Monday, February 08, 2010

წინასადაბადებისდღეო განწყობა

ძალიან მეზარება ამ პოსტის დაწერა , მაგრამ რატომღაც ვაიძულებ თავს, თუნდაც იმიტომ რომ ისტორიას შემორჩეს ჩემი წინასადაბადებისდღეო განწყობა და შემდეგ წელს ვთქვა - მაშინ რა უაზრო ხასიათზე ვიყავი და ახლა რა კარგადვარმეთქი :)

არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ რაც წლები გადის მით უფროდაუფრო აღარ მიხარია და უფროდაუფრო მეზარება. მახსოვს როგორ ველოდებოდი ხოლმე ამ დღეს, როგორ მიფანცქალებდა გული 12 საათის დადგომისას,როგორ ველოდებოდი ბალიშის ქვეშ საჩუქრებს: ) და ა.შ. ახლა კიდე ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად არის და ვიცი რომ ხვალეც ასე იქნება როგორც დღეს..  ვფიქრობ რატომ ვარ ასე და რატომ აღარ მიხარია, რატომ გავხდი ასე უჟმური და უხასიათო დაბადებისდღესთან დამოკიდებულებაში  და მოდით  რამდენიმე დასკვნას გამოვიტან კიდეც თქვენის ნებართვით:
  1. ჩემი მოთხოვნილებები/სურვილები და წარმოდგენები ვერ კმაყოფილდება ბუნებრივი  გარემო პირობების გამო ( სიამოვნებით წავიდოდი მეგობრებთან ერთად სადმე ლაშქრობაში -მაგრამ ზამთარია და ყინავს და არ გამოდის)
  2. ჩემი მოთხოვნილებები/სურვილები და წარმოდგენები ვერ კმაყოფილდება ფინანსური ვითარების გამო...
  3. ჩემი მოთხოვნილებები/სურვილები და წარმოდგენები ვერ კმაყოფილდება თბილისში კარგი ან ნორმალური გასართობი ადგილების არ არსებობის გამო 
კარგად რომ დავფიქრდე შეიძლება კიდევ ბევრი მიზეზი მოვიფიქრო მაგრამ აღარ მინდა პრობლემებზე საუბარი .
ახლა მეორე მტკივნეულ საკითხს შევეხები : წლების მატებას.
სულ მიკვირდა რატომ წუწუნებდა ეს ხალხი ასე დაბადებისდღეებზე და სულ ნერვები მეშლებოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემს თავსაც შევამჩნიე  და ძალიან ცუდად მენიშნა. ვითომც არაფერი, ჩვეულებრივ მიდის ცხოვრება, გადის წლები და მერე რა მოხდა, მე ხომ იგივე ვარ, ჯერჯერობით არც ნაოჭები მაქვს და არც გულს ვატყობ დაბერებას :) მაგრამ მომკალით და არ მინდა მეტი გაზრდა და მეტი წლების მატება :)
ჩემი ნება რომ იყოს სულ 20დან 25 წლამდე ვიცხოვრებდი ...

ესეც ორი სიტყვით ჩემი წინასადაბადებისდღეო განწყობა.
Anyway Happy Birthday To Me :)

აქ ვაპირებდი დამთავრებას , მაგრამ არა- არადა არა!
ცოტა ხალისიც ხომ უნდა იყოს პოსტში !!!
ჰოდა თქვენ არ ვიცი რამდენად გაგახალისებთ მაგრამ მე კი ამიმაღლებს განწყობას იმ ნივთების ჩამონათვალი რასაც ვგეგმავ საკუთარ თავს ვაჩუქო : )
1
2.

ესაა და ეს : წინასწარ მადლობთ კომენტარებისა და რათქმაუნდა მოლოცვებისთვის :*

7 comments:

vasasi said...

shen postis wera gezarba, me kitxva..

dab. dges gilocav 3 saatit adre.. mravals daeswari.. :*

Unknown said...

ukve gilocaaaaaaaav!!!!!!!

dzalian sayvareli xar da mere ra rom clebi gemateba, momatebulad sayvareli qinebi!!!screw it!

ნინო said...

ასე მგონია ყველას ერთნაირი წინასადაბადებისდღეო განწყობა აქვს))და მიზეზებიც თითქმის მსგავსია :) მაგრამ დაბადებისდღეზე მაინც გეცვლება (მე ასე ვარ ყოველშემთხვევაში) განწყობა :)

გილოცავ! გილოცავ! და გისურვებ ყველაფერ იმას, რაც შენ ძალიან გაგახარებს))

ვიცი უამრავ მილოცვას მიიღებ და ძალიან კარგ განწყობაზეც დადგები) მე ასე ვიყავი 4 დღის წინ)

პ.ს. მიყვარს ყველა მერწყული.

დომენიკო said...

გილოცავ! ბედნიერებას გისურვებ და მოთხოვნილება/სურვილების მაქსიმალურად ასრულებას.
საჩუქრები ძალიან მომეწონა :D მე ჩემს თავს ალბათ D90-ს ვაჩუქებ :$

nastasia said...

gilocav da bevri,bevri sixaruli...
me sul vambob,rom mtavari biologiuri asaki ar ari ;)

უბრალოდ said...

დიდი მადლობა თქვენ ყველას ანუ 5-ვეს : )
გამიხარდა რომ არ დაიშურეთ კეთილი სურვილები :*

Dissolved Girl said...

იდენტური განწყობა მქონდა მეც.ჩამოთვლილთაგან უფრო მეორე ფაქტორი მიშლიდა ხელს :) ენივეი, აღარ მკიყვარს ჩემი დაბდღეები :|