Sunday, November 22, 2009

რა სურთ კაცებს?

როგორი ქალები მოსწონთ კაცებს ?- სულელი, ლამაზი, მხიარული- ეს არის პასუხი ამ თემაზე გადაღებული ყველა ჰოლივუდური კომედიების!
- ამ წუთას მოვრჩი ”ugly truth"-ის ყურებას და სწორედ ამიტომაც ვახსენე ფილმი.
(თუმცა ამ ფილმის გარდა კიდევ ბევრის გახსენება შეიძლება სამაგალითოდ.)


 დიახ ,ფსიქოლოგებიც ამას ამტკიცებენ -არცერთ კაცს არ უყვარს - მძიმე ხასიათის და თავისზე ჭკვიანი ქალი. ამბობენ ასეთ ქალებს ”სწერვობისკენ” აქვთ მიდრეკილება და მარტოხელები რჩებიანო..
მსგავსი ჰოლივუდური ფილმებიც სწორედ ამ ხაზით არიან აგებულები-  მთავარი გმირი  - თავისთავში დარწმუნებული ქალია, ზომიერად ლამაზი (მაგრამ თავს რომ დიდად არ უვლის და ბოლოს რომ მოუვლის და თურმე ლამაზი რომ აღმოჩნდება ეგეთი), კარგი კარიერით, მარტოხელა და სახლში კატით.

ეს არის ჩამოყალიბებული სტერეოტიპი - ”სწერვა”ქალისა, ისეთისა როგორიც ბავშობიდან მიდნდოდა ვყოფილიყავი- დამოუკიდებელი, საქმიანი და არა მხოლოდ კატის , არამედ ძაღლის და დანარჩენი ცხოველთა სამყაროს მეპატრონეც :)
არ ვიცი ჩემი ამბავი როგორ იქნება, მაგრამ ფილმებში ყველაფერი ჰეპი ენდით მთავრდება-”ugly truth"-ში ეს ამბავი ასეა გადაწყვეტილი- იპოვის იმას - ვისაც ისეთი შეუყვარდა, როგორიც არის.

რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან?
თუ ფილმის დასაწყისში მეუბნებიან , რომ ჭკვიანი ქალები კაცებს არ მოსწონთ, ფილმის მსვლელობისას რეჟისორი ორი განსხვავებული მთავარი გმირის ხასიათებს ერთმანეთს უახლოებს ისეთნაერად რომ -ფილმის ბოლოს ასეთი ჭკვიანი ქალი უყვარდებათ- ყველაფერზე სიყვარული იმარჯვებს!
მაგრამ , როგორ ხდება ეს რეალურ ცხოვრებაში-გადმოვიტანოთ ახლა ეს ყველაფერი საქართველოში?

რა სურთ ქართველ მამაკაცებს?

1.კარგი ცოლი, კარგი მეოჯახე, კარგი პოვარი, კარგი დედა?
2. კარგი საყვარელი, გამოცდილი , სექსუალური, ლამაზი ქალი?

სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ალბათ ან პირველი ან მეორე- ან ორივე ერთად და სხვადასხვა ადამიანში(ცოლი და საყვარელი) : ) აბა ორივე ერთად და თან ერთ ქალში ეს ყველაფერი ხომ  ”წარმოუდგენელია ”???!!!

ამით იმის თქმა მინდოდა , რომ ჰოლივუდურ ფილმებს (ისევე როგორც ”შიშველ სიმართლეს”) ჰეპი ენდი იმიტომ აქვს- რომ ”სწერვა”ქალი- ბოლოს ლამაზდება, სექსუალური ხდება და იმ ტიპის ქალს უახლოვდება, როგორიც მთავარ გმირ კაცს მოსწონს. იგივე ხდება კაცის მხრიდანაც- უხეში, უზრდელი, სიყვარულზე გულაცრუებული კაცს- ხასიათი ურბილდება და ქალს მხოლოდ როგორც ”სექსუალურ ობიექტს” აღარ აღიქვამს.

ალბათ კარგი იქნებოდა ჩვენც გვესწავლა ამ ოქროს შუალედის პოვნა:) ჰო თურმე სულელური კომედიებიდანაც შეიძლება რამე სასარგებლო დასკვნის გამოტანა მაშ?!

ბოლოს კი მინდა აუცილებლად ვიკითხო, რადგან მართლა არ ვიცი:
როგორი ქალები მოსწონთ ქართველ მამაკაცებს ? ჩემი აზრით  ბევრს გაორება სჭირს და საბოლოო ჯამში ვერ აკეთებს სასურველ არჩევანს :)
როგორია თვქენი აზრი?





მწარე იუმორი :)









პ.ს. ახლა გადავიკითხე და მგონი ცოტა გაუგებრად მიწერია, მაგრამ ვეღარ ვასწორებ.ასე რომ თქვენი გამგებიანობის იმედი მაქვს.

18 comments:

Toma said...

არ ვიცი რა მხრივ სვავ შეკითვას მაგრამ სწორედ ორშაბათის სემინარისთვის გვაქვს ერთ ერთი საკითხი თუ როგორ ხდება პარტნიორის შერჩევა. ანუ რა სურთ კაცებს ქალში, რას ეძებენ.

როგორც ჩანს ორი თეორიაა. ევოლუციური, და სოციალური.
ევოლუციოური თეორიის მიხედვით კაცისთვის მთავარია მისი გენი რაც შეიძლება ბევრს გადაეცეს, ამიტომ პარტნიორის შერჩევისაას ეძიებენ ჯანმრთელ ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ ნაყოფის გამოზრდა და დაბადება.
სოციალური თეორიის მიხედვით კი კაცი ეძებს ქალს რომელიც დაკმაყოფილებს იმ როლს რომელიც მას სოციუმისაგან აქვს მინიჭებული, ანუ იქნება კარგი დიასახლისი, ცოლი, დედა და.ა.შ.

ასევე წიგნში იყო ღირებულებების ცხრილი მოცემული და იქა განათლება კაცებშიც და ქალებშიც 15-16 ადგილებზე იყო. სულ 18 ღირებულება იყო.

თუ დაგაინტერესებს შემიძლია ავტორების მოყვანაც. :)


უფ, რამდენი მიცერია :D

უბრალოდ said...

ვაჰ მშვენიერიერი კომენტარია. მაგრამ გამიკვირდა რომ მხოლოდ ორი თეორიაა- მე კიდე სხვებსაც გამოვყოფდი.
თან პარტნიორის შერჩევის გაგებაც -სხვადასხვანაერია სხვადასხვა კულტურაში- აი მაგალითად საქართველოში პარტნიორად შეიძლება გაიგო - მხოლოდ გელფრენდი ან საყვარელი , ან ,მხოლოდ ცოლი ან მომავალი მეუღლე

tamunsio said...

კაცები ისევე არიან უცხოპლანეტელები ჩვენთვის,როგორც ჩვენ იმათვის..რაც არ უნდა იყოს კაცი პირველ რიგში გარეგნობას აქცევს ყურადღებას (თუ ვინმე იძახის რომ სულიერი მხარეა მისთვის მხოლოდ მთავარი სისულელეა),და თუ სიმართლეს თვალებს გავუსწორებთ ქალიც პირველ რიგში მაგით აფასებს კაცს...მეორე ხარისხოვანია მერე შენი სული..მაგრამ ქარტველ კაცებს ყველაზე ძალიან ის ანსხვავებს ევროპელი კაცებისგან,რომ ქორწილამდე ყველაამბობს სულ ერთია ქალიშვილი ხარ თუ არა მე მაინც მიყვარხარ,მაგრამ მერე კი კიდევ კაი იყავი თორე გაგაგდებდიოოო..
დიდი გამოცდილება კიარადა ჩემი გამოცდილება მაგ საკითხში უდრის ნულს (შეყვარებული არ მყოლია) მაგრამ დამიჯერეთ ორი უფროსი გათხოვილი და მაყსვ და კარგად ვიციიი..

Toma said...

ფსიქოლოგიაში მხოლოდ ეს ორი ძირითადი თეორიაა. პარტნიორის შერჩევაში გულისხმობენ ოჯახისათვის და გამრავლებისავის.

Unknown said...
This comment has been removed by the author.
Unknown said...

მომეწონა თამუშკი შენი კომენტარი. არსებობენ თეორიები, მაგრამ კაცებს ვერ მოსთხოვ იმას, რომ აბსოლიტურად შესაბამისი და შესაფერისი გადაწყვეტილება მიიღონ, რაც ამ თეორიებს აქვთ იდეაში (ანუ რომ ჯანმრთელი და შესაფერისი მოიყვანონ), ხდება შეცდომები, პატარები და დიდები და ასე რომ ძალიან დიდი სივრცეა კითხვის ნიშნის ქვეშ, ასე რომ ბედი. ამიტომაც არასდროს არაა ხოლმე ქორწილამდე წინასწარ დადგენილი, მოხდება იგი თუ არა. და არც შემდეგ არის დაზუსტებული, ქორწილის შენარჩუნება მოხდება თუ არა. რაც შეეხება, ვინ უნდათ კაცებს ... ცალფეხზე დასაკიდად მიმაჩნია ეს შეკითხვა :) მე მხოლოდ კითხვაზე მაინტერესებს პასუხის ცოდნა, მე ვინ მინდა და ეს თუ ვიცი, შემდეგ მაინტერესებს მას ვუნდევარ თუ არა, ისეთი როგორიც ვარ :)

საინტერესო იყო ... უბრალო შენი სახელი?

babisa said...

აბა ორივე ერთად და თან ერთ ქალში ეს ყველაფერი ხომ ”წარმოუდგენელია ”???!!! - ratom?

ver getanxmebi mand

Unknown said...

მაგაში მეც გეთანხმები ბაბისა. აშკარად წარმოსადგენია :)

უბრალოდ said...

babisa
ვერ გამიგეთ მეგობრებო, ქართველი კაცის გაგებაშია წარმოუდგენელი, თორე ჩემთვის კი არა : ))

Khatia Caroline
რაც შეეხება, ვინ უნდათ კაცებს ... ცალფეხზე დასაკიდად მიმაჩნია ეს შეკითხვა :) მე მხოლოდ კითხვაზე მაინტერესებს პასუხის ცოდნა, მე ვინ მინდა და ეს თუ ვიცი, შემდეგ მაინტერესებს მას ვუნდევარ თუ არა, ისეთი როგორიც ვარ :)

გეთანხმები გარკვეულწილად, უბრალოდ -მე ქართველი კაცის,როგორც ფსიქოტიპის - სურვილებზე ვსაუბრობ- ზოგადად კაცებს რა უნდათ ეგ ისედაც ცხადია : ))

Unknown said...

:) გასაგებია.

mimino said...

მაგარი ჭიდილია სწაქართველოში : )
ერთის მხრივ კაცებს აქვთ ქალებთან პრეტენზია და მიდის ამეების განხილევები და ამბები...
მეორეს მხრივ ქალებს არ მოსწონთ კაცების რაღაც ნიუანსები და აქეთაც მიდის განხილვები და ამბები : ))))

თან ორივე სქესი ერთმანეთს ჩამორჩენილობაში ადანაშაულებენ : )))

Anonymous said...

მოკლედ, შენი პოსტი აგერ უკვე 2 დღეა, რაც ბრაუზერში მაქვს და არაფრით გამომირთავს. ველოდებოდი, როდის მექნებოდა მაგის წასაკითხი დრო.
ჰოდა ახლა, როცა გადავხედე, ბევრი ვერაფერი ახალი, გარდა იმისა, რომ "შიშველი სიმართლე" ყოფილა ძალიან მაგარი კომედია :(
მე მომიტევეთ, მაგრამ რა სურთ კაცებს, ამ პოსტში საერთოდ რა შუაში იყო. არ გეწყინოს, უბრალოდ, მაგ ფილმის განხილვა რომ დაგეწერა, უფრო დავინტერესდებოდი.
ჰოდა, კიდევ იმიტომ არ უნდა გეწყინოს, რომ მე უფრო ხშირად შემოვივარ შენს ბლოგზე, ვიდრე შენ – ჩემსაზე ;))
P.S. დაგვიანებით გილოცავ გიორგობას ;)

უბრალოდ said...

zurriuss
კაიჰ, მიღებულლ
”ჰოდა, კიდევ იმიტომ არ უნდა გეწყინოს, რომ მე უფრო ხშირად შემოვივარ შენს ბლოგზე, ვიდრე შენ – ჩემსაზე ;))
გამოსწორებადდდ :)

nastasia said...

ra surt kacebse ziritadad qalebi ro pasuxoben,ara ushavs? :D
anu akcebs gachumeba da aqtiuri qalebi surt :D

Kate_Alukard said...

მაგ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს ჩემის აზრით... მე ახლა რომ მკითხო რა მინდა მაგალითად ვერ გიპასუხებ ... და მგონი ასე უნდა იყვნენ კაცებიც.. ვერ გიპასუხებ ვერც იმ კითხვაზე კონკრეტულად როგორი კაცები მომწონს ან როგორც ვისურვებდი დაუშვად ჩემს გვერდით... ეს თემა მგონი არც არის საკამათო... როგორც ჩემი ძმაკაცი იტყვი ხოლმე ყველა გარშოკს თავის თავსახური აქვს. =))) უბრალოდ უნდა ვიყოთ ისეთები როგორიც ვართ და აუცილებლად გამოჩნდება ის... =)))) კაცებს რა უნდათ? ეგ არც თვითონ იციან ღმერთმანი =)))) 27 წლის ძმა მყავს და 20 წელია ვცდილობ გავიგო რა უნდა ვაბშე ვჟიზნე =)))) ლოლ მოკლედ სულ ეს ვიყავი =)))

oakleyses said...

coach factory, oakley sunglasses, polo ralph lauren outlet, kate spade outlet, michael kors, ray ban sunglasses, michael kors outlet, louboutin, ray ban, longchamp, louis vuitton handbags, air jordan, louboutin, prada handbags, gucci outlet, oakley sunglasses, prada outlet, coach outlet store, nike shoes, louis vuitton, polo ralph lauren, air max, michael kors outlet, louboutin, michael kors outlet, toms shoes, tory burch outlet, burberry outlet online, tiffany and co, air max, jordan shoes, nike air max, coach outlet, true religion jeans, oakley sunglasses, ray ban sunglasses, burberry outlet online, nike free, michael kors, true religion outlet, louis vuitton outlet online, true religion, chanel handbags, polo ralph lauren outlet, coach purses, nike air max, nike free, ralph lauren, longchamp outlet

raybanoutlet001 said...

nike air huarache
ray ban sunglasses outlet
texans jerseys
cheap ray ban sunglasses
steelers jerseys
christian louboutin outlet
fitflops sale clearance
carolina panthers jersey
atlanta falcons jerseys
ferragamo shoes

yanmaneee said...

golden goose sneakers
kd 12
supreme clothing
curry shoes
golden goose
yeezys
off white shoes
supreme new york
kobe sneakers
golden goose superstar