ავტობუსებში მძღოლს არ ვუხდით ფულს, ხალხი გაბადრული სახით ამოდის და ჩადის ტრანსპორტში. არ შეგიმჩნევიათ? ”ვინუჟდენი” აღარ ხარ ვინმეს ბილეთი აუღო - მაგარი საბაბია ”მაპატიე ვერ გპატიჟებ ,ხურდა არა მაქვს ”. ასეთი ლაღი მისალმება ტრანსპორტში კარგა ხანია არ მინახავს. სამარშუტო ტაქსებისგან განსხვავებით - მეზობელს მეზობლის შეხვედრა უხარია, კლასელს კლასელის და ნაცნობს ნაცნობის.
დიდი მადლობა მთავრობას იმისთვის, რომ ადამიანები აღარ არიდებენ ერთმანეთს თვალს ! :)
P.S.ამასწინათ როგორც იქნა შევიძინე სამგზავრო ბილეთი და საკმაოდ პრაქტიკული რამეა, დაუფიქრებლად ავტობუსში ახტომა აღარ მეშინია. იმ დღეს 3 ავტობუსი გამოვიცვალე და არ ვიცოდი თუ ფასდაკლება მოქმედებს მაგ შემთხვევაში- ანუ პირველი მგზავრობა-40,მეორე-30 და მესამე-20. მეტად შესანიშნავია მეტად!
5 comments:
მე ხუთი ლარით დამაჯარიმეს და ძალიან შემრცხვა :user:
უი ხუთით? აბა 15 ლარია ჯარიმაო? გადაიხადე მერე? ან რო არ გადაიხადო რა მოხდება ნეტა :))
ღამენათევი ავედი, ბარათზე აღარ მქონდა. მეძინა და ზურგიდან მზაკვრულად მომეპარნენ. ჩამათრიეს. მე ისევ მეძინა. კარგი ბიჭი ჩანხარო (ალბათ ისტერიკები რომ არ დავდგი) და ჩვენ ხუთლარიანიც შეგვიძლიაო და მომარჭეს :მო:
არ გადამიხდია, სულ მავიწყდება.
რომ არ გადავიხადო, არ ვიცი რა მოხდება :|
წერია: სამართალდამრღვევი ზურაბ ალხანიშვილი
ომგ
რა ხდება თბილისში? ავტობუსი უფასო გახდა თუ რა? :)
ufaso ar gaxda magram ufasod dadis umravlesoba mgoni :D
Post a Comment