Saturday, December 26, 2009

დედაჩემის ნაძვისხე და ბავშვობის სათამაშოები

სიმართლე გითხრათ ნაძვისხის დადგმას საერთოდ არ ვაპირებდი, ან კი ვისთვის უნდა დამედგა- ყველაზე პატარა მე ვარ ოჯახში  ( მართალია პატარა ძმიშვილი მყავს , მაგრამ ერთი რომ აქ არ ცხოვრობს და მეორე ვეჭვობ მისი ნაძვისხესთან თავისუფლად მიშვება ნაადრევია). ჰოდა უცბად გუშინ საღამოს ჩემს არაქართველ მეგობრებს შობას რომ ვულოცავდი- ჩემშიც სადღესასწაულო განწყობა შემოიჭრა, დღეს დილას მოვაძებნინე დედაჩემს ნაძვისხე და სათამაშოები და ვუთხარი რომ საღამოს დავდგავდი.

მთელი დღე ამის გამო სახლში მომეჩქარებოდა და აი შემოვდგი სახლში ფეხი და რას ვხედავ- სახლი წვიმებით არის მორთული და ზალაში ნაძვისხე ანათებს : )
შემომეყარა გულზე მაგრამ რაღას ვიზამდი, დედაჩემს ყველაფერი უჩემოდ გაუკეთებია და თანაც თავის გემოვნებისამებრ : )
აი რას ნიშნავს მისი გემოვნება

მოკლედ ხედავთ რაც არის - ყველა სათამაშო ძველიც და ახალიც ზედ მიუბავს და რასაც ქვია დაუხუნძლია. ნუ რას ვიზამდი ერთი კი დავიწუწუნე რაამბავიათქო, მაგრამ მერე დავანებე თავი. თან ძველმა სათამაშოებმა ბავშობის მოგონებები აღმიძრა და გამახსენდა როგორ ვრთავდით მე ჩემი და და ჩემი ძმა ნაძვისხეს და როგორ ვუდებდით გვერდზე პლასტმასის თოვლისბაბუას , როგორ ვუმალავდით ნაძვისხის ძირს ბამბებით, როგორ ვაწებებდით ჭერში წვიმებს და როგორ ვაჭრელებდით მთელ სახლს ბუშტებით და ბრჭყვიალა რამე-რუმეებით. დაახლოებით ისე გამოიყურებოდა ჩვენი ნაძვისხეც , როგორც დედაჩემის : )




ეს ძველისძველი სათამაშოები შეიძლება უკვე ჩემი ხნისაც არიან :)
მოკლედ ასე მოირთო ჩემს სახლში ნაძვისხე უჩემოდ , მეც არც ვაციე არც ვაცხელე და რადგან ახალწელს მაინც აქ არ ვხდები და რადგან ძალიან მინდოდა დღეს ყოფილიყო ჩვენთანაც შობა და კიდე რადგან ვერ მოვითმინე - ავდექი და საახალწლო საჩუქრები გადმოვულაგე : ) ძალიან მოეწონათ.
ესეც ჩემი 25 დეკემბერი და სადღესასწაულო განწყობა :)


8 comments:

vasasi said...

heh..
magaria.. :)

me ar miyvars nadzvis xis morTva..

adre me, mama da Cemi dzma vrTavdit xolme nadzvis xes da dzalian magrad vertobodit, axla chemi dzma rtav xolme marto da isic 31-shi.. :D

Toma said...

ra lamaziaaaa :)
mikvars lamazi nadzvis xeebi :)
aba chemi maxinjoba gamovida :)

Keti said...

:))

ლამაზი ფოტოებია :)

Kate said...

აუ როგორ მეზარება ახალი წელი და ნაძვის ხის მორთვა. :ს

უბრალოდ said...

ნაძვისხეო ნაძვისხეო ლამაზო და მშვენიეროოო
თუ როგორ არის ეგააა?

ბაღში რეებს გვამღერებდნენ ნაძვისხესთან ახსოვს ვინმეს?

raybanoutlet001 said...

nba jerseys
mlb jerseys
polo ralph lauren
air jordan 4
nfl jerseys wholesale
ralph lauren outlet
coach handbags
oakley sunglasses wholesale
cheap ray bans
golden state warriors jerseys

QQQQQQQQQ said...

curry 4 shoes
michael kors uk
cat boots
kyrie shoes
off white x jordan 1
longchamp bags
yeezy boost 350
pandora bracelet
nike basketball shoes
kd shoes

Unknown said...

nike shox outlet
vans outlet
lebron 15
fitflops sale clearance
adidas outlet
off white nike
moncler
air max
goyard handbags
hermes handbags