
აი მაგალითად მაშინ როცა 200ლარი მქონდა ხელფასი - კომუნალური გადასახადების -გადახდას არავინ მთხოვდა. ახლა კი-ჩემი პირდაპირი ვალია;
რაც მთავარია პასუხისმგებლობა და მოთხოვნები საკუთარი თავის წინაშეც მეზრდება - თუ ორასლარიანი ხელფასისას ვერ ვახერხებდი და შესაბამისად არც ვთხოვდი ჩემს თავს - სხვადასხვა სასწავლო კურსებზე/ცეკვაზე/ვარჯიშზე/ცურვაზე/ტრენინგებზე და მსგავს რამე-რუმეებზე სიარულს - ახლა არ მეპატიება - ჩამოთვლილთაგან ორზე მაინც არ სიარული.
ხელფასის გაზრდასთან ერთად დღის წესრიგში დგება ისეთი ნივთების შესყიდვის საკითხი, რაც აქამდე მხოლოდ ოცნება იყო. მიუხედავად იმისა რომ ერთ-ერთი ასეთი მთავარი ოცნება -ფოტოაპარატი- უკვე ჩემს პირად საკუთრებაშია -რჩება რიგი ნივთების ჩამონათვალისა, რომლებიც უფროდაუფრო აქტუალური და საჭირო ხდება.
ძალიან რთულია როცა აცნობიერებ რომ იმისთვის მუშაობ, რათა უბრალოდ იცხოვრო და თვიდან თვემდე თავი გაიტანო, იმისთვის რომ საარსებო მინიმუმი გქონდეს, ჩვენ ხომ გაცილებით მეტი გვინდა?! გაცილებით მეტი მოთხოვნები გვქვს- ვიდრე უბრალოდ გზის, კვების და გადასახადების ფულის ქონაა.
სწორედ ასე ვგრძნობ თავს ეს რამდენიმე თვეა. სამწუხაროდ ვერაფერი ღირებული ვერ შევმატე ჩემს ცხოვრებას და მოთხოვნილებებს. ბოლო თვეების მანძილზე ჩემი ხელფასის დიდი ნაწილი ათას უაზრო ყოველდღიურ ხარჯებში მიდის და ამის გამოა რომ ჩემს გეგმებში შესული : ინგლისურის დაწყება -ჯერ ისევ გრამაფონშია...
დღეს ამ ფაქტზე განაკუთრებით გავბრაზდი და გადავწყვიტე - გამეგო სად მიდის ჩემი ხელფასი . გადავწყვიტე ვაწარმოო თებერვლის თვის ბიუჯეტი და ასევე მაქსიმალურად ავარიდო თავი ზედმეტ ხარჯებს. მოკლედ ასე ვთქვათ ბრძოლას ვაცხადებ საკუთარი ”მფლანგველობის” მიმართ და იმედი მაქვს ეს ყველაფერი დამეხმარება ხელფასის სწორ და ღირებულ განაწილებაში.
ბიუჯეტი დაახლოებით ასე გამოიყურება, გზადაგზა ალბათ უფრო დაიხვეწება და სხვა განყოფილებებიც მიემატება.
ვფიქრობ დანაზოგი თანხების შეგროვების სახეებზე, შეიძლება ბანკი ან უბრალოდ ყულაბა(ბავშობის მერე არ მქონია) . მაინტერესებს დაახლოებით სამ თვეში რამხელა თანხის მოგროვებას შევძლებ ისე რომ ჩემს ცხოვრებას საგრძნობლად არ დაეტყოს ეკონომიურობა.
მოკლედ ეს პოსტი წარმოადგენს გარკვეულწილად გეგმას და ჩემი ბიუჯეტის წარმოების წინაპირობას. ერთი თვის თავზე ანუ თებერვლის ბოლოს - დავდებ ბიუჯეტის სრულ სახეს და გავაანალიზებ შედეგებს.
კიდევ ერთხელ
გეგმა:
- ყოველდღიური ხარჯების მაქსიმალურად შემცირება;
- დანაზოგის შეგროვება;
- ხელფასის მაქსიმალურად სწორად და სასარგებლოდ განაწილება;
- თებერვლის თვის ბიუჯეტის წარმოება;
20 comments:
28-ში მერიცხება ხოლმე ხელფასი და ახალი თვის დასაწყისში ბარათი გამოსუფთავებულია :(
warmatebas ki gisurveb, mara
ver gavige es 6,5 ra aris , dgiuri xarji? kiara dgehsi 3 lari telefonshi da arcerti tetri chamahsi? :? mm me ver gavige mgoni ragac..
წარმატებას გისურვებ გულწრფელად. მეც ბევრჯერ შემიდგენია მსგავსი ცხრილები, მაგრამ უშედეგოდ. შენ რომ გამოგივა, მერე აუცილებლად მოგბაძავ :)
nati kuda
და მერე მთელი თვე რას შვები? :))
babisa
ნუ გუშინ ანუ 1 თებერვალს ეგრე გამოვიდა- არ დამიხარჯავს ჭამაში ფული- თანამშრომელმა დამაპურა :D გუშინდელი დანახარჯი ჯამში 6ლარნახევარი იყო. დღევანდელი დანახარჯები არ ასახულა მეორე დღის გრაფაში - ეგ გუშინ საცდელად ჩავწერე.
nakrina
მადლობა: ) იმედია გამოვა !
aa
gasagebia
me megona ase daadgine yoveldgiuri biujeti :D
უჰ! რა მძიმე თემაა ჩემთვის რომ იცოდე:(. აი, იანვარი უხელფასოდ ვიმუშავე, თებერვალი რა იქნება ჯერ არ ვიცი:( პირდაპირ გულზე მომხვდა ეს პოსტი. მეც გადაწყვეტილი მაქვს, თუ დიდხანს არ მომიწია ენთუზიაზსტობა (და ამის დიდი იმედი მაქვს) აუცილებლად დავიწყებ ხელფასიდან თნხის დაზოგვას!
კმარა მფლანგველობა! ვიზრუნოთ მომავალზე! უარი ვთქვათ სისულელეებზე ფულის ხარჯვაზე! (თავს ვამზადებ რა:()
ეჰ, მე ვარ ფულის ფლანგვის ჩემპიონი. აი, როგორ ვახერხებ ხოლმე, არ ვიცი. იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ სულ ვწუწუნებ, პროდუქტი რა ძვირი გახდა-მეთქი. ადრე 10 ევროდ 1 კვირის სანოვაგეს ასე თუ ისე იყიდდი და თუ ცოტას დაამატებდი, ხომ უკეთესი. ახლა კიდევ მინ. 20 ევრო და თან მაცივარი მაინც ცარიელია ხოლმე. ამ ფონზე კიდევ, ისეტი უპასუხისმგებლო ვარ, რომ დღეში მინ. 5 ევროს ვხარჯავ გარეთ ჭამაში. თან აქ სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა სახლში გაკეთებული ბუტერბროდებით სიარული, მაგრამ ვიდიტე ლი, მეზარება :mad:
ახლა 1 კვირაა საერთოდ პირწმინდად ყველაფერი ბანკში მიდევს და რას დავხარჯავ ერთი, ვნახოთ. :D
ეეე, ჩემო ქეთი მეც ასე ვარ. სად ,იდის ეს ჩემი ხელფასი ვერაფრით გამიგია, ფაქტია ხელზე არაფერი მრჩება. რთი პერიოდი გადავწყვიტე რაღაც ნაწილი ჩემი მშობლებისთვის ჩამებარებინა, მარა აღმოჩნდა რომ ისევ უკან ვთხოვდი, ახლა გადავწყვიტე დედაჩემის თანამშრომლებთან ერთად ლატარია ვითამაშო, ასე უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვიგრძნობ და მაისში პატარა დანაზოგი მექნება, არადა ესეც ისე მეზარება ვერ წარმოიდგენ. მოკლედ გაქვს შარია, არ გაქვს და უფრო დიდი შარი :)))))
კაცი უნდა ეყოსო ჯამაგირს, ხომ იცი.. :)
ჩემს პირად გამოცდილებასაც მოგახსენებ: რამდენი მასეთი ცხრილი გამიკეთებია ექსელში, თავისი მოდელებით, გაუთვალისწინებელი ხარჯებით, წვრილმანი ხარჯებით, ანალიზებით, დათვლებით... სათვალავიც კი ამერია. მაგრამ ბოლოს ყველას shift + delete მოუწია. ვერასდროს, ვერც ერთხელ ვერ ჩავჯექი ბიუჯეტში. ისეთი მონდომებით ვაკეთებდი ამ ბიუჯეტებს, თითქოს შემოსავალი გამეზრდებოდა ამით! ფული თვლაში ბევრდებაო, ხომ იცი.. :))
ახლა ვარ ასე ბედნიერად! არც არაფერს ვითვლი, არც არაფერს ვანგარიშობ. შემოსავალი ფიქსირებული მაქვს და იმაზე მეტს ვერ დავხარჯავ, ხარჯებიც რაც დასახარჯია, მაინც დავხარჯავ. ასე რომ ნერვებს მაინც აღარ ვიშლი :))
შენ წარმატებებს გისურვებ, იქნებ შენთან მაინც გაამართლოს ბიუჯეტმა :))
რა მტკივნეული თემაა :(
ჰოო როგორც ვხედავ ყველასთვის საკმაოდ მტკივნეული თემა აღმოჩნდა .
არ ვიცი დიდად რაში წამადგება ამ ბიუჯეტის წარმოება და რამდენად ეფექტური იქნება ხარჯების შემცირებისთვის , მაგრამ თვის ბოლოს ის კი ცხადი იქნება სად მიდის ჩემი ხელფასის დიდი ნაწილი. ეს რომ მეცოდინება უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, მეცოდინება რა ხარჯებს მოვუკლო და სად ვეძებო ფინანსების გამოთავისუფლება.
მოკლედ ნუ მეც სკეპტიკურა ვუყურებ ამ ამბავს მაგრამ უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო მაინც ღირს გაკეთება.
ეგრე არაფერი გამოგივა. :)
ჯობია აიღო შენი ყოველთვიური შემოსავლიდან რაღაც თანხა და უბრალოდ დაივიწყო.
თუ იცი, რომ ცდუნებას ვერ გაუძლებ, მაშინ მიდი ბანკში და ავტომატური დეპოზიტი გახსენი, და ოპერატორი ჩამოგაჭრის მაგ თანხას და მორჩა.
ეს არის ყველაზე მუშა ვარიანტი :)
ვეთანხმები ბოლო გამომსვლელს : )
ტყუილია მაი ამბავი
რავიცი ვნახოთ აბა
მადლობა რჩევებისთვის.
მაგრამ ერთს დავაზუსტებ არ ვიცი რამდდენად სწორად გამიგეთ- წინასწარ კი არ ვადგენ ამ ბიუჯეტს და იმის მიხედვით კი არ ვცხოვრობ , არამედ პირიქით - დღის ხარჯებს ვინიშნავ . ეს ყველაფერი კი იმისათვის რომ უბრალოდ გავიგო რაში მიდის დიდი თანხა
:*
ჰოო.. ექსელზე არ ვიცი სხვები როგორ, მაგრამ 2009 წელი შესანიშნავად დავგეგმე შემოსავალ-გასავალი და ახლა 2010 წლის ბიუჯეტი მაქვს ჩაწიკწიკებული აგვისტომდე რა სად უნდა დავხარჯო. :) ყველაზე კარგი ისაა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეცვალო ხარჯების ან შემოსავლის ნაწილი და შესაბამისად ნახო საითკენ მიექანები. :)
ანაბრის გახსნა კი მართლა კარგი რამეა. აი გოჭი-ყულაბაც გაქვს სურათზე, ჩვენი კორპორატიული. :) მოკლედ, გადაწყვეტავ რა გინდა, მერე გადაწყვიტევ როდის გინდა, მერე ნახავ რამდენი უნდა გადადო გვერდით, რომ ვადებში ჩაეტიო, მერე მიდიხარ პორკრედიტის ნებისმიერ განყოფილებაში და ხსნი ზრდად ვადიან ანაბარს მინიმუმ 6 თვეა და 20 ლარიდან შეიძლება დაგროვება. თუ დაარღვევ 1.5 % მოგეცემა, თუ არ დაარღვევ - 7-9 ჯერ მეტი. :) ხოდა ეს ბოლო ფაქტორი იძულებულს გხდის არ დაარღვიო. :)
აუ აი ძალიან მაგარი პოსტია საღოლ. მე დედაჩემის თმის საღებავის პატარა კვერცხში მიდევს 11 ლარი და რაღაც.სულ მონეტები. ამიტომაცაა ფრიად გამახარა რკინის 2 და 1 ლარიანების გამოგონებამ. ყულაბა ვერა და ვერ ვიყიდე, თუმცა ვაპირებ. მაგრამ მინდა ისეთი, რომელიც იქნება გასაღებზე.
ანაბარზე 100 ლარი მიდევს, რომელსაც ცოცხალი თავით არ ვეხები. და ვერც ვეხები, რადგან თუ შევეხე, გამოდის, რომ უნდა დავარღვიო. ეგ კი არ მინდა. შავი დღისთვის მაქვს გადანახული. ოღონდ ეს შავი დღე როდის დგება არვიცი.
ხომ არ გეწყინება, თუ შენს იდეას მეც განვახორციელებ???ანუ ასე დათვლას ვგულისხმობ და ბალანსის ჩამოწერას... ექსელში გააკეთე???
Kate
piriqit saintereso iqneba ufro. exelia ki- shenc gaakete da vnaxot mere shedegebi :)
ვაიჰ, ნეტა განახათ ჩემი ექსელის ფაილები, ფორმულებიან–დაქონდიშენალფორმატინგებული :)))))
აზრი არ აქვს, ბოლო 1 თვეა აღარც ვუყურებ ზედ. მუღამის ამბავი იყო თავიდან (ნოემბერში გავაკეთე), 2 თვე გამყვა მუღამი და მერე შევეშვი :)
გაიხარე.
ახლა გავაკეთებ.
ნუ ნებართვა ავიღე მაინც, რახან შენი იდეაა.
კი, კი, საინტერესო იქნება.
20181110 orf
michael kors outlet
coach outlet
canada goose outlet
adidas uk
polo ralph lauren
nuggets jerseys
adidas outlet
ugg outlet
christian louboutin store
uggs outlet
Post a Comment