Sunday, January 17, 2010

მასტერკლასის დასასრული

დღეს დავამთავრე ფოტო მასტერკლასი და ძალიან დამწყდა გული. თუმცა ერთის მხრივ კარგიცაა - შაბათ -კვირას მეტი თავისუფალი დრო მექნება გადასაღებად.
მინდა გითხრათ ვინც ფოტოგრაფიით ხართ დაინტერესებული რომ კურსი მართლაც საინტერესო და ნაყოფიერი იყო და ძალიან ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე. რათქმაუნდა მე იმედი მაქვს რომ პრაქტიკაშიც გამოვიყენებ ჩემს ცოდნას: )
  კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემგან მასტერკლასის ხელმძღვანელს კახა ფხაკაძეს და ჩემს ერთადერთ ჯგუფელს ნინოს :)

 ამ პოსტით კი ასევე  მინდა გაუწყოთ რომ  31 იანვარს ახალი კურსი იწყება. ვისაც გსურთ ფოტოგრაფიაში თქვენი ცოდნის გაღრმავება და გარკვევა-მერწმუნეთ არ ინანებთ.
გამიხარდა, რომ სარეკლამო აბრაზე ეს ჩემი ”ჩაჩხაკუნებული”ფოტო მოხვდა :)

მე კი იმედს დავიტოვებ რომ ამ მასტერკლასის შემდეგ ჩემი ფოტოები უფრო აზრიანი და ხარისხიანი იქნება და ასევე ვისურვებ რომ გადასაღები დრო მექნება, რომ ნელნელა გამოზაფხულდება და დღე გაიზრდება და სამსახურიდან რომ გამოვალ უკუნითი აღარ იქნება, რომ შაბათ-კვირას მექნება დრო ლაშქრობებში და საინტერესო ადგილებში სასიარულოდ- გადაღებებისთვის და ჩემი ”ფოტოგრაფიული” ჭიის გასახარებლად :)
თქვენ კი მადლობა და ტაში ამ გრძელი ”რომ-იანი”წინანდადების წაკითხვისთვის :)

6 comments:

Leonsio said...

წარმატებები! :)

ნინი said...

ჩემი მეგობარი ეძებდა ფოტოკურსებს, მივაწოდებ ინფორმაციას :)

Kate said...

აბა შენ იცი. წარმატებები.

remonti2013.ge said...

ძალიან მომეწონა მასტერკლასის ყველა პოსტი. :thumbs.up:

უბრალოდ said...

დიდი მადლობა მეგობრებო :)
მიხარია !

ნილიკი said...

momwons uzomod! mshuenieer!