Wednesday, December 30, 2009

შემაჯამებელი პოსტი 2009

მინდა აღვნიშნო რომ 2009 წელი საკმაოდ მსუყე და დატვირთული აღმოჩნდა , როგორც დადებითი ამბებით და ემოციებით, ისე რთული პერიოდებით და სიძნელეებით. ვფიქრობ ეს წელი გარკვეულწილად გარდამავალი ეტაპიც იყო ”ბავშობიდან - დიდობისკენ” არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი სამეგობრო-საახლობლოსთვის.

 სამსახური - მთელი 2009 წლის მანძილზე - საშინელ ადგილას და საშინელი გრაფიკით მომიწია მუშაობა. მუდმივად გაძლებაზე ვიყავი, დათრგუნული და მუდმივად არ მქონდა დრო იმისთვის , რისი გაკეთებაც ძალიან მინდოდა. ვცდილობდი ბლოგზე ბევრი არ მეწუწუნა სამსახურზე და ჩემს უბედურებაზე, ვწერდი მხოლოდ იმას , როგორ სამსახურზეც ვოცნებობდი My Ideal Job.
წლის ბოლოს, ზუსტად ერთი წლის თავზე წამოვედი სამსახურიდან - ახალ სამსახურში, რომელიც ჯერჯერობით ძალიან მომწონს. ჯერ 1 თვის დაწყებულიც არ მაქვს და არ მინდა ნაადრევი დასკვნების გამოტანა, მაგრამ ჩემს საოცნებო სამსახურთან ძალიან ახლოსაა :)


ოპერაცია

თქვენ შეიძლება არაფრად ჩათვალოთ გლანდების ოპერაცია, მაგრამ დამერწმუნეთ ჩემთვის ძალიან სერიოზული და გაბედული ნაბიჯი იყო. ბოლო 10 წელია მგონი , რაც ამ ოპერაციაზე იყო საუბარი, მაგრამ ხან ჩემი შიშით, ხან სხვა ფაქტორების გამო -მუდმივად იდებოდა. წელს კი საკუთარი ფეხით- სრულიად მარტო მივედი ექიმთან, ჩავიტარე ყველა გამოკვლევა და დავანიშნინე ოპერაციის თარიღი. ძალიან გამიჭირდა (ამაზე მეტყველებს ჩემი პოსტებიც: მარტოობაში ნაპოვნი სიძლიერე და სისხლის ანალიზი, ოპერაცია და ჩემი ანდერძი, ნუგეშისმცემელნოოო) მაგრამ მიხარია , რომ გავბედე და დავისვენე.



ქორწინების წელი

მგონი ასეთი წელი აღარ იქნება და არც არასდროს ყოფილა - სათვალავი ამერია იმდენ ქორწილში ვიყავი( ქორწინებამანია I, ქორწინებამანია II, ქორწინებამანია III ). ვინმე თუ ჩემს ირგვლივ შეყვარებულის სტატუსით იყო - ცოლ-ქმარი გახდა. ეს გარკვეულწილად სახალისოც იყო, რადგან აქამდე ახლომეგობრები არ დამიქორწინებია, მაგრამ ამავე დროს რთულიც და მტკივნეულიც. ჩემი აზრით ამ ქორწინებებმა რატომღაც დამაბერა კიდეც და მაიძულა საკუთარი თავისთვის დიდივით ყურება :(( 

მნიშვნელოვანი შენაძენი

შევიძინე ციფრული ფოტოაპარატი, რომელზეც დიდხანს ვოცნებობდი. უფროსწორად კონკრეტულად ამ ფოტოაპარატზე ოცნებასაც ვერ ვბედავდი იმდენად შორეული პერსპექტივა იყო, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით - NIKON D90 ჩემია :))
სამსახურეობრივი გრაფიკის გადამკიდე , ვერ მოვახერხე კამერასთან ნორმალური ურთიერთობა მაგრამ ახლა იმედი მაქვს გაცილებით მეტი დრო მექნება, მითუმეტეს როცა უკვე ფოტომასტერკლასებზეც დავდივარ ( ჩემი ფოტომასტერკლასი, ჩემი მაკროები,  ფოტოგადაღება: წყალი და პეპსი ).

ფიზიკური სიჯანსაღე

წლის დასაწყისში ინტენსიურად ვვარჯიშობდი (ცეკვა კვირაში 3ჯერ) , თუმცაღა შემდეგ ისევდაისევ სამსახურის გამო მომიწია თავის დანებება, მიხარია რომ ახლა ისევ შევძელი გაგრძელება(ქართული ცეკვის მოყვარული მე). მქონდა ასევე რამდენიმე მცდელობა ცურვის სწავლის და ძალიან კარგადაც გამომდიოდა- შევეჩვიე წყალს და მგონი დავძლიე კიდეც შიში, იმედი მაქვს მომავალ წელს უკვე კარგი მოცურავე ვიქნები :)

მოგზაურობა


სამწუხაროდ წელს ბევრი არ მიმოგზაურია, რათქმაუნდა დროის უქონლობის გამო. თუმცაღა მქონდა რამდენიმე შთამბეჭდავი გასვლა: ფოტორეპორტაჟი და რჩევები :ბეშუმი, მუცო და ჩვენ, შატილობა, შემოდგომის ბირთვისი, ნორვეგიულ-ისლანდიურ-ქართული ტური ვარძიაში ;



ბლოგი

ძალიან მიხარია რომ 2009 წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემი ბლოგისთვის. პირველრიგში მივხვდი , რომ მშვენიერია ბლოგის ქონა , თუნდაც იმიტომ რომ ჩაინიშნო საკუთარი ცხოვრების ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი თუ დადებითი განცდა. მიხარია რომ აღვადგინე ბლოგი და რომ მსიამოვნებს ეს საქმიანობა. დაწვრილებით ჩემი ბლოგის ისტორიის და ჩემი დამოკიდებულების შესახებ გაეცანით - მე-100 საიუბილეო პოსტს.

მგონი ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები 2009 წლის მანძილზე - დანარჩენი უკვე 2010 წელში, ვნახოთ - მე იმედი მაქვს უკეთესი მომავლის :)
ყველას წარმატებულ , ბედნიერ და ხალისიან წელს გისურვებთ !!!


11 comments:

Toma said...

კარგი წელი გქონია!!! გისურვებ 2010 იგივე თუ არა უკეთესი მაინც იყოს :)

უბრალოდ said...

დიდიი მადლობა, უკეთესი მირჩევნია : ))
შეეენც ასევე საუკეთესო წელს გისურვებ :*

Natalia said...

რა თქმა უნდა უკეთეს წელს გისურვებ, ბევრი მოგზაურობით, ფოტო-ისტორიებით, პოსტებით და კიდევ ბევრი რაღაცით, რაც შენ გინდა და მე არ ვიცი : ))

happy new year :)

Nanako Ust said...

Mec mteli sulit da gulit yvelafer kargs gisurveb! ;)

vasasi said...

მეც გილოცავ ქეთი, მრავალს დაესწარი.. :)

უბრალოდ said...

gaixareeet !
kargi weli gvqondes yvelas erTad da titoeuls calcalke : ))

დომენიკო said...

საინტერესო წელი გქონია, თავისი ყველაფრით, ასე ვთქვათ, მარილი რომ არ აკლდა :)) აპარატზე გავგიჟდი! გილოცავ! მეც ვუმიზნებ მაგას, ვაგროვებ ჯერ ოღონდ ... :))

უფრო წარმატებულ და სასიამოვნო 2010–ს გისურვებ

oakleyses said...

coach factory, oakley sunglasses, polo ralph lauren outlet, kate spade outlet, michael kors, ray ban sunglasses, michael kors outlet, louboutin, ray ban, longchamp, louis vuitton handbags, air jordan, louboutin, prada handbags, gucci outlet, oakley sunglasses, prada outlet, coach outlet store, nike shoes, louis vuitton, polo ralph lauren, air max, michael kors outlet, louboutin, michael kors outlet, toms shoes, tory burch outlet, burberry outlet online, tiffany and co, air max, jordan shoes, nike air max, coach outlet, true religion jeans, oakley sunglasses, ray ban sunglasses, burberry outlet online, nike free, michael kors, true religion outlet, louis vuitton outlet online, true religion, chanel handbags, polo ralph lauren outlet, coach purses, nike air max, nike free, ralph lauren, longchamp outlet

Unknown said...

Michael Kors Outlet Ralph Lauren Outlet Gucci Factory Outlet Gucci Outlet Gucci Handbags Cheap Ray Ban Sunglasses North Face Jackets Prada Outlet Burberry Outlet Hollister Clothing Ferragamo Shoes Tiffany Jewelry Tiffany Outlet NFL Jerseys Cheap Jordans Oakley Outlet North Face Outlet Burberry Outlet Ray Ban Sunglasses
Chan Luu Sale Toms Outlet Burberry Outlet Oakley Sunglasses Toms Shoes Sale Beats By Dr Dre Coach Outlet Christian Louboutin Shoes Oakley Sunglasses Valentino Shoes
Oakley Eyeglasses Michael Kors Outlet Coach Factory Outlet Coach Outlet Online Coach Purses Kate Spade Outlet Toms Shoes North Face Outlet Coach Outlet Gucci Belt

eric yao said...

Burberry Belt Tory Burch Boots Louis Vuitton Belt Ferragamo Belt Marc Jacobs Handbags Lululemon Outlet Christian Louboutin Shoes True Religion Outlet Tommy Hilfiger Outlet
Michael Kors Outlet Coach Outlet Red Bottoms Kevin Durant Shoes New Balance Outlet Adidas Outlet Coach Outlet Online Stephen Curry Jersey Vans Outlet Ralph Lauren Outlet
Ugg Boots Sale UGGS For Women Skechers Go Walk Adidas Yeezy Boost Adidas Yeezy Adidas NMD Coach Outlet North Face Outlet Ralph Lauren Outlet Puma Outlet Polo Outlet
Under Armour Outlet Under Armour Hoodies Herve Leger MCM Belt Nike Air Max Louboutin Heels Jordan Retro 11 Converse Outlet Nike Roshe Run UGGS Outlet North Face Outlet

Unknown said...

air force 1 shoes
jimmy choo
titans jersey
michael kors handbags
new balance shoes
chargers jerseys
san antonio spurs jerseys
eagles jerseys
new york giants jerseys
michael kors