Sunday, November 01, 2009

მაზოხისტური სიამოვნება

წარმოიდგინეთ რომ:
წრეში ბურთი ითამაშეთ- წრეში ბევრჯერ მოხვდით- იხტუნავეთ ,მთელი ძალები დახარჯეთ , ქოშინებთ, საშინლად ცხელა და საშინლად გწყურიათ.
თქვენი სახლი მე-4 სართულზე მდებარეობს.
კიბეებს სათითაოდ, ნელნელა აბიჯებთ.
დინჯად აღებთ სახლის კარს და ფეხზე იხდით.
საპირფარეშოში ხელ-პირს იბანთ.  
შიგადაშიგ სულ თქვენი საყვარელი წყლით სავე ჭიქა გელანდებათ, სულ იმ მომენტზე ფიქრობთ - როდის მოიყუდებთ წყალს პირზე, როგორ ჩაისხმება თითოეული წვეთი თქვენს ყელში და როგორ სიამოვნებას მიიღებთ- ამაზე ფიქრობთ მაგრამ გარეგნულად არ იმჩნევთ-
დინჯად მოქმედებთ.
უკვე მეორედ ისაპნითთ ხელებს და გულდასმით უსვამთ ხელისგულებს ერთმანეთს. როგორც იქნა ჩაათავეთ პროცედურა.
აღებთ სამზარეულოს კარს,
იღებთ თქვენს ჭიქას კარადიდან ,
უშვებთ ონკანს და უყუდებთ ჭიქას.
ჭიქა პირამდე ივსება და წყალი გადმოსვლას იწყებს.
ელოდებით სანამ კარგად არ გაცივდება -
თან ნერწყვი-ნერწყვზე გეყლაპებათ სიამოვნების მოლოდინისგან.

როგორც იქნა ჭიქა თქვენს პირთანაა - მადიანი ყლურწვის ხმა ისმის- ცლით ერთს,ორს,სამს.... კმაყოფილებით და სიამოვნებით სავსე დივანზე ეშვებით და ნეტარებთ.


ეს იყო ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი მაზოხისტური სიამოვნება. ვერც კი აღვწერ რა იყო ეს ჩემთვის - ნეტარების პიკი :)

თქვენ თუ გაქვთ/ან გქონიათ მსგავსი ?

P.S. რა მაგარი რამეა წყალი!!! წავედი დავლიო-მომწყურდა :)


8 comments:

iamnotpopular said...

კი : )) ძაალიან ძალიაან დაღლილი როცა ვარ ხოლმე და თან ძალიან რო ცხელა... წყალი მისწრებაა : D

babisa said...

ra tqma unda iyo da aris axlac unetaresi siamovneba da ai dges ro davdiodi da sashinlad ro mwyuroda mtel dges da ro movedi da ro davlie wyali, maseti grznoba mqonda zustad :D :D
da cekvaze ro zaan viglebi da ro dalev
da sul maxsendeboda is motxroba romelic gvaswavles, daglilze ar daliot, mokvdebito da sul meshinoda lol reebs gvaswavlidnen :D gaxsovt?

nati kuda said...

me ar miyvars da ishviatad vsvav xolme.

lintu said...

მაზოხისტური რატოა? :)
მე მიყვარს წყალი ძაან, ხშირადაც ვსვამ. ჭის წყალზე ვგიჟდები საერთოდ

TEKAN DE ROGA said...

ისე მწყურია, გული მიმდის.
და ადგომა მეზარება.
ამის წაკითხვა მინდოდა ახლა? :(

kate_alukard said...

ვაიმეეე კაოიე სავპაძენიეეე =))))
მე ახლაც მაქვს ეგ მაზოხისტური სიამოვნება ბავშვობიდან... მივდივარ ონკანთან ვიღებ ჩემს ჭიქას ვდგავარ და ვნეტარებ იმის ფიქრით რა გემრიელად დავლევ =))))) ავავსებ ჭიქას, გადავღვრი ავავსებ გადავღვრი =)))) თან ჩემთვის რაღაცებს ვიგონებ აი წიპა უფ ეს ქლორიანი იყო, ეს თბილი =))))) ბოლოს ერთი ათ ჭიქას ვსვავ =))))))) ვერ გადავეჩვიე რაა...

mao qiuyun said...

ugg outlet
ugg boots
louis vuitton handbags
tiffany outlet
ray ban sunglasses
moncler outlet
michael kors handbags
the north face outlet
thomas sabo uk
jordan shoes
true religion jeans
jordan shoes
michael kors outlet
michael kors factory outlet
soccer jerseys
cheap nba jerseys
louis vuitton bags
the north face
timberland boots
adidas wings
cheap jordans
ugg australia
tory burch outlet
air jordan shoes
the north face outlet store
mulberry outlet
ralph lauren uk
pandora jewelry
coach outlet online
lululemon outlet
soccer jerseys
mbt shoes
ray ban sunglasses
swarovski outlet
1029maoqiuyun

Meiqing Xu said...

louis vuitton outlet store
michael kors outlet
puma shoes
pandora charms
ghd hair straighteners
uggs
true religion outlet
louboutin uk
adidas yeezy
adidas nmd
20170216caiyan