ალბათ ისე როგორც არასდროს ”დიდობაში”.
დღედღეზე ველოდები და მინდა დილას ფარდებს რომ გადავშლი არემარე შეთეთრებული დამხვდეს- აივნის მწვანე რკინებზე სქლად იდოს ფიფქების ფენა ...
დარწმუნებული ვარ გული ისევ ისე ამიჩქარდება და თვალები გამიბრწყინდება , როგორც ძველად, ბავშობაში.
- რა მოხდება რომ მოვიდეს ?
ვიფიქრე რამე კარგ ლექს მოვძებნი თოვლზეთქო და თან თანამედროვე პოეზიასაც გავეცნობითქო, მაგრამ როგორც ჩანს ახალი პოეტები აღარ წერენ თოვლზე :(
ხოლო რასაც მივაკვლიე საკმაოდ პესიმისტურები აღმოჩნდა და ცოტა არ იყოს და იმედები გამიცრუვდა ..
აი მაგალითად:
დავიდ-დეფი გოგიბედაშვილი - ”თოვლი”
თოვლს როცა ვხედავ, თვალი მიჭრელდება,
თოვლი საიქიოს ამბის მომყოლია...
თოვლი საიქიოს ამბის მომყოლია...
აღარ მინდა ასეთი თოვლი ...
ან ეს რა არის?
კარლო კაჭარავა- თოვლი
მაცხოვარი თოვლში იშვა
ლაზარე თოვლში აღსდგა
უძღები შვილი დაბრუნდა თოვლში
ტარიელ ბიბილური.
ლაზარე თოვლში აღსდგა
უძღები შვილი დაბრუნდა თოვლში
ტარიელ ბიბილური.
ეჰ ,არც მირზა გელოვანმა მომცა ამოსუნთქვის საშუალება...
მირზა გელოვანი- თოვლი
არ მინდა მე თოვლის სპეტაკი კუბო :(
მიუხედავად იმისა რომ სათაურმა მიმიზიდა ,სამწუხაროდ არც ეს ლექსი აღმოჩნდა საჩემო:
შემდეგ ლექსს ვერაფერი გავუგე და სიმართლე გითხრათ არც ქარიანი თოვლი მაწყობს...
ამ ლექსმა კი იმედები საბოლოოდ გამიცრუა :
თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.
მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან...
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.
მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან...
არ მინდა მე თოვლის სპეტაკი კუბო :(
მიუხედავად იმისა რომ სათაურმა მიმიზიდა ,სამწუხაროდ არც ეს ლექსი აღმოჩნდა საჩემო:
ბადრი გუგუშვილი თოვლი მზეში
რას ვეძებ შენში
სიხარულო და ბედნიერებავ _
შენს მზეში ხომ სიბრიყვე მათოვს.
სიხარულო და ბედნიერებავ _
შენს მზეში ხომ სიბრიყვე მათოვს.
შემდეგ ლექსს ვერაფერი გავუგე და სიმართლე გითხრათ არც ქარიანი თოვლი მაწყობს...
ალექსანდრე საჯაია - თოვლი თოვს
თოვლი თოვს. თეთრი ქარია,
თეთრ სამოსელით ვირთვები.
ჩიტებო, რა გიხარიათ,
რისთვის მღერიხართ ჩიტები...
თეთრ სამოსელით ვირთვები.
ჩიტებო, რა გიხარიათ,
რისთვის მღერიხართ ჩიტები...
ამ ლექსმა კი იმედები საბოლოოდ გამიცრუა :
ასეთი ”არასაჩემო” და ”დეპრესიული” თოვლების შემდეგ - ტკბილ ლუკმებსაც მივაგენი :
გოდერძი ჩოხელი- თოვლი
დიახ, მეც სწორედ ამას ვითხოვდი!
და კიდევ ამას
გოდერძი ჩოხელი- თოვლი
საოცარია,
გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,
დაიძინეს და
ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ.
გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,
დაიძინეს და
ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ.
დიახ, მეც სწორედ ამას ვითხოვდი!
და კიდევ ამას
ვახუშტი კოტეტიშვილი თოვლი
ეს ყველაფერი კარგი , მაგრამ გალაკტიონის თოვლი ხომ მაინც სულ სხვაა : )
თეთრი დათვივით მოვიდა თოვლი
და მხარზე უხმოდ დაგვადო თათი.
თეთრი ფიფქები ცვიოდნენ თრთოლით,
ჩვენ არ გვესმოდა ჩურჩული მათი.
ჩვენ შინ დავბრუნდით შორ გზაზე მოვლით,
ჩვენ თვითონ თოვლის ფანტელებს ვგავდით.
თეთრი დათვივით გამოგვყვა თოვლი
და აივანზეც შემოჰყო თათი.
და მხარზე უხმოდ დაგვადო თათი.
თეთრი ფიფქები ცვიოდნენ თრთოლით,
ჩვენ არ გვესმოდა ჩურჩული მათი.
ჩვენ შინ დავბრუნდით შორ გზაზე მოვლით,
ჩვენ თვითონ თოვლის ფანტელებს ვგავდით.
თეთრი დათვივით გამოგვყვა თოვლი
და აივანზეც შემოჰყო თათი.
ეს ყველაფერი კარგი , მაგრამ გალაკტიონის თოვლი ხომ მაინც სულ სხვაა : )
თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი,
დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება.
ელვარებს ღუმელი. ვფიქრობ, საცაა ცეცხლიც ჩამიქრება.
გაიღო ფანჯარა: თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი.
იფანტება თეთრი ფიქრები, იფერფლება ხელნაწერი,
ნუ ჩამიქრები... და იქაც, შიგნით, სულში...
თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი...
დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება.
ელვარებს ღუმელი. ვფიქრობ, საცაა ცეცხლიც ჩამიქრება.
გაიღო ფანჯარა: თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი.
იფანტება თეთრი ფიქრები, იფერფლება ხელნაწერი,
ნუ ჩამიქრები... და იქაც, შიგნით, სულში...
თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი...
თოვლი მინდა!
7 comments:
mec zamtris shvili var da tovlshi vishvi :)))))))
neta tovliani zamtari iyo im wels? unda vikitxo..
მეც მინდაა.
იცით როგორ მინდა?
რაღაც უსაზღვროდ.
აუცილებლად უნდა მოვიდეს სხვანაირად არ შეიძლება :(
მგონი მარტო წელს ველოდებოდი თოვლს და მაინც დამაინც ეხლა არ მოვიდა :(
იმდენ ხანს ველოდი რო უკვე სულერთი გახდა
სინდისი აქვეს ეხლა ამ თოვლს? იმდენი ადამიანი ნატრობს და მაინც არ მოდის :(
me zlier miyvars iisfer tovlis qalwulebrivi xididan fena :)
თოვლი:))
გამიხარდა:))
longchamp bags
adidas yeezy
moncler outlet
jordan 13
curry 7 shoes
golden goose shoes
christian louboutin outlet
adidas yeezy
nike max shoes
air max 90
Post a Comment