უცნაურია ცხოვრება და ჩახლართულია ჯაჭვები , რომლებიც წარსულს, აწმყოს და მომავალს ერთმანეთს აკავშირებს. ადამიანები , რომლებიც წარსულში დატოვე და სხვა ადამიანების საშუალებით მომავალში გახსენებენ თავს...
რაღაცეები ისეთი ხდება ცხოვრებაში რაც არასდროს დაგავიწყდება,
რაც წარუშლელ კვალს დატოვებს შენს გულში და გარდამტეხ როლსაც შეასრულებს...
რაღაცეეები ისეთი ხდება ცხოვრებაში, რაც შეიძლება ”ბავშურია” , მაგრამ მსგავსი განცდები შეიძლება არცერთ ”დიდურ” რამე-რუმეებს აღარ ჰქონდეს...
ელენა ფროლოვას ამ სიმღერას ერთი დიდი დეპრესიის შემდეგ ვეღარ ვუსმენ და ვერც ამ სიმღერის მოტივებზე დაწერილ ამ ლექს ვკითხულობ ...
მაგრამ ისტორიაა , ჩემი ნაწილია და იყოს აქ.
სწორედ ახლა და ამ დროს.
***
მაშინ
როცა შევწყვიტავ სიარულს,
როცა ვისწავლი ფრენას,
როცა ჰაერი ვიქნები
მაშინ აღარაფრად
ეღირება
სიკვდილი,
მაშინ აღარაფრად ეღირება სიცოცხლე...
დამრთე ნება
გისურვო!
მაშინ როცა შევწყვეტ სიკვდილს
მაშინ როცა
აღარ იქნება საჭირო
სიარული
დამრთე ნება
მივეფინო შენს ტუჩებს,
შემოვიხვიო შენი ფრთები
და ვიტირო აუჩქარებლად,
რომ ჩაეფინოს
ჩემი მზე
შენი სულის სიღრმეში.
მაშინ როცა შევწყვეტ სიარულს
და ცაში ავიჭრები
მაშინ როცა ვიფარფატებ
მაშინ, როცა
შევმსუბუქდები.
დამრთე ნება
ჩავიძირო შენი სულის სიღრმეში.
მაშინ როცა დავამთავრებ სიცოცხლეს
მომიშვი შენთან
რათა გამითბო სული.
დამრთე ნება
მიყვარდე
ჩემი სულის სიღრმეში.
მაშინ როცა ცაში ავიჭრები
დამრთე ნება
ვიფრინო შენთან ერთად....
გადმოწერეთ თუ დეპრესია გინდათ :)
http://www.link.ge/file/303443/119.mp3.html
3 comments:
qet <3 <3 <3 <3 uamravi!
ფრენა კარგი რამეა და მეც მინდოდა დიდხანს...
უფრო ადრე რომ მენახა, გადმოვწერდი, მაგრამ დღეს უკვე აღარ მინდა დეპრესია.
iyo dro , roca am simgeras vusmendi ara imitom rom depresia mindoda, imitom rom mesmineboda :D
axla vegar vusmen :|
Post a Comment