches, north face outlet, beats by dre, montre pas cher, nike free, louis vuitton, ugg boots, herve leger, chi flat iron, vans, ralph lauren, oakley pas cher, jimmy choo, insanity, converse shoes, louis vuitton, karen millen, celine handbags, bottega veneta, marc jacobs, soccer shoes, mcm handbags, yoga pants, burberry, valentino shoes

Unknown said...

20181110 orf
michael kors outlet
coach outlet
canada goose outlet
adidas uk
polo ralph lauren
nuggets jerseys
adidas outlet
ugg outlet
christian louboutin store
uggs outlet