
გარდატეხისა და თინეიჯერობის ასაკში -ჩემი წვეტიანი ბრძული აზრების ჩემხელა მეგობრებისადმი გაზიარება დავიწყე, თავიდან ცოტა უცნაური იყო ეს ყველაფერი, თუმცა მერე ვიპოვე ისეთი ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ მისმენდა არამედ მეპასუხებოდა და ჩვენს საუბრებს, პირადი ,სატელეფონო თუ წერილბის მეშვეობით ”სამზღვარი”არ ჰქონდა. ძალიან მოგვწონდა -ცხოვრებისეულ თემებზე საუბარი, სამყაროს და ადამიანის არსის წვდომა, შემეცნება ადამიანის, თითოეული პიროვნების და მათი საქციელების. ჩემი დაკვირვების ობიექტები ძირითადად ჩემი კლასელები იყვნენ.ვაკვირდებოდი მათ საქციელებს , (რომლებიც საშინლად მაღიზიანებდა), მინდოდა განმესაზღვრა ის შეცდომები , რაც მშობლებმა დაუშვეს მათი გაზრდისას. ამავე დროს ვცდილობდი საკუთარი თავის შემეცნებასაც და ვფიქრობდი რომ თავისუფლად შემეძლო ისე გამეწვრთნა და აღმეზარდა თავი როგორც მე მინდოდა .
სტუდენტობის დროს ეს ყველაფერი ჩემს ერთგვარ ჰობადაც გადაიქცა. ნუ რათქმაუნდა იქაც ვიპოვე ”თანამეინახე” : ) დღედაღამე სხვადასხვა ადამიანების პიროვნული პორტრეტების შედგენა-ჩამოყალიბებაში ვიყავით.მთელი ღამეები შეგვეძლო გვესაუბრა ”მავანის” პიროვნებაზე და შემდეგ შეგვერჩია კატეგორია რომელშიც ის ადამიანი გადიოდა. მოკლედ იმდენად ჩაგვითრია ამ ამბავმა რომ თითქმის მთელი უნივერსიტეტი და საერთო სანაცნობო წრე კატეგორიებად გვქონდა დაყოფილი. თუმცაღა ”ჩვეულებრივი ანუ ნაცრისფერი მასის” ადამიანები ვერ იმსახურებდნენ ჩვენს კატეგორიებში მოხვედრას. ამ კატეგორიებზე ვრცლად ღირს დაწერა , მაგრამ არ მინდა ყველაფერს ფარდა ავხადო , ამიტომ მაგალითისთვის მხოლოდ რამდენიმე კატეგორიის სახელწოდებას დავასახელებ :
1.მე პამიდორი მეგონა 2. წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ : ))
ასე გადიოდა წლები ადამინური არსის დადგენაში, სხვების ფსიქოლოგიური პორტრეტების შედგენასა და ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური საკითხების განხილვა-დისკუსიაში. საბედნიეროდ არასდროს არ მაკლდა პარტნიორი , რაზეც განსაკუთრებული მადლობა ”მათ” : )
ჰოდა რატომ მოვყევი ახლა მე ეს, იმიტომ რომ შემომაკლდა ეს ყველაფერი - დავიზარდენით, დავთხოვდით, დავწვრილშვილდით? თუ რასშია საქმე??? :/
აღარაა დრო - შეხვედრების , წვიმიან საღამოს აივნისკარგამოღებულ ჩემს ოთახში ჯდომის , ჩაი/ლუდის სმის და ცნობიერება მართავს ყოფიერებას თუ პირიქით ამაზე დისკუსიის...
მიდის ცხოვრება და ალბათ ყველა ცხოვრების ფერხულში ვართ ჩაბმულები და თითქოს იმის დროც კი აღარ რჩება - რომ იფიქრო/განსაჯო/იაზროვნო. დამთავრდა ბავშობა/სტუდენტობის ხანა- როცა დრო თავზე საყრელი იყო ფეხით საბოდიალოდ, მხართეძოზე წამოსაგორებლად, ერთმანეთის სახლში დასარჩენად და ღამეების გასათენებლად ...
ახლა უნდა ვიმუშაოთ/ვიშრომოთ/ფული ვაკეთოთ ... აიტ, პრაგმატიზმი მკლავს , ემოციებს და გრძნობებს მიბლაგვებს ...თვიდან-თვემდე იმაზე ფიქრს ვანდომებ მგონი ყველაზე დიდ დროს ხელფასი როგორ გავანაწილო და რა -რას მოვახმარო ...
ადრე ვფიქრობდი, რომ არ ვცხოვრობთქო -ცხოვრება მიდის მე უბრალოდ დამკვირვებელი ვარ, განზე ვდგავარ და ყველაფერს ვუყურებ და ვაანალიზებ დამეტი არაფერიოთქო- მე კიდე ცხოვრება მინდათქო!!!
ჰოდა აჰა ცხოვრება - შენი ცხოვრება!
ახლა ვცხოვრობ ვითომ - ეს მინდოდა დავიჯერო?
მომენატრა , მომენატრა , მომენატრა!!!
გაზაფხულის საღამოს ტრიალ მინდორზე ”ჩემს”ხესთან ბალახზე წამოგორება და არა პოლიტიკაზე, არა ეკონომიკაზე, არა კაცებზე, არამედ ადამიანურ-ფსიქოლოგიურფილოსოფიურ- თემებზე საუბარი !
მ ო მ ე ნ ა ტ რ ა !

p.s. თავს უფლება მივეცი ეს ძველი პოსტი გამეხსენებინა ჩემი ამჟამინდელი განწყობისგამო
6 comments:
vai, ukve vigrdzeni rogor momenatreba mec
:(
არაფერი ჯობია ასეთ ფსიქოფილოსოფიურ საუბრებს... მაგრამ, hell, დრო როგორ გარბის და ჩვენც მიგვათრევს თავის ნებაზე :(
ეჰხთ
lebron 13
yeezy shoes
converse shoes
goyard handbags
yeezy boost
jordan shoes
golden goose starter
goyard
jimmy choo shoes
jordan shoes
goyard bags
golden goose shoes
yeezy
goyard handbags
adidas yeezy
golden goose sneakers
balenciaga
golden goose sneakers
golden goose
goyard handbags
Post a Comment