Friday, January 08, 2010

ბობ დილანი

პოსტი ეძღვნება ჩემს კუმირს!
                                                                          ”ბედნიერება არ არის რაიმე გზაზე. ბედნიერება თავადაა გზა” 

ბობ დილანი - ამერიკელი  მუსიკოსი (ვოკალი, გიტარა, ჰარმონიკა, ფორტეპიანო), მომღერალი, ლირიკოსი , კომპოზიტორი, პოეტი , მხატვარი და მწერალი.
ზედმეტსახელები- ბობი, ციმი, პროტესტის ხმა, თაობის ხმა, მგოსანი.


 მისი შემოქმედების ზენიტი იყო 60-იანი წლები , როცა იგი სახალხო გმირი ხოლო მისი სიმღერები ”Blowin' in the Wind" და"The Times They Are a-Changin'" სახალხო მოძრაობის ჰიმნი გახდა.
თავისი კარიერის განმავლობაში დილანმა მიიღო მრავალი ჯილდო, მისმა სიმღერებმა მოიპოვეს გრემი, ოქროს გლობუსი , აკადემიური ჯილდო და 1999 წელს იგი შევიდა საუკუნის ას ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს შორის, ხოლო 1997 წელს  დილანი გახდა ერთ-ერთი იმ ხუთ ადამიანს შორის, ვისაც წილად ხვდა ყველაზე გამორჩეული კენედის ცენტრის ჯილდო. იგი დილანს მიანიჭეს მისი ღვაწლისა და შემოქმედებისათვის.
  ბობ დილანის  ლირიკა დატვირთულია პოლიტიკურ, სოციალური, ფილოსოფიური და ლიტერატურული ტექსტებით. მისმა  მუსიკამ კი  განიცადა მრავალი ჟანრის - ფოლკლორის, ბლუზის, ქანთრის, როკის, როკინროლის, ჯაზის, სვინგის ,
შოტლანდიური და ირლანდიური მუსიკის ზეგავლენა.


ბიოგრაფია:
    ნამდვილი სახელი რობერტ ალენ ციმერმანი , დაიბადა 1941 წლის 24 მაისს , ამერიკის ქალაქ დულუთაში, ებრაელების ოჯახში. 1947 წელს ბობის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სხვა პატარა ქალაქ ჰიბინგში. აქ გაატარა პატარა ბიჭმა თავისი ბავშვობა, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა და არც არანაირად არ მიანიშნებდა მომავალ ბრწყინვალე კარიერაზე.
   პატარა რობერტი გამუდმებით უსმენდა რადიოს  , თავიდან ბლუზის და ქანთრის, მოგვიანებით კი როკის და როკინროლის რადიოსადგურებს . დაახლოებით 10 წლისამ  დაიწყო ლექსების წერა და ამავე დროს გიტარაზე  და ფორტეპიანოზე დაკვრა. მასზე
 გავლენა მოახდინა ელვის პრესლიმ, ჯერი ლი ლიუისმა და ადრეული როკენროლის სხვა  ვარსკვლავებმა. უკვე სკოლაში შექმნა თავისი პირველი სამოყვარულო ჯგუფები (”The Shadow Blasters” და ”The Golden Chords”).
     ბობის მამას უნდოდა იგი თავის ბიზნესში ჩაერთო, როგორ არ სცადა მან შვილის დაინტერესება მაგრამ არაფერი გამოუვიდა, დედამისიც ნერვიულობდა, არწმუნებდა შვილს რომ თავისი ლექსებით და მუსიკით მშიერი დაიღუპებოდა , მაგრამ ბობი არ უსმენდა მათ. სკოლის დამთავრებისთანავე მან დატოვა ოჯახი და მეგობრები და 1959 წელს საცხოვრებლად  მინიაპოლისში გადავიდა. ახალგაზრდა ბობს ცხოვრება იზიდავდა  და ისიც მიჰყვებოდა მას თავისუფლად,  აინტერესებდა როგორია
იყო უსახლკაროდ,
ყველასთვის უცნობი ,
like a rolling stone...

 მინიაპოლისში ბობი აბარებს უნივერსიტეტში, მაგრამ მისი მუსიკით დაინტერესების გამო , უფროდაუფრო იშვიათად ესწრება ლექციებს. სწავლის მაგივრად , იწყებს ღამის კლუბებში სიმღერას , გიტარაზე და პირის ჰარმონიკაზე დაკვრას უფროდაუფრო ხვეწს და  იმუშავებს იმ ხმის ტემბრს , რომელიც დროთა განმავლობაში მისი სავიზიტო ბარათი ხდება. სწორედ ამ პერიოდში ირქმევს იგი ბობ დილანს. ფსევდონიმის ისტორია ასეთია: სახლიდან წამოსვლის შემდეგ იგი თავის თავს რობერტ ელანს უწოდებდა , მოსწონდა რადგან შოტლანდიელი მეფეების სახელისავით ჟღერდა...შემდეგ დილან თომასის პოეზიას გაეცნო და ძალიან მოეწონა , ნელნელა გადაასხვაფერა ბგერები და უფრო მჟღერი და ყველასთვის დასამახსოვრებელი  ფსევდონიმი მიიღო : ბობ დილანი .

კარიერა და ალბომები
1961 წელს ბობ დილანი გადავიდა ნიუ იორკში. აქ მან კავშირი დაამყარა Columbia Records-თან და გამოუშვა თავისი პირველი ალბომი(”Bob Dylan” ,1962). ამ დროისთვის დილანის სახელი თანდათან სცდება ფოლკ-შემსრულებელთა ვიწრო წრის ფარგლებს. თუმცა პირველი ალბომი ჯერ კიდევ არ იძლეოდა წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა შედევრებს შექმნიდა ეს მუსიკოსი მომავალში.
     1963 წელს გამოშვებულ “The Freewheelin”-ში  იყო ორი ისეთი  სიმღერა, რომელმაც მყარად დაიკავა ადგილი 60-იანი წლების ბევრი ფოლკ-შემსრულებლის რეპერტუარში (“Blowin' In The Wind” და “A Hard Rain's A-Gonna Fall”). 1963 წელს, მარტინ ლუთერ კინგის სახალხო მოძრაობამ და მძიმე პილიტიკურმა ვითარებამ გავლენა იქონია მორიგ ალბომზე"The time they are a changing", რომელიც უფრო პოლიტიზებული და ცინიკური იყო.
     1964-1965 წლებში ბობ დილანი მკვეთრად იცვლის თავის მიმართულებას და ფოკლორის სცენიდან -ფოლკ-როკის სცენაზე ინაცვლებს, ამ დროისთვის იგი უშვებს თავის მორიგ ალბომს ”Another Side of Bob Dylan”(1964), სადაც შევიდა ბევრი სასიყვარულო-რომანტიკული სიმღერა. ამის შემდეგ დილანი გადაწყვეტს ცვლილებები შეიტანოს თავის მუსიკაში და ეს მშვენივრად გამოსდის თავის ახალ ალბომში  “Bringing It All Back Home”, რომელშიც პირველად იყენებს  ელექტრონულ ინსტრუმენტებს. ეს ალბომი შედგება მკვეთრი და გულახდილი სიმღერებისგან, მათ შორისაა ყველაზე დასამახსოვრებელი და ყველასთვის საყვარელი სიმღერა "Mr. Tambourine Man".  ბევრი კრიტიკოსი თვლის რომ ეს ალბომი და კიდევ მისი ორი შემდგომი ალბომები ”Highway 61 Revisited”(1965) და ”Blonde on Blonde” (1966) წარმოადგენენ  XX საუკუნის უდიდეს კულტურულ მიღწევას, ხოლო სიმღერა რომელიც Highway 61 Revisited-ში შევიდა "Like a Rolling Stone" დღემდე  მსოფლიო ჰიტად ითვლება.          
       წარმატებუბული ალბომების შემდეგ დილანმა აწყობს მსოფლიო ტურნეს , მაგრამ ნიუ-იორკში დაბრუნებისთანავე ხვდება  ავარიაში და სერიოზულ  ტრამვებს იღებს, რის შემდეგაც 8 წლის განმავლობაში მას  ტურნე აღარ ჰქონია. ეს ავარია -დღემდე საიდუმლოებით მოცულია, რადგან არც სასწრაფო გამოიძახეს  და მიუხედავად მძიმე დაშავებებისა  არც თავად მუსიკოსი იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი. ამ ავარიამ დიდი როლი ითამაშა ბობ დილანის ცხოვრებაში , იგი გარკვეულწილად ჩამოშორდა იმ საზოგადოებას რომელშიც ტრიალებდა და ეს ასე ახსნა ” ამ ავარიით მე ამეხილა თვალები, მივხდი რომ  წურბელებისთვის ვმუშაობდი და ეს  ნამდვილად არ მინდოდა”

1974 წლიდან იგი მთლიანად უბრუნდება სცენას, ხოლო მანამდე 2 წლით ადრე წერს საუნდტრეკს ფილმისთვის ”Pat Garrett and Billy the Kid”, რომელზეც 150 ქავერი გაკეთდა სხვადასხვა მუსიკოსების, ჯგუფების თუ მომღერლების მიერ. ეს გახლავთ ლეგენდარული და ყველასათვის საყვარელი სიმღერა "Knockin' on Heaven's Door".
       70-იანი წლების მეორე ნახევრის მისი შემოქმედების მთავარი თემა ხდება ქრისტიანობა, შთაგონების წყარო - ბიბლია, მთავარი ჟანრი - როკი. დილანი იღებს ქრისტიანობას .ფანების და მუსიკოსების დიდი ნაწილი  მის ამ ნაბიჯს გმობს. მაგრამ დილანი  არ ეპუება და  უშვებს ქრისტიანული იდეოლოგიით  გაჯერებულ ალბომებს ”Saved” და  ”Slow Train Coming”. ეს უკანასკნელი  კრიტიკოსებისთვის მოულოდნელად კომერციულად წარმატებული ხდება ,და იღებს გრემის ჯილდოს ხოლო დილანი  საუკეთესო  მომღერლი მამაკაცისთვის განკუთვნილი პრიზს.
 80იანი წლებს იგი ტურნეებით იწყებს , სადაც  ასრულებს როგორც ახალ ასევე მის 60 
      წლების ცნობილ ჰიტებს. ამ პერიოდის აღსანიშნავი ალბომებია ”Infidels” (1983), ”Biograph ” (1985); ”Knocked Out Loaded” (1986) და  ”Oh Mercy” (1989), რომელიც აღიარებული იქნა ყველაზე  საუკთესო ალბომად წლების განმავლობაში.
     1997 წლის დასაწყისში თაყვანისმცემლებს, რომლებიც ცხოვრებას მათი კუმირის  მომდევნო აღმოცენების მოლოდინში ატარებდნენ, ოპტიმიზმისთვის მიზეზი მიეცათ. ცნობილმა მუსიკოსმა ჯიმ დიკინსონმა ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოისმინა ბობის რამდენიმე ახალი ჩანაწერი და ერთ-ერთი კომპოზიცია, რომლის ხანგრძლივობაც 17 წუთია, იმდენად კარგია, რომ “მისთვის წარმოუდგენელია იგი მალე ჰიტი არ გახდეს”. ჩვიდმეტწუთიანი თემა მალე მართლაც გადაიქცა ალბომ “Time Out Of Mind”-ის ერთ-ერთ სიმღერად “Highlands” რომელიც  კრიტიკოსების მიერ ნაქები და დილანისთვის ბოლო ათწლეულის პირველი ოქროს ალბომი გახდა. ალბომის წარმატება მართლაც შთამბეჭდავი იყო , მაგრამ მუსიკოსმა ავადმყოფობის გამო შეწყვიტა ტურნე. იგი საავადმყოფოში დაწვინეს, ”მე უკვე ვფიქრობდი რომ მალე ელვისს ვნახავდი”-ამბობდა დილანი შემდგომში, მაგრამ საბედნიეროდ იგი მალევე გამოკეთდა და ამავე წელს შეძლო მონაწილეობა მიეღო რომის პაპი იოანე პავლე  II-ის მიერ გამართულ საქველმოქმედო კონცერტში.
      შემდგომ წლებში მუსიკოსი კვლავ წარმატებით აგრძელებს თავის შემოქმედებით  კარიერას. 2000 წელს მისი სიმღერა "Things Have Changed" ფილმიდან Wonder Boys იღებს   ოქროს გლობუსს საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის.

ოჯახი
ბობ დილანი ორჯერ დაქორწინდა  მისი პირველი ცოლი ყოფილი მოდელი სარა ლოუნდისი იყო, რომელთანაც ჰყავს 4 შვილი და ერთი გერი, ხოლო მეორე ცოლი გახლდათ მომღერალი კეროლინ დენისი, რომელთანაც ერთი ქალიშვილი შეეძინა. მისი ორივე ქორწინება განშორებით დასრულდა.  დღესდღეობით ჰყავს 9 შვილიშვილი, აქედან 4 თავისი გერისგან. იგი ყოველთვის ამბობდა რომ ოჯახი მისთვის პირველ ადგილზე დგას, ამას ადასტურებს მანქანაზე  მისი საამაყო წარწერა ”მსოფლიოში საუკეთესო ბაბუა”.

ქრონიკა და ფილმები 
მიუხედავად დილანის  ხშირი გამოჩენებისა საზოგადოებაში, იგი ყველაზე ამოუცნობ ფიგურად რჩება მუსიკალურ სამყაროში. მასზე ძალზე ცოტა რამაა ცნობილი, იგი არ მონაწილეობს სატელევიზიო შოუებში ,როგორც ამას სხვები აკეთებენ და არც მაინცდამაინც ჟურნალისტებს სწყალობს. მისი მცირე ინტერვიუები კი უფრო თავგზას უბნევს მკვლევარებს, ვიდრე ეხმარება მათ. თუმცა იგი ნელნელა მაინც იწყებს ლაპარაკს წარსულზე.
    2004 წელს გამოიცა მისი პირველი ავტობიოგრაფიული ქრონიკა ”Chronicles:Volume  One”, დაახლოებით ერთ   წელში  ცნობილმა რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ  გადაიღო დოკუმენტური ფილმი ”No Direction Home” ბობ დილანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე,  ხოლო 2007 წელს გამოვიდა  ტოდ ჰაინეს მიერ გადაღებული მხატვრული  ფილმი I'm Not There, რომელიც ბობ დილანის  მუსიკას და ცხოვრებას ეძღვნება. რეჟისორი იყენებს ექვს განსხვავებულ სახეს, რათა აღწეროს  ექვსი სრულიან განსხვავებული ასპექტი ბობ დილანის ცხოვრებისა. ფილმის საუნდტრეკები გამოყენებულია სხვადასხვა მუსიკოს- შემსრულებლების  მიერ დილანის სიმღერების ქავერები და დილანის გამოუქვეყნებელ ჩანაწერი, რომლის სახელიც დაერქვა ფილმს.


საინტერესო ფაქტები :
იმ მუსიკოსებს შორის რომლებმაც აღიარეს დილანის  დიდი გავლენა არიან : ნეილ იანგი,  ბრიუს სპრინგსტინი , დევიდ ბოუვი, ბონო, სიდ ბარეტი, პოლ საიმონი, ნიქ ქეივი, ტომ ვეითსი და სხვა მრავალი.
დღემდე გაყიდულია ბობ დილანის 35 მილიონზე მეტი  ჩანაწერი.
მისი სიმღერების ქავერები შესრულებული იქნა 3 000ზე მეტი მუსიკოსის მიერ, მათ შორის არიან : ჯონი ქეში, ჯიმი ჰენდრიქსი, ერიკ კლეპტონი, ჯო კოკერი, ბონო, დაიანა როსი, როდ სტიუარტი და სხვები.
"All Along the Watchtower" არის სიმღერა რომელიც ყველაზე მეტჯერ ( 2000) იქნა შესრულებული.

ცოცხალი ლეგენდა
ბობ დილანი ახლაც თავის ”უსასრულო ”ტურნეში იმყოფება ("Never Ending Tour") და  ატარებს კონცერტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. პარალელურად წერს წიგნებს და აწყობს გამოფენებს. მუსიკოსმა თავისი ბოლო წიგნი ”Forever Young” (მარად ახალგაზრდა) ბავშვებს მიუძღვნა ”ესაა გულისამაჩუყებელი და ჭკუის სასწავლებელი ისტორია იმის შესახებ, რომ ამქვეყნად ადამიანისთვის უმთავრესი სიკეთის კეთებაა”(გამომცემლობა Simon and Schuster-ის რელიზი), 2007 წელს კი პირველად მოეწყო დილანის ნახატების გამოფენა გერმანიაში, რომელიც დღემდე გრძელდება. 2008 წლის აპრილში ბობი ამერიკის ნაციონალურ კულტურაში შეტანილი შეუფასებელი წვლილისთვის პულიტცერის პრემიით დაჯილდოვდა.
               ბობ დილანის შემოქმედება დღესაც თანამედროვე და აქტუალურია იმიტომ რომ იგი ამ  დროის შვილია- ცხოვრობს და ვითარდება ამ დროის კანონების და არა მხოლოდ შოუბიზნესის მიხედვით . ”ბობმა გაანთავისუფლა გონება ისევე  როგორც ელვისმა სხეული”(ბრიუს სპრინგსტინი).
 მისი განუმეორებელი ხმით და დაუვიწყარი ლირიკით დილანმა გააერთიანა მუსიკის და  ლიტერატურის სამყარო , ისე როგორც ეს არავის გაუკეთებია აქამდე.

I LOVE HIM!

8 comments:

Anuschka said...

eeeeee, ამ პოსტზე რომ კომენტარი არ არის ძალიან მიკვირს!!!

ძალიან კარგი გოგო ხარ, ჯერ იმიტომ რომ დილანი გიყვარს და მეორეც იმიტომ, რომ გესმის რატომაც გიყვარს!
Must be Santa!!!

Lord Vader said...

წარდგენილი იყო და კიდევ იქნება ნობელის პრემიაზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ მისცემენ.
სამაგიეროდ პრინც ასტურიელის პრემია მიენიჭა ხელოვნების დარგში.

ქეთი said...

სიმართლე გითხრა მეც მიკვირდა რომ კომენტარი არ იყო, მაგრამ ალბათ უფრო სტატიის სიგრძიდან გამომდინარე, თუმცაღა შემოკლება არც მიფიქრია : )

მიხარია რომ მარტო არ ვარ :)

Lord Vader said...

დილანის სადებიუტო ჩანაწერი ჰარი ბელაფონტესთან ერთად.
http://alldrives.ge/main/linkform.php?f=f9f3507850f6bd4b

უბრალოდ said...

Lord Vader
მადლობა, მოვუსმენ აუცილებლად/

tatia said...

ძალიან გამახარა ამ პოსტის ნახვამ, რადგან ბობის სერიოზული თაყვანისმცემელი ვარ ! მადლობა ავტორს ბევრი რამე შეციტყვე. ნეტა ამ დაუსრულებელ ტურნეში საქართველოც მოხვდეს აუცილებლად წავიდოდი. ისე 85-ში ჩამოსული იყო ოღონდ არა კონცერტის ჩატარების მიზნით.

Unknown said...

ghd flat iron
ralph lauren outlet
instyler max
longchamps
pandora jewelry
nike tn pas cher
moncler jackets
jimmy choo shoes
houston texans jerseys
nike air max 90

John said...

coach outlet
coach outlet online
coach factory outlet
louboutin outlet
polo ralph lauren
coach factory outlet
coach factory outlet online
nike tn pas cher
ralph lauren uk
christian louboutin uk
20170406yuanyuan