Saturday, January 16, 2010

ტაშის დაკვრის კულტურა

დავასკვენი , რომ ქართველებს ტაშის დაკვრის კულტურა არ გაგვაჩნია!!! და არა თუ არ გაგვაჩნია, არამედ არც გვინდა რომ გვქონდეს, არც ვასწავლით მომავალ თაობას რას გამოხატავს ტაში.რას გამოხატავს? ჩემთვის:
  • სიხარულს
  • მოწონებას
  • თავისუფლებას
  • აღტაცებას
  • პატივისცემას...
ამასწინათ ბავშვების საახალწლო ზეიმზე ვიყავი, მსახიობები თავქუდმოგლეჯილი დარბოდნენ სცენაზე და ლამის ყირაზე გადავიდნენ- მაგრამ შენც არ მომიკვდე არავის დაებადა აზრად ხელების რითმული მოძრაობით მსგავსი ბგერების გამოცემა, რასაც ტაში ჰქვია :) ბოლოს თავად მოსთოხვეს მაყურებელს ტაში დაეკრათ ”გასამხნევებლად”   მაგრამ შენც არ მომიკვდე- აქა იქ მხოლოდ მორცხვი ტკლაპანი გაისმა.
მოკლედ ძალიან გამაკვირვა ამ ამბავმა და დავფიქრდი თუ რასთან გვაქვს საქმე . თითქოსდა პატარა ბავშვს პირველს ტაშის დაკვრას ასწავლიან ხოლმე: ”აბა ტაში დაუკარი დედიკო ” და ისიც უკრავს , მაგრამ სამწუხარო ის გახლავთ, რომ ვერ ხვდება ეს პატარა არსება , რომ ტაშის დაკვრას ხელების უაზრო ტყლაშუნის გარდა სხვა მისიაც აქვს და დიდობაში ალბათ არც არავინ უხსნის ამას.არადა ვფიქრობ ადრე სხვანაერად იყო - ბოლოსდაბოლოს ქართულ ცეკვები და სიმღერები ძალიან ბევრ ტაშის კვრას შეიცავენ.

კიდევ გამიგია ასეთი მოსაზრებაც რომ - ტაში მხოლოდ ცოცხალ ადამიანს შეიძლება დაუკრა.  რატომ მეგობრებო? აი ბოლოს კინოფესტივალზე რომ ვიყავი , ერთ კარგ ფილმს ვუყურე და ტაშიც დავუკარი (თან რეჟისორიც ესწრებოდა:) რამდენიმე გრძელთმიან უცხოელთან ერთად, მაგრამ ნასიამოვნებმა ქართველმა მაყურებელმა მხოლოდამხოლოდ მედიდურად გადმომხედა : )
მოკლედ ამ პოსტით მინდა გავაპროტესტო - ყველა ის თავშეკავება და სიმორცხვე თუ თავის არ შეწუხება - რაც ტაშს არ გვაკვრევინებს მართლაც მნიშვნელოვან და საჭირო მომენტებში. ბოლოსდაბოლოს ხალხი თვითმფრინავის წარმატებით დაჯდომისას უკრავს ტაშს და ხელოვანს, რომ დავუკრათ მადლიერების და მოწონების ნიშნად - რა დაშავდება!?

იდეა მომივიდა - აქცია უნდა მოვაწყო 1 საათიანი ”ყველამ ერთად დავუკრათ ტაში” :D

10 comments:

Tatia said...

მეც მქონდა ასეთი შემთხვევა. პანტომიმის თეატრში ვიყავით სკოლიდან წასულები და არავის სურვილი არ გაუჩნდა რომ კარგი გემრიელი ტაში დაეკრა, არადა მე საოცრად მიყვარს ხელების ატკიებამდა ტაშის დაკვრა, თანაც ვიცი, რომ მსახიობებს საოცრად სიამოვნებთ ეს.
მაშინ მართლა ძალიან დამწყდა გული : )

nastasia said...

me piriqit mgonia,rom roca sachiro ar aris,mashinac ki tashs ukraven...etyoba me ,,sxvanair'' tavyrilobebse davdivar :D

Nanako Ust said...

აუ, მაგარია! :D

Lord Vader said...

რატომ? აი მაგალითად ოპერაში ამბობენ შუა არიის დროს დაცხებენ ხოლმე მხურვალე ტაშსო...

უბრალოდ said...

ნუ მაშინ რა გამოდის რომ ან არ უკრავენ ან თუ უკრავენ უაზრო დროს : ))

მარია said...

მარტო არ ხარ ქეთ. მეც მწყდება ხოლმე გული მაგაზე. მარტო ტაშის დაკვრის დროს კი არა.. საერთოდ შემჩნეული მაქვს რომ, რაც უფრო ნაკლებად გამოხატავ ემოციას, სიხარულს,აღტაცებას მით უფრო მაგარი ტიპი ხარ..

Unknown said...

nastasias vetanxmebi.

kinoshi tashis dakvras rac sheexeba - premiera tuada rejisori tu escreba - kai, magram AVATAR-s rom tash s ukraven amiranis darbazshi amaze sashineleba ar minaxavs

Sophie שרה Golden said...

ლოლ
არ ვიცი, კულტურის ამბავია, თუ რა, მაგრამ ბერლინში ვიყავი საბავშვო სპექტაკლზე და ბოლოს ხალხმა იქაც ძალით დაუკრა თაში :D

მე კი ისე მინდა ყველას გამხნევება, სახლშიც კი ტაშისკვრით დავდივარ, I mean it :D

CLAP YOUR HANDS!!!! Clap it right! =))

http://www.youtube.com/watch?v=WSdWCtn8oko

უბრალოდ said...

მოკლედ რაც თქვენი კომენტარებითაც დავასკვენი და ჩემს ირგვლივ მყოფი ხალხის აზრებიტაც- კიდევ ერთხელ იმას ამტკიცებს რომ კონტრასტების ქვეყანა ვართ- ან სულ არ ვაკეთებთ რაღაცას- ან გადამეტებით და უადგილოდ- ეს ეხება ტაშის დაკვრასაც და ბევრ სხვა რამესაც...

Unknown said...

beats by dre
moncler outlet
louis vuitton outlet
true religion outlet
louboutin pas cher
ray ban sunglasses discount
michael kors handbags
cheap mlb jerseys
sac longchamp pas cher
pandora outlet
20170216caiyan]