Tuesday, January 05, 2010

ტკბილეული

ჩემზე მსუნაგი ბავშვი  დედამიწაზე არ მეგულება.
რომ ვიხსენებ რამდენ კამფეტს, შოკოლადს,ნამცხვარს და გოზინაყს ვჭამდი ახალ წელს მიკვირს - კბილები როგორ შემრჩა.
ახალი წლების შემდეგ ჩემი ყველა უჯრა დიდ სანაგვედ იყო ქცეული ათასგვარი კამფეტების ნაფრცქვენებსგან, ყველა შარვლის და ქურთუკის ჯიბეებიც გამოტენილი მქონდა - ამას მოწმობს ამასწინათ ნაპოვნი კამფეტი ჩემი ბავშობის შარვალში : )
მუდამ ჩხუბი იყო და მუდამ მიშლიდნენ ამდენი ტკბილის ჭამას, თუმცაღა არ ვეპუებოდი და ნამცხვრის ცომის ჯამებსაც სიამოვნებით ვტლაკავდი, კრემების ჯამებზე რომ არაფერი ვთქვათ : ))

ერთელ მახსოვს მე და ჩემმა დამ ერთი დიდი შოკოლადის პლიტკა მოვიპარეთ და ტუალეტში ჩავიკეტეთ საჭმელად. თუმცა იმხელა იყო ვერ მოვერიეთ და ნახევარს უნიტაზში გადავუძახეთ. ახლაც მახსოვს იმ შოკოლადის გემო : )

დღეს რა ვითარებაა ამ მხრივ არ გაინტერესებთ?

ამ ახალ წელს შევჭამე 1 ნაჭერი გოზინაყი, ორი შოკოლადის კამფეტი და ერთი ნაჭერი ნამცხვარი.
სასწაული პირდაპირ! :)
არ ვიცი რამ შემცვალა ასე მაგრამ ცხადია , რომ აღარც ნაყინზე აღარ ვგიჟდები - (ძლივს შევჭამე გლანდების ოპერაციის მერე  ერთი ცალი),  აღარც კამფეტები მიყვარს და ნამცხვარსაც ნახევარ ნაჭერს ძლივს ვქაჩავ.


არადა ბავშობაში ვერასდროს ვერ წარმომედგინა თუ ამ მდგომარეობაში ვიქნებოდი, მიკვირდა იმ ადამიანების , რომლებსაც შეეძლოთ ვაზაში ჩაწყობილი კამფეტებისთვის გულგრილად ეცქირათ.

დღესდღეობითაც მინდება ხოლმე ტკბილი  - მაგრამ შავი პლიტკა შოკოლადით ან პატარა არატკბილი ნამცხვრითაც მშვენივრად ვკმაყოფილდები .თუმცაღა ახალი ტკბილეულის გასინჯვა-დაგემოვნებაზე მაინც არასდროს ვამბობ უარს.

მაინტერესებს რატომ გიჟდება ყველა ბავშვი და მგონი მოხუციც ტკბილეულზე და რამდენ ტკბილეულის არ მოყვარულ ადამიანს შეხვედრილხართ ?

12 comments:

Tomushka said...

tkbileuli miyvarda, miyvars da ase mgonia mudam meyvareba!!
simsunage ki samcuxarod mxolod tkbileuls ar exeba :D :D :D

ჩორვენი¹³ said...

me dgemde uzomo raodenobis tkbileuli shemizlia vshtantqa dasanania ubralod rom mteli es raodenoba chems trakze isaxeba pirdapir :S

Na[Na]Ko said...

ტკბილეული მეც ძალიან მიყვარს! :)

vasasi said...

ჰეჰ, მეც ეგრე ვარ...
გამიარა ტკბილეულის სიყვარულმა..

არადა, ბავშვობაში მაღაზიის გამყიდველობაზე ვოცნებობდი, მეგონა, იმათი იყო ყველაფერი, ჩავიკეტებოდი და სულ მე შევჭამდი კანფეტებს.. :დ

Avrora said...

გინახავს მულტფილმი Mary & Max ? მერი ამერიკელი გოგონაა, მაქსი ავსტრალიელი, 50 წელს მიტანებული კაცი. ისინი მიმოწერით მეგობრობენ და ერთმანეთს წერილებთან ერთად ათასგვარ სასუნავს,შოკოლადს, ნამცხვრებს უგზავნიან. ნამდვილი ტკბილეულის მოყვარულები რომ ნახო, მერი და მაქსი უნდა გაიცნო
http://vimeo.com/7422326
პ.ს. ეს გმირები ამას გარდა, ბევრი სხვა საინტერესო თვისებით გამოირჩევიან გარშემომყოფებისაგან

ჯორჯ პაიკი said...

მართალი ხარ, მოხუცებსაც ძალიან უყვართ ტკბილეული. მე პირადად ჯერ რამე ტკბილს შევჭამ ხოლმე და ზედ აჯიკას ვაყოლებ, ისე არ შემიძლია ბევრი ტკბილის ჭამა. :)

უბრალოდ said...

Avrora
ვუი არ მინახავს, მაგრამ დამაინტერესა : ) აბაა ვნახოთ რა არის.

ჯორჯ პაიკი
ჰოოო მეც ეგრე ვარ, ოღონდ მჭავე კიტრის დაყოლება მიყვარს :D

თინი said...

აუ,წელს გოზინაყი ვერ ვჭამე საერთოდ, არ ვიცი რატომ :|
დანარჩენი კიდევ, ვგიჟდები ისე მიყვარს ტკბილეული :))ნაყინი განსაკუთრებით :დ
შოკოლადიც:ლავ:

აუ ერთხელ დამემართა, სისხლის ანალიზი მქონდა გაკეთებული და სუსტად ვიყავი და მირჩიეს შოკოლადი ჭამეო. ვეერ გავიკარე იმ დღისით შოკოლადი, აი ვერ შევჭამე :დ როცა საჭირო იყო მაშინ ვერ ვჭამე და გუშინ კიდე მთელი ფილა მარტომ შევჭამე :|
გგგ

Coach Factory said...

ferragamo shoes, supra shoes, abercrombie and fitch, ray ban pas cher, wedding dresses, nfl jerseys, reebok outlet, hermes, juicy couture outlet, air max, lululemon, p90x, ghd, timberland, mulberry, lancel, hogan, new balance shoes, birkin bag, mont blanc, asics, nike air max, ugg boots, soccer jerseys, hollister, rolex watches, north face outlet, beats by dre, montre pas cher, nike free, louis vuitton, ugg boots, herve leger, chi flat iron, vans, ralph lauren, oakley pas cher, jimmy choo, insanity, converse shoes, louis vuitton, karen millen, celine handbags, bottega veneta, marc jacobs, soccer shoes, mcm handbags, yoga pants, burberry, valentino shoes

Coach Factory said...

oakley outlet, moncler outlet, oakley vault, rayban, ray-ban, canada goose outlet, oakley vault, oakley sunglasses cheap, cheap sunglasses, cheap oakley, ugg boots, ugg, ray ban, ralph lauren, oakley vault, ray ban outlet, raybans, ray ban, cheap sunglasses, ray ban sunglasses outlet, louboutin, oakley, cheap sunglasses, canada goose, canada goose, canada goose, cheap oakley sunglasses, cheap oakley sunglasses, ray bans, oakley sunglasses outlet, oakley sunglasses cheap, oakley sunglasses outlet, discount oakley sunglasses, ray ban, ray bans, rayban, cheap oakley sunglasses, tn pas cher, ray ban outlet, oakley outlet, oakley outlet, moncler, oakley sunglasses outlet, canada goose, gucci, moncler, moncler, canada goose outlet, oakley sunglasses cheap

Coach Factory said...

coach factory, oakley sunglasses, polo ralph lauren outlet, kate spade outlet, michael kors, ray ban sunglasses, michael kors outlet, louboutin, ray ban, longchamp, louis vuitton handbags, air jordan, louboutin, prada handbags, gucci outlet, oakley sunglasses, prada outlet, coach outlet store, nike shoes, louis vuitton, polo ralph lauren, air max, michael kors outlet, louboutin, michael kors outlet, toms shoes, tory burch outlet, burberry outlet online, tiffany and co, air max, jordan shoes, nike air max, coach outlet, true religion jeans, oakley sunglasses, ray ban sunglasses, burberry outlet online, nike free, michael kors, true religion outlet, louis vuitton outlet online, true religion, chanel handbags, polo ralph lauren outlet, coach purses, nike air max, nike free, ralph lauren, longchamp outlet

Unknown said...

new york knicks
abercrombie and fitch kids
golden state warriors
hugo boss sale
michael kors handbags clearance
adidas nmd
salomon boots
nike huarache
birkenstock sandals
nike blazer pas cher