დღეს კიდევ ერთ ახალ ქართულ ფილმს "90/60/90 ანუ გოგონა სლაიდიდან"- ვუყურე .
სიმართლე გითხრათ ბევრს არაფერს მოველოდი , იმედგაცრუება რომ მეგრძნო და ამიტომაც არაფერი მიგვრძვნია საერთოდ.
ამ ამბავს ასე ვუყურებ - რაც არ უნდა იყოს მიხარია რომ საქართველოში კინოინდუსტრია ამოქმედდა და რაღაცეები ხდება, მაგრამ ეს კი უკვე მეორე საკითხია რამდენად საინტერესოა ეს ”რაღაცეები” ჩემთვის და ზოგადად მაყურებლისთვის.
მოკლედ არ მინდა კრიტიკის ქარცეცხლში გავახვიო რეჟისორი, მსახიობები და ფილმის როგორც შინაარსი ასევე ფორმა- ამიტომ მოდით ჯერ გავიგოთ რა უნდოდა რეჟისორს ამ ფილმით ეთქვა და დანარჩენი თქვენ შეაფასეთ ფილმის ნახვის შემდეგ ( ვფიქრობ აუცილებლად უნდა ნახოთ თუნდაც იმიტომ რომ მერე თქვათ რომ არ უნდა გენახათ :)
გიგა აგლაძე : ”მინდოდა გადამეღო ფილმი, რომლითაც მაყურებელს ოდნავ "გაფერადებულად" ვაჩვენებდი, თუ რა ხდება შოუბიზნესის იმ ნაწილში, რასაც "ფეშენი" ჰქვია. ფილმი "90/60/90 ანუ გოგონა სლაიდიდან" კომედიური მელოდრამა - ძალიან ლამაზი და ფერადია.”
მე ვისურვებდი რეჟისორს ეთქვა, რომ მას სურდა გაეკრიტიკებინა ”ფეშენ” საზოგადოება, ”ვითომ მაგარი ტიპები” , აფსურდული ელიტარული სტერეოტიპები - მერე რა რომ არ გამოუვიდოდა - უფრო მისაღები და საინტერესო გახდებოდა ფილმი პირადად ჩემთვის.

ჰო გარკვეულწილად არის კომედიური მელოდრამის მცდელობა, მაგრამ რა ვქნა რომ რამდენჯერმე კინაღამ ჩამომეძინა? :) ან იმას რა ვუყოთ რომ სულაც არ მომწონს ვიღაც ცოლიანი მოღალატე მექალთანე პატარა ლამაზ გოგოს რომ გადაეკიდება და საბოლოოდ შეაბავს. ჰოლივუდურ მელოდრამებშიც კი იციან რომ ასეთი ტიპი ბოლოს კარგი უნდა გახდეს : )) რაც შეეხება ფილმის ”კომედიურ ნაწილს” -რომელშიც კაცი ასრულებს ქალის როლს , არც დინამიური და არც კომიკური ეპიზოდებითაა დახუნძლული და რეჟისორმა ”ტუტსის ეფექტით” - რა მიიტანა მაყურებლამდე მე პირადად ვერ მივხვდი .
მოკლედ რომ ვთქვათ ფილმი არც მელოდრამაა სამწუხაროდ და არც კომედია - რას ვიზამთ.
რაც შეეხება მსახიობებს- მათი პროფესიონალიზმის შეფასებისგან არ შეგაწყენთ თავს თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო რომ უმრავლესობა მათგანი საერთოდ არ არის მსახიობი :)
იხილეთ ფილმის ტრეილერი და ფილმის ნახვასაც გირჩევთ- ყველას თავისი აზრი და გემოვნება აქვს- იქნებ მოგეწონოთ კიდეც :)
P.S. ფილმს ძალიან აკლია დინამიურობა და ვფიქრობ შეიძლება სწორად შერჩეულ მუსიკას მაინც შეევსო ეს ნაკლი...
7 comments:
მაინტერესებს ძალიან <3
კინოში სხვა ფილმზე ვაპირებ წასვლას, ორივეზე არამგონია მოვახერხო, ინტერნეტში რო დაიდება აუცილებლად ვუყურებ <3
(ITA) Buon Natale!
(EST) Rõõmsaid Jõulupühi!
Merry Christmas and Best Wishes to You and to Your Visitors! I arrived here just surfing. I hope Your Today will be all the time better than Yesterday and worse than Tomorrow!
An Estonian living in Italy
arc me momewoan
mitumetes roca gavige rom am filmze naxevari milioni daixarja es saqartvelospirobebshi sakmaod soliduri tanxaa... -> anu sheizleboda yofiliyo fiolmi suleluri scenarit magram lamazad gadagebuli da feradi -> es am filmshi ver davinaxe da sheni ar iyos ragac momensthi zilis momgvrelic aris...
mokled filmi ar sheesabameba arc biujets ( tu martlac naxevari milioni daixarja gaugebaria rashi daixarja imitom rom rogorc itqva msaxiobebma titqmis ufsod itamashes) da arc rejisoris mier gacxdebul ambiciur moszrebas imis taobaze tu aman ar gaamartla ar vici sxva ram unda gaamartloso
Give me a break! საქართველოში სად არის ფეშენ ხალხი, ნეტა??? სნობები და მხედრიონელების შთამომავლები არიან :|
Bullshitology! ასეთ ფილმზე ფული როგორ უნდა გადაყარო. მე ის მიკვირს, რატომ რეალობაზე არავინ იღებს ფილმებს??? სლოტ კლუბებით გატენილ ქალაქზე, გატენილ ავტობუსებზე და ღარიბ სტუდენტებზე, ინტერნეტით რომ სულდგმულობენ??? Who gives a damn about fashio?
arc scenari saintereso..rom araferi vTqvaT gaxmovanebaze..riavic..
naxevari milioni manqanebis gaqiravebebshi daixarja?
ferragamo shoes, supra shoes, abercrombie and fitch, ray ban pas cher, wedding dresses, nfl jerseys, reebok outlet, hermes, juicy couture outlet, air max, lululemon, p90x, ghd, timberland, mulberry, lancel, hogan, new balance shoes, birkin bag, mont blanc, asics, nike air max, ugg boots, soccer jerseys, hollister, rolex watches, north face outlet, beats by dre, montre pas cher, nike free, louis vuitton, ugg boots, herve leger, chi flat iron, vans, ralph lauren, oakley pas cher, jimmy choo, insanity, converse shoes, louis vuitton, karen millen, celine handbags, bottega veneta, marc jacobs, soccer shoes, mcm handbags, yoga pants, burberry, valentino shoes
20181110 orf
michael kors outlet
coach outlet
canada goose outlet
adidas uk
polo ralph lauren
nuggets jerseys
adidas outlet
ugg outlet
christian louboutin store
uggs outlet
Post a Comment