ჩვენს ქალაქში არც თუ ისე ბევრი ისეთი ღონისძიება ეწყობა, რომელიც მე მაინტერესებს და რომელიც ჩვეულებრივ მოკვდავთათვის ხელმისაწვდომია.
ამიტომაც დღეს ძალიან გამიხარდა როდესაც გავიგე რომ თბილისის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო.
სამწხუროა რომ მხოლოდ და მხოლოდ დღეს გავიგე, ფესტივალის მე-2 დღეს,- რას ვიზამთ ტელევიზორს ვინც არ უყურებს ალბათ ჩემს ბედქვეშაა. დღესაც შემთხვევით შევიხედე აფიშა.გე-ზე -იმ იმედით რომ იქნებ რაიმე საინტერესო აღმომეჩინა.
მოკლედ კინოფესტივალი დაიწყო და მინდა თქვენც იცოდეთ:
- კინოფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია 100-მდე მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ჩვენება 19 ქვეყნიდან.
- წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება პროგრამები: ევროპული კინოს ფორუმი, ჰორიზონტები, დამზადებულია გერმანიაში, ფრანგული კოლექცია, კადრშია იტალია, რეჟისორი ფოკუსში, ლონდონის კინოსკოლა, მარგარეტ მიდის ვიდეო- და კინოფესტივალი, ჰამსუნი და კინო, სპეციალური ჩვენება, ქართული პანორამა და მასტერკლასები.
- ხოლო ფილმების მიმდინარეობა- 11:30 დან -22:00 მდეა - რატომ არის ასე გადახუნძლული? - იქნებ რამდენიმეს ნახვა მინდა დღეში- დილიდან საღამომდე იქ ვიჯდე და თან ყველაზე სათითაოდ 5 ლარი ვიხადო ?
ეჰ!!!
არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ ხდება , მაგრამ მე ვისურვებდი ეს პროგრამა 10 დღეზე მაინც გადანაწილებულიყო. ძლივს ამ ქალაქში რაღაცა ტარდება და მომეცით საშუალება შევიგრძნო!
მოკლედ კინომოყვარულებო- მივიღოთ ის , რასაც გვაძლევენ :))
აი თქვენ პროგრამა
და ფესტივალის ვებგვერდი
იჩქარეთ ფესტივალი 4 დღეში მთავრდება და შემდეგ ჩვენი კინოთეატრების აფიშები ისევ ერთფეროვან იერს მიიღებენ!წინ ნამდვილი კინოსკენ! :)
შენიშვნა
მოვიძიე ინფორმაცია ფესტივალის საიტზე -
– აბონემენტის ფასი 25 ლარი,
– ერთჯერადი ბილეთის ფასი 3 ლარი.(თუმცა აფიშაზე 5ლარი წერია)
2 comments:
უფასო რეკლამა აი რა არ უნდა ვაკეთოთ ბლოგერებმა თუ გვინდა რომ ოდესმე ვინმემ ჩვენს ბლოგზე რეკლამა განათავსოს და იმან რასაც ყოველდღიურად გარკვეულ დროს ვუთმობთ იმდენი შემოსავალი მაინც მოგვიტანოს რომ ნეტის ფული მაინც დავფაროთ ჩვენი ბლოგზე საქმიანობით. კინოფესტივალს არ გამოუთქვამს მსგავსი რეკლამის სურვილი ე.ი არ წირდება :) ისე მეც ვაპირებ წასვლას ფესტივალზე მაგრამ მის რეკლამირებას არ ვაპირებ მიეჩვივნენ ბლოგერებისგან უფასოდ დაპიარებას
გასაგებია შენი პოზიცია, მაგრამ კარგა ხანი არავინ არაფრის გადამხდელი რომ არაა ეგეც ცხადია : )
თანაც მე კინოფესტივალს იმიტომ ვარეკლამებ რომ მომწონს . რაც არ მომწონს იმის დარეკლამებას უფასოდ -რათქმაუნდა არ ვაპირებ : ))
უბრალოდ იშვიათია ხოლმე კარგი ღონისძიებები ჩვენს ქალაქში და რაც არის იმას თუ ცოტას წავეშველებით ცუდი არ უნდა იყოს : )არც ჩვენთვის არც მათთვის :))
Post a Comment