Sunday, January 10, 2010

მასტერკლასი ვაკისპარკში

ჩემი ფოტო მასტერკლასი გრძელდება , რამდენიმე რეპორტაჟული პოსტი უკვე შემოგთავაზეთ (მაგ.ფოტოგადაღება: წყალი და პეპსი ), რომლებიც სტუდიაში გადაღებას ეხებოდა -დღევანდელი პოსტის და მასტერკლასის თემა კი გარე -ბუნებრივი -გადაღება გახლდათ.
გადასაღებ ადგილად ვაკისპარკი ავირჩიეთ და საკმაოდ გაამართლა. გაგვიმართლა რომ თბილი ამინდი იყო და ამავედროს  მზე არც ისე კაშკაშა, თან სქელი ჰაერის ფენებიც ლამაზად ავსებდა ბაღს.
შევისწავლეთ გარეგადაღების ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები როგორიც არის მზის მდებარეობა გადასაღებ ობიექტის მიმართ, მანძილი გადასაღებ ობიექტამდე და ფოკუსური მანძილის სიღრმე, კომპოზიციის ელემენტები და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებზეც აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას :)(რადგან ფოტოგრაფიით არ დაინტერესებული ადამიანისთვის ალბათ მოსაწყენი იქნება) უბრალოდ მინდა წარმოგიდგინოთ დღის საუკეთესო კადრები :

ჩემი ჯგუფელი ნინო (ავტორი მე)

მე (ავტორი ნინო)

კახა მასწავლებელი (ავტორი მე)

მასტერკლასის დამთავრებამდე სულ რამდენიმე გაკვეთილიღა დამრჩა- იმედი მაქვს -ეს გაკვეთილები ტყუილა არ ჩაივლის და აუცილებლად გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას :)

10 comments:

babisa said...

kargebia :)

imedia gamoiyeneb
chvenzec :D

♥ The Dream Teller ♥ said...

ვაუუ მომეოწნა ძალიან :)

ეჰ როგორ მიყვარს ფოტოგრაფია, და როგორ არ მაქვს აპარატი , რომ ჩემი ჭია მაინც გავახარო გადაღებით : (

წარმატებებს გისუურვებ მაგ სფეროში და არამარტო : )

Jane Evening said...

კარგი ფოტოებია!! და შეგიძლია მოგვაწოდო ინფორმაცია სად შეიძლება კურსების გავლა და ა.შ?

♥ The Dream Teller ♥, მეც როგორ მიყვარს და როგორ არც მე მაქვს აპარატი...რა ბედნიერი ვიქნებოდი..
ჩემს პირველ ხელფასს (ოდესმე რომ მექნება)დავხარჯავ მაგაში.

უბრალოდ said...

♥ The Dream Teller ♥
ჭიის გასახარებლად შეგიძლია რამე ლაითით დაიწყო.
მე ზენიტებით ვიღებდი წლების მანძილზე და ახლაც ძალიან მიყვარს .
50 ლარად იყიდი კარგს.

Jane Evening
კი ბატონო შემიძლია, ეს არის ფოტოლაიფ სტუდიო, ხილიანზე- ცოტახანში დაიწყებენ ახალ კურსებს.
შემიძლია ნომერიც მოგცე.
ან ვებგვერდი
http://photolife.ge/home.html

ჯორჯ პაიკი said...

კარგია შავ-თეთრი ფოტოები. ის შავი ძაღლი კი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. :)

clown said...

მომეოწნა ძალიან :)

ნან said...

კარგი ფოტოებია. პირველი განსაკუთრებით მომეწონა,

Sophie Golden said...

ახლა მეც დიდი დაკვირვებით ვუყურე სამივე ფოტოს და სამივე კარგად მომეჩვენა. But პირველში შენს მეგობარს სახე არ უჩანს და ეგ ნაკლებად მომეწონა, დანარჩენი სურათები ძალიან თბილია.

უბრალოდ said...

Sophie Golden
სამწუხაროდ არ უნდოდა სხვანაერად : /

***
მადლობა მეგობრებო მიხარია თუ მოგეწონათ :)

nati kuda said...

kargia, qet.