Sunday, December 27, 2009

გეგმები და სურვილები 2010

სიმართლე გითხრათ კარგა ხანია შევეშვი ოცნებებს, უფროსწორად ისეთ რაღაცეებზე ბავშობაშიც კი ვერ/არ ვოცნებობდი რისი ახდენის შანსიც არ იყო- ერთი სიტყვით რომ ვთქვათ საკმაოდ რეალისტი ვიყავი ბავშობაშიც და ახლაც.
ჩემს ოცნებეს და სურვილებს ყოველთვის აქვთ რეალობასთან კავშირი და ამ პოსტშიც სწორედ იმ სურვილებზე და გეგმებზე მინდა ვისაუბრო რასაც 2010 წელში ვიმედოვნებ რომ განვახორციელებ. გეგმების დაწერაც კარგად მაქვს დაცდილი  და თანაც ფსიქოლოგები ამბობენო - ჩამოყალიბებული და დაწერილი გეგმა უკვე შესრულების საწინდარიაო და მეც გადავწყვიტე ამ ხერხს მივმართო.  კარგი იქნება შემდეგი წლის ბოლოს რომ გადავხედავ ამ პოსტს ან სიამაყით ან იმედგაცრუებით : )

მოკლედ ვიწყებ

2010 წლის გეგმები:
  • ინგლისური!!! (აუცილებლად მჭირდება სადმე სიარული და ცოდნის გაღრმავება/ენის დახვეწა)
  • სამსახურეობრივი და პროფესიული განვითარება
  • ცურვა!!!( სწავლა და სიარული, ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის )
  • ქვეყნის გარეთ გასვლა ( არ ვიცი რა მიზნით, მაგრამ ცოტახნით მაინც სიამოვნებით ან სანახავად ან სასწავლად)
  • ბევრი მოგზაურობა( იგულისხმება ქვეყნის ტერიტორია , იმედი მაქვს ამჯერად მაინც მექნება შაბათ-კვირები)
  • ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება (ეს გარკვეულწილად მეორე პუნქტშიც შედის )
  • შემოქმედებითი საქმიანობა ( იდეაში მაქვს რაღაცეები- ვნახოთ)

Wishlist ანუ სასურველი და შესაძენად აუცილებელი ნივთები 2010-წლისათვის

  • ნოუთბუქი

  • სახლის პირობებში ”სტუდიური განათება”

  • სუნამო (ყველა სუნამო ერთდროულად გამითავდა/მითავდება- მისი არჩევა და ყიდვა კი ჩემთვის ერთი დიდი უბედურებაა)
  • ტანსაცმელი ( რა სახის ტანსაცმელი კონკრეტულად არ ვიცი იმიტომ რომ ყველა სახის გამოყენებადი/მისაღებ-საჭიროა. ნუ თუ ვინმეს აინტერესებს უფრო კონკრეტულად http://www.victoriassecret.com/ ამ საიტს გადახედოს -ბევრი რამე მომწონს მაქედან)

  • საფულე ( სულ მინდა ტევადი და გოგოური საფულე ანუ ფერადი და ლამაზი და ვერ დავადგი საშველი.ბენეტონში ვნახე ადრე და ძალიან მომეწონა -დაახლოებით ასეთი იყო ოღონდ მწვანე თუ ლურჯი)

  • კულონი ( სამკაულებზე არ გიჟდები,მაგრამ ვერცხლის საყვარელი რაღაცეები მიყვარს. ერთი კულონი მაქვს და სულ ის მიკეთია - კარგი იქნებოდა სხვაც მქონდეს )



 მოკლედ ალბათ ჯობს აქ მოვრჩე ჩემს სიას რადგან უამრავი რაღაცეები გამახსენდება და მეზარება ყველაფრის დაწერა : )) რათქმაუნდა არის ბევრი ისეთი რაღაც რაც აქ არ დამიწერია მაგალითად მანქანა და სახლი. მინდა მაგრამ ამ ეტაპზე არარეალურია და არ ღირს ტყუილად წერა.
კიდევ არის ბევრი რამ რაც დამავიწყდებოდა რათქმაუნდა და ან კიდევ რაც მახსოვს მაგრამ მათი დაწერა არ მინდა, რადგან თუ ჯერი საახალწლო ვიშლისთზე მიდგება - ყველანაერი საჩუქარის მიღება ჩემთვის სასიხარულოა და მითუმეტეს როცა საჩუქარი სიურპრიზია :)

კიდევ მომავალი წლისთვის ვისურვებდი :
ჯანმრთელობას ჩემსას და ჩემს ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანის ,
კიდევ
ბედნიერებას/ ხალისს/კარგ განწყობას/ ენერგიას / სილაღეს !!!

მოკლედ ამ წუთისთვის ჩემი გეგმები, სურვილები და ვიშლისთი სწორედ ასე გამოიყურება  : )

9 comments:

Unknown said...

dzalian sasiamovnoa winaswar roca gegmav ra gaakeTo, magram me rac ar unda davgegmo, yvelaferi piriqit misruldeba! avdgebi da cud rameebs davgegmav! :-D

Kate said...

აუ კარგია ასეთი ჩამოყალიბებული ადამიანი რომ ხარ.
ძალიან კარგი ვიშლისტია.

Unknown said...

წარმატებები! რამდენიმე პუნქტს მეც ვიზიარებ :)

Toma said...

kargi gegmebi da survilebi gaqvs.
mtavaria yvelaferi ise gaakete rogorc dagegme Ö

უბრალოდ said...

gaixaret!

tqveni survilebis da gegmebis axdenisa da ganxorcielebis celi yofiliyos :*

სალომე said...

კულონი ჩემზე იყოს!!! :)

უბრალოდ said...

vaaah , bolo komentari rogor meamaaaaaa :D

yanmaneee said...

louboutin outlet
nike shox
balenciaga speed
balenciaga shoes
ferragamo belt
off white
kyrie 4
golden goose francy
kobe 9
golden goose

jessedavis said...

Three of my Cheap Air Forces friends and I just finished a trip down the Mississippi River. We started in Minneapolis and ended in New Orleans. We had the idea of building a raft or homemade pontoon but we found a real pontoon for cheap. Evans: You have to go out and have drinks and have dinner and schmooze (radio people), because you're selling your product, you're a salesman for yourself. But as far as MK Outlet Online anything inappropriate, no.

Esophageal cancer occurs when cancer cells Cheap Nike Air Force 1 develop in the esophagus, a tube like structure that runs from your throat to your stomach. Food goes from the mouth to the stomach through the esophagus. The cancer starts at Coach Outlet Purses On Clearance the inner layer of the esophagus and can spread throughout the other layers of the esophagus and to other parts of the body (metastasis)..

They said he was dressed in Jordan Shoe Stores all black and tactical gear when he opened fire with an assault rifle at the First Baptist Church in Sutherland Springs, about 35 miles southeast of San Antonio. The shooting left at least 26 people dead and 20 others injured in what Texas Gov. Air Force may have allowed Texas gunman to buy weaponsAs the gunman left the church, an unidentified area resident confronted him with his own rifle and shot the suspect, officials said. Kelley fled in his vehicle, and the resident flagged down a driver and they pursued him.

Brogan is the only one at his American Veterans with Brain Injuries meetings who has no speech problems. Some use keyboards to produce automated speech. Severe brain injury can result in trouble waking, anger and even personality change. Push a trowel into the soil beneath each plant and dig up it up, removing as many roots as possible but taking Coach Outlet Clearance Sale care not to damage the roots of desired plants. Alternatively, cut the ground cover plant stems close to MK Outlet Sale the soil with pruning shears, wiping the pruning shear blades with rubbing alcohol to prevent passing on pests or diseases to other plants. Remove ground cover plants every week during the growing season, Coach Outlet Online 80 OFF and put the plants in the trash..