Thursday, December 17, 2009

სასიამოვნო საღამო

მოხვედრილხართ უცხო გარემოში? დაბადებისდღეზე ნათესავთან, მეგობართან ან სულაც დიდ წვეულებაზე - სადაც ადამიანების აბსოლიტურ უმრავლესობას არ იცნობთ? არ გიგრძვნიათ თავი უხერხულად?

მე ხშირად  და  სწორედ ამიტომ მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ .

როგორ გავატაროთ სასიამოვნო საღამო  სრულიად უცხო ადამიანების საზოგადოებაში?


პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ალკოჰოლის არსებობა - პრინციპში ყველანაერი ალკოჰოლური სასმელი მიდის , მაგრამ მაინც სასურველია ღვინო , ან ისეთი სასმელი , რომელიც სასიამოვნო დასალევია (ვისთვის როგორ). ალკოჰოლი გვათავისუფლებს დაძაბულობისგან, ზედმეტი კომპლექსებისგან და საუბრის მოტივაციას გვაძლევს.

მეორე - საინტერესო ადამიანების არჩევა და გამოსაუბრება. ცოტას რომ მოვშინაურდებით - და თვალს ირგვლივ მყოფებს გადავავლებთ - უთუოდ მივხვდებით ვინ შეიძლება იყოს მეტნაკლებად საინტერესო ადამიანი ჩვენთვის.
ცოტახანს დავაკვირდებით - ყურადღებით მოვუსმენთ ჩვენს მიერ არჩეული ობიექტის საუბარს . აუცილებელია დავიჭიროთ რაიმე მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც წარმოდგენას შეგვიქმნის ადამიანზე და საუბრის დაწყების საშუალებას მოგვცემს.

საუბრის დასაწყებად შესაძლოა სტანდარტული ფრაზების გამოყენება - გამოკითხვა წარმომავლობის, პროფესიის , გატაცებების- ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის ობიექტზე და მოგვცემს მიმართულებას საით უნდა წავიყვანოთ საუბარი.

თუ თქვენი გატაცებები ერთმანეთს ემთხვევა ან ახლოს არის ერთმანეთთან შეიძლება ითქვას რომ საინტერესო და სასიამოვნო საუბარი გარანტირებული გაქვთ.
თუმცა შეიძლება აღმოაჩინოთ რომ იგი მუშაობს ან გატაცებულია  ისეთი საგნით , რომლისაც თქვენ არაფერი გესმით. მაგალითად ავიღოთ -ბიოფიზიკა- ამ შემთხვევაში   უბრალოდ უნდა გამოვხატოთ დიდი დაინტერსება და რაც შეიძლება დეტალებში ავახსნევინოთ - ბიოფიზიკის რაობა. სასიამოვნო იქნება თუ აღვნიშნავთ რომ ყოველთვის გვაინტერესებდა ეს საკითხი მაგრამ არასდროს გვქონდა შანსი ასე ღრმად ჩაგვეხედა და მადლობა მას ამისთვის.

მესამე- სასიამოვნო საღამოს აუცილებელი ატრიბუტია იუმორი - თუ თქვენ ხართ ამ ნიჭით დაჯილდოვებული ხომ კარგი , თუარადა რა გაეწყობა -ისღა დაგრჩენიათ სხვა იუმორის მქონე ადამიანი წაახალისოთ და მაქსიმალურად უბიძგოთ გამოავლინოს თავისი ტალანტი ამ მხრივ,
რათა არც თქვენ მოიწყინოთ და არც დამსწრე საზოგადოებამ. 

მეოთხე -   სასიამოვნო მუსიკა ისეთი რამეა, რაც ავსებს და ალამაზებს საღამოს. გარდა ამისა -თქვენ დამატებით სასაუბრო თემას გაძლევთ. შესაძლოა მუსიკის თემამ - შეავსოს უხერხული დუმილი ან უბრალოდ მოგცეთ განტვირთვის და ამოსუნთქვის საშუალება.

მეხუთე- ყურადღება მივაქციოთ კვებას. თუ სუფრასთან ხართ და ძირითადად ასე ხდება საქართველოში- ჩემი რჩევა იქნება მაქსიმალურად ცოტა მიირთვათ. მოერიდეთ ისეთ მძიმე საჭმელებს როგორიც არის ცომეული და ხორცეული- მაგალითად ხაჭაპური და მწვადი. მაგარი საკვები - კუჭსაც ამძიმებს და ხასიათსაც. მოერიდეთ გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღებას - ესეც უბრალოდ გვბერავს და არასასიამოვნოდ გვაგრძნობინებს თავს. მიირთვით მსუბუქად , სალათები, ხილი -და მაქსიმალურად ნელ-ნელა. სწორი კვებით განწყობას კიდევ უფრო აიმაღლებთ და საღამოს ბოლოს არ იტყვით - ”ღმერთო ჩემო რამდენი ვჭამე -ვეღარ ვსუნთქავ”!


ყველაფერი რაც ახლა წაიკითხეთ უბრალოდ საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით გაგიზიარეთ, არც ფსიქოლოგების ნააზრევია და არც გამოკითხვების შედეგები. თუმცა მაინც არამგონია შორს იყოს რეალობისგან.
ასე რომ

Have a nice evening !

ველი განსხვავებულ აზრებს და თქვენეულ ვერსიებს :)

2 comments:

invisible said...

მართლა ზედმიწევნითაა დაწერილი. მეც ძირითადად ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ, პირველი რისკენაც ამ დროს(და არა მარტო) თვალი გამირბის სასმელია, უფრო სწორად ორაყი, ეგ ყველაზე კარგი დასალევია( მალე გეკიდება და თან არ იჭყიპები უაზროდ), მარა უნდა ვაღიარო ჭამაც ძალიან მიყვარს (თუ არ გინდათ რო მოგეკიდოთ ბევრი უნდა ჭამოთ ანეიტრალებს პირადი გამოცდილება). მერე კი კაი პონტში რო ხარ ყველაფერი გკიდია ფეხებზე, და ხშირ შემთხვევაში ირგვლივ მყოფის სახელებსაც ვეღარ იხსენებ (და არ გაგიკვირდეთ თუ უცხო ადამიანის ნომრებს აღმოაჩენთ საკუთარი ტელეფონში,პლუს ძალიან საყვარელი და მოფერებითი სახელით ჩაწერილს, არადა აზრზე რო არ ხარ ვინ არის, როცა ჯერ კიდე გუშინ თურმე სიყვარულს უხსნიდი, ამ უკანასაკნელს იქ მყოფი შედარებით ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გაგახსენებს უთუოდ მეორე თუ არა მესამე დღეს)
და ჩემი ოქროს წესი: არ დალიოთ ბევრი თუ ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი არ სვამს!

ქეთი said...

invisible

heheeeeeeee
magari oqros ccesi gqonia :D

mokled shhegdzlebia sheni komfortis sheqmna, mtavari egaa :)