ჩემი ბავშობის მძაფრი მოგონებები ორ სეზოანდ იყოფა- ზაფხულის და ზამთრის.
ახლა რადგან ზამთრის პირია სწორედ ამ უკანასკნელზე მინდა შევაჩერო ჩემი ფიქრები.
ზამთრის არდადაგებზე არსად არ მივდიოდით. ერთადერთი და ყველაზე საყვარელი გართობის საშუალება- თოვლში თამაში, ციგაობა და გუნდაობა იყო. მოუთმენლად ველოდებოდი ხოლმე პირველი ფიფქების გამოჩენას და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა დილას ფარდებს გადავხსნიდი და თოვლით გადათეთრებულ არემარეს დავინახავდი. არ ვიცი მაშინ მართლა დიდი თოვლი მოდიოდა თუ მე ვიყავი ძალიან პატარა, მაგრამ ჩემს მოგონებებში მუხლებამდე თოვლი მაინც ფიგურირებს.
ჩაგვფუთნავდა დედაჩემი ( რასაც ვერ ვიტანდი 3 ჯემპრი 5 მაიკა, ჟილეტი, პალტო ,ორი რეიტუზი,ორი შარვალი , ქუდი, კაშნე, ხელთათმანები და ა.შ.) და გაგვისტუმრებდა ეზოში. ეზოში კი ჟრიამული იყო , დიდიან-პატარაიანა ციგებს მივათრევდით- პატარა გორაკისკენ , რომელიც საუკეთესო სასრიალო ადგილი იყო ჩვენს შემოგარენში.
თითქმის მთელ დღეს გაუთავებლად ვსრიალებდით, პატარა შესვენებებში -ვგუნდაობდით და თოვლის ბაბუას ვაკეთებდით.
საღამოს დაღლილები, გალუმპულები, ხელთათმანდასველებულები და ცხვირმოყინულები ვბრუნდებოდით შინ.მახსოვს როგორ ჩამოალაგებდა დედაჩემი "ატაპლენიაზე" ჩვენს სველ თათმანებს გასაშრობად, ჩვენ კი ცხელ სადილს ვილუკმებოდით და გაყინულზე ცხელი სუპიც კი მსიამოვნებდა.
ის ზამთარიც მახსოვს- თოვლი რომ არაფრით არ მოვიდა და ახალი წლის ღამეს რომ გათოვდა პირველად- რა ბედნიერი ვიყავი მაშინ ვერ აგიღწერთ.
მიუხედავად ზამთრისეული სიცივისა, ხელების გალურჯებისა, სკოლაში კანკალისა და ა.შ მაინც ასე თუ ისე მიყვარდა ზამთარი - დღევანდელი დღისგან განსხვავებით :)
ბოლო წლებია ვფიქრობ რომ ვერ ვიტან ზამთარს, ვერ ვიტან სიცივეს, ვერ ვიტან ახალ წელს- ჩემს დაბადებისდღეს და ყველაფერს რაც ზამთარს უკავშირდება. მაგალითად თოვლჭყაპს თბილისში, სიცივეს ნებისმიერ დაწესებულებაში- სამსახურში, სახლში თუ გარეთ.
ახლა კი - ,უფროსწორად ამ დილას ,რაღაც უცნაური ზამთრისეული შეგრძნება დამეუფლა, აი ისეთი ბავშობაში რომ მქონდა ხოლმე და გამიკვირდა. თითქოს ზამთარი გამიხარდა- უცბად და ჩემდა მოულოდნელად.
ეს შეგრძნება წამიერი იყო- და მინდა რომ დავიბრუნო, მინდა რომ ზამთარი ცუდ შეგრძნებებს კი არა , სიმყუდროვის, სიხალისის, ახალი წლის, საჩუქრების, ლამაზად დაბარდნილი ხის სახლის, ბუხრის და მხიარულების ასოციაციებს და შეგრძნებებს მიჩენდეს.
მინდა რომ მიყვარდეს, მინდა რომ ველოდებოდე და მიხაროდეს მისი დადგომა
6 comments:
shen gana zamtars, sicives ver itan anu..
ai me shemiyvarda es 2 welia zamtari da ise velodebi iseee, ufro srlialis gamo, magram ro vakvirdebi ai quchashi ro civa, egec msiamovnebs ukve, ravic, saocaria, zafxulic rogor ara, vgijdebi, mara orive ukve <3
მეც შენსავით ვყოფილვარ - ადრე მიყვარდა ზამთარი, ახლა კი მინდა რომ მიყვარდეს. უბრალოდ იმდენი პრობლემა მოაქვს ამ ზამთარს რომ ძნელია ისევ მიყვარდეს. პირველი სურათი კი წინა ზამთარში ჩემი კომპიუტერის დესქთოფის ხშირი სტუმარი იყო. ეგ სუღათი ფოტოშოპში გადავაკეთე მცირედით, ანტენა მოვაშორე და მის ადგილას პატარა გულები ჩავსვი, თითქოს კვამლივით ამოდიოდა. მერე ვუყურებდი და ვთბებოდი. :)
მეც სულ მენატრება ჩემი ბავშვობის ზამთრები. და ვხვდები, რომ ზამთარი მიყვარს. თოვლიც, განსაკუთრებულად სუფთა ჰაერიც, სახლში თბილად, მყუდროდ ჯდომაც. მაგრამ მაინც ყოველთვის შიშით ველოდები ზამთარს, იმიტომ, რომ ვიცი ისევ ატალახდება თბილისში ქუჩები, ისევ შეფერხდება მოძრაობა პირველივე ფიფქის ჩამოვარდნაზე, ისევ დაიკლებს გაზის წნევა, ან გამოირთვება.
მოკლედ, მე კომფორტული ზამთარი მიყვარს და მეც შენს "ჯგუფში" ვარ :-):-)
ზამთარი ერთადერთი სეზონია რომელიც მიყვარს...
პ.ს. გითხარი მე რეცეპტი როგორ უნდა შეიყვარო ზამთარი და არ გინდა : )
ჩემს მდგომარეობაში -ბევრნი ყოფილხართ :)
რამე უნდა შევქმნათ- ზამთრის შეყვარების მსურველთა კლუბი ან რამე მსგავსი :D
mimino
რატომღაც თვითონ ეგ რეცეპტი მომბეზრდა უკვე :)
მე უკვე შევიყვარე, რეკომენდაციებს გაგიწევთ კლუბის წევრებს : )
Post a Comment