Friday, January 22, 2010

24 სექტემბერს დაკარგული ქალიშვილობა- იძებნება


 სათაური არ შეიმჩნიოთ! ან შეიმჩნიეთ და განაგრძეთ კითხვა. დღეს ამ მოსაწყენ თემაზე, როგორიც ქალიშვილობაა არ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას :D


”-ქალიშვილობა დავკარგე 24.09.09”
”-დაგეხმარები მოძებნაში 15.01.10”

ესეთი შეხმატკბილებული დიალოგი წავიკითხე დღეს ავტობუსის სკამის ზურგზე . ჯერ გავვოცდი , მერე გამეცინა და მერე წავედი ფიქრებში.
წარმოვიდგინე რეალური სიტუაცია ( არა ის არა რაც თქვენ იფიქრეთ) - ვინმე ორი ლაწირაკი ჯდება ავტობუსის უკანა სკამებზე. მათ წინ ზის ორი ”დაქალუშკა” გოგო , რომლებიც ხმამაღლა ყვებიან თაკოს დაბ.დღის ამბავს და იცინიან და ა.შ. ”ლაწირაკები” ყურს უგდებენ ”დაქალუშკებს” და შიგადაშიგ ხორხოცობენ ,მაგრამ რეალურად ვერაფერს შვებიან ისეთს რომ ”დაქალუშკებთან” დიალოგი შედგეს. ერთერთი მათგანი ”კაიფის” მიზნით იღებს კალამს და ერთერთი ”დაქალუშკას” სკამის საზურგეს აწერს პირველ ფრაზას:”-ქალიშვილობა დავკარგე 24.09.09-ში”
ახლა გადავხტეთ ცოტა მომავალში და მეორე სიტუაცია - სხვა ”ლაწირაკები” სხდებიან უკანა სიდენიაზე და ხედავენ წარწერას.თავიდან ცოტა უკვირთ , მერე ხარხარებენ, ფიქრებში ფრაზის ავტორად წარმოიდგენენ ვინმე სასურველ გოგონას  და ბოლოს უწერენ პასუხს”-დაგეხმარები მოძებნაში 15.01.10” და იქვე ::უსერ-ის სახის სიცილაკსაც უხატავენ .

მოდით ახლა ეს ორი მომენტი ერთდროულად წარმოვიდგინოთ დროის ერთ მონაკვეთში - გავყოთ ეკრანი და მარჯვენა მხარეს ვუყუროთ როგორ წერს პირველი ლაწირაკი პირველ ფრაზას და მარჯვენა მხარეს -მეორე ლაწირაკი-მეორე ფრაზას .უცბად შუახაზე ანუ გაყოფილი ეკრანი გაერთიოანდეს და ამ ორმა ლაწირაკმა ერთმანეთს გახედოს . - რა სასაცილო სიტუაციაა :))
ეს წარმოვიდგინე და მთელი გზა სულელივით ვხარხარებდი .
მინდოდა ფოტო გადამეღო მაგრამ გვერდზე ისეთი ”მომასწავლებვლო” ქალი მეჯდა რომ ვერ გავბედე :(
მოკლედ ჩვენი ავტობუსების სკამების ზურგების შემხედვარეს  -მგონი ის დროა ასეთი რაღაცეები მოიფიქროს თბილისის მერიამ :)