“Beer is proof that God loves us and wants us to be happy.”
ბენჟამენ ფრანკლინი
ყოველი ყლუპის მოსმისას მახსენდება ის პირვანდელი შეგრძნება და ყოველ ჯერზე ხელახლა ვვოცდები რატომ შეიძლება არ მომწონებოდა ეს ”ღვთაებრივი” გემო.
თუმცა ახლაც ვერ ავხსნი (თუნდაც სამკათხადალეულზე) რა მომწონს მასში ასე ძლიერ. ერთი კი სრულებით ცხადია - მას შემდეგ რაც ლუდის სმა დავიწყე - ჩემს მიმართ ისეთი ეპითეტები როგორიცაა ”ძვალი და ტყავი” , ”მაკარონები” ”ცარიელი ძვლები” და ა.შ. არ მომისმენია :) ალბათ ეს უბრალოდ დამთხვევა არაა - ამბობენ რომ ბევრი რაოდენობით ლუდი ასუქებს , თანაც ისეთ სპეციფიკურ ადგილებში , როგორიცაა საჯდომი და მუცელი .
ლუდის გამასუქებელ თვისებებზე არ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას , რადგან ეს საკითხი ამჯერად მეტად უმნიშვნელოა ჩემთვის.
ჩემი სიყვარული ლუდის მიმართ სულ რაღაც 6 წელიწადს მოიცავს , მაგრამ ახლა უკვე ვეღარც კი ვიხსენებ რა ხდებოდა 6 წლის წინ - მეგობრების შეხვედრებისა და ” გართობებისას”, მოკლედ რომ ვთქვათ ულუდოდ ვეღარ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება.
მე რათქმაუნდა მომწონს ჩემი ამგვარი დამოკიდებულება ამ სასმელის მიმართ , მაგრამ ზოგ შემთხვევაში მინანია და დამიწყევლია კიდეც ის დღე როცა ეს სასმელი პირთან მივიკარე. მაგალითად მაშინ როცა - ძალიან მომდომებია , მაგრამ საშინლად ძვირი ღირებულა(ნორვეგია), ან არ მოუყიდიათ , იმის გამო რომ არასრულწლოვანი ვეგონე (შვედეთი) და ა.შ. და ა.შ. ხანდახან იმის გამოც მინანია , რომ მინდოდა მომკიდებოდა და გემრიელადაც დამელია , მაგრამ ლუდის ”წყალწყალობის” გამო -ვერ ( საქართველო)...
უკვე რამდენიმე წელია მეგობრების შეკრებისას მთავარი ატრიბუტი ლუდია - ხანდახან მგონია რომ ლუდის იდეის გარშემო უფრო ვიკრიბებით : ) სასაცილოა ხოლმე ლუდხანაში ჩვენი დაცლილი კათხები და ოფიციანტის სახეები :)
დიდიხანია მინდოდა ჩემი საყვარელი სასმელისთვის პოსტი დამეწერა , მაგრამ ორი კათხა გაუფილტრავი პაულანერის და ერთი კათხა ”რაღაცის”(სახელი ვერ დავიმახსოვრე) შემდეგ მაინც სულ სხვაა .იმედია გაითვალისწინებთ ჩემს მდგომარეობას და არ მიწყენთ თუ აქვე დავსვამ წერტილს .
P.S. ერთი კვირაა რაც გადავწყვიტე პატარა შესვენება ამეღო, ან სულ ცოტა (კაკ მინიმუმ) ბრძოლა გამომეცხადებინა ქართული წყალწყალა ლუდების წინააღმდეგ. პრინციპში ამ მეორე პუნქტს წარმატებით ვასრულებ , ერთ ჭიქა ყაზბეგს თუ არ ჩავთვლით.
7 comments:
აჰა, შენ ეს სიმღერა ჩემგან საჩუქრად
http://www.youtube.com/watch?v=MtH0j5f5qZA
ლუდი ხო მაგარი სასმელია, არ უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი. :) ის კი ცუდია ადგილობრივი ლუდი წყალივით რომ არის ხოლმე.
Anuschka
მადლობაა :*
ჯორჯ პაიკი
მეც მაგიტომ არ ვილაპარაკე ბევრი :)
მე ზუსტად მახსოვს, როდის გავხდი ლუდისტი. :)
კარგი ლუდი ბევრია, მაგრამ როგორც ირლანდიელები ამბობენ, არის კარგი ლუდი და არის გინესიო :)
აჰა ლუდისტებს ჩემგან - http://bit.ly/cmVbDw
uf
rogor mominda axla
araferia imaze akrgi- zafxulshi roca gcxela da mowyurebuli civ lluds moiyudeb, if if, mwyurvalze sul sxvaa :)))))
აუ როგორ მიყვარსსსსსსსსს....
და როგორ მინდა ახლა ლუდიიიიი....
ugg outlet
ugg boots
louis vuitton handbags
tiffany outlet
ray ban sunglasses
moncler outlet
michael kors handbags
the north face outlet
thomas sabo uk
jordan shoes
true religion jeans
jordan shoes
michael kors outlet
michael kors factory outlet
soccer jerseys
cheap nba jerseys
louis vuitton bags
the north face
timberland boots
adidas wings
cheap jordans
ugg australia
tory burch outlet
air jordan shoes
the north face outlet store
mulberry outlet
ralph lauren uk
pandora jewelry
coach outlet online
lululemon outlet
soccer jerseys
mbt shoes
ray ban sunglasses
swarovski outlet
1029maoqiuyun
Post a Comment