”როგორც თბილისს ეს სიბერე, ისე
იმის შვილსაც
ვერ მომერია ”
არ ვაპირებდი ”თბილისობაზე” პოსტის დაწერას, მიუხედავად იმისა რომ დღეს ამ ”დღესასწაულისადმი” მიძღვნილ კონცერტზე გახლდით კლუბ 33ა-ში.
თავიდან ვიფიქრე ფოტოებს გადავიღებ და საღამოს რეპორტაჟს დავდებ ბლოგზეთქო, მაგრამ კონცერტის მიმდინარეობისასვე გადავიფიქრე. მუხტი - ვერ ვიგრძენი და როცა მუხტი არაა -არც მუღამია და მუღამი თუ არ არის - მოვალეობა ხომ არ მაქვს მოსახდელი :)
ჰოდა ასე ცოტა სევდიანი , ცოტაც ”ნეიტრალური” (არ მიყვარს ნეიტრალურობა და უემოციოდ ყოფნა) დავბრუნდი შინ და სახლში რომ შემოვედი - ტვ იყო ჩართული და ნიაზა უმღეროდა თბილისს:
”როგორც თბილისს ეს სიბერე, ისე
იმის შვილსაც
ვერ მომერია ”
და სევდა გამიძლიერდა .
ჰოდა იმას ვფიქრობდი რომ რა მარაზმია ეს თბილისობა- ქუჩაში მოსეირნე ხალხი, ჩურჩხელები და მწვადები, თავისუფლებაზე შეჯგუფული ხალხი და ზოგადად ეს ”დღესასწაული”...
მაგრამ
უნდა ხალხს, უხარიათ, უნდათ ბავშვებს გასეირნება, უნდათ შეყვარებულებს ხელიხელჩაკიდებული სიარული, უნდათ გამყიდველებს -შემოსავალი, უნდათ მომღერლებს -სიმღერა და რა ვქნათ?
ან რა ქნას ამ საცოდავმა ქალაქმა?რამდენი დაიტიოს და რამდენს გაუძლოს???
არ ვიცი - ყველაზე მეტად ის მასევდიანებს რომ
ამდენი მარაზმია ამ ქალაქში და მაინც ჩემია და მაინც მენანება აქაურობა დასატოვებლად...
ესეც ნიაზის სიმღერის ლინკი
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=25-10-2009%2022:08
4 comments:
arvici. agaraferi ar vici. dghes 10 cutit movxvdi shemtxvevit rustavelze da kinagham chkuidan shevishale.
აი, ეგ არის, ხედავ, განიცდი ამდენ მარაზმს, ხანდახან გულს გირევს ეს ქალაქი და თან ძალიან გიყვარს, მაინც ძალიან შენია და გითრევს რაღაცნაირად. მორევივით.
მეც რანდენჯერ მიფიქრია, რომ მენანება დატოვება, თუმცა ასევე რამდენჯერ - აქედან წამიყვანა ერთი
bilisoba da uemociod saxlshi dabruneba mit umetes koncertidan,koshmaar,magram mag qalaqma iseti monatreba icis,kargd unda moifiqre,sanam datoveb...
da tu mainc datove,tan gagyveba :)
ho, tu datove mainc nostalgia geqneba, ar datoveb da aq xar da agar shegizlia ase, uh, rogorc ki xalxmravlobashi vxvdebi, mashinve guli miwuxs :((( ucxotomelebis shemosevasavit agviqvam xolme tbilisobisas jgufad moseirne xalxs :(
magram mainc wlidan wlamde araferi icvleba da igive xdeba sul..
Post a Comment