Monday, February 22, 2010

დაჩა ჩემი სიყვარული

 
 არ გიოცნებიათ მწვანეში ჩაფლულ სახლზე ქალაქისგან მოშორებით - შაბათ-კვირას რომ აიკრიფავ შენს ნივთებს და რომ გაეშურები. საღამოს სხვენის აივანზე რომ დაჯდები წიგნით ხელში და სასიამოვნო სიგრილე რომ შემოგეფინება სახეზე.
მაგარი შეგრძნებაა! ადრეც ვოცნებობდი ამაზე და ახლაც შიგადაშიგ.
ხანდახან ხის სუნსაც კი ვიგრძნობ ხოლმე ამ ოცნებაში ჩაძირვისას...

გუშინ მეგობრების დაჩაზე ვიყავი მუხათწყაროში და ძალიან ვისიამოვნე. თბილი საღამო იყო ზამთრის დღეებთან შედარებით და კარგა ხანს გარეთა ხედით დავტკბით ,”ლეჟანკებზე” ვინებრივრეთ, ლუდი (ზოგმა ნემიროვიც :D) მივირთვით და ფოტოაპარატიც ჩავაჩხაკუნეთ რამდენჯერმე.
შემდეგ სახლში გადავინაცვლეთ, ბუხარი ავაგიზგიზეთ და სოკოები დავბრაწეთ კეცზე
 მიუხედავად იმისა, რომ ასე ახლოს ვიყავით თბილისთან მაინც სხვანაერი შეგრძნება მქონდა: ქალაქიდან მოშორების და განტვირთვის

მიყვარს ასეთი დღეები, მიყვარს დასვენება და დაჩა ქალაქთან ახლოს , მაგრამ მაინც ქალაქიდან გარეთ :)

7 comments:

დომენიკო said...

მიოცნებია რომელია! ახლაც ვოცნებობ.
კარგი დრო გაგიტარებიათ, მომინდა მეც :))
ხო, და სათაური მომეწონა ძაან :))

tamuna tsjarozia said...

მე მქონდა დაჩა...ბავშვობის კარგი მოგონებების დიდი ნაწილი ჩემ დაჩას უკავშირდება...შაბათ-კვირას მივდიოდით მთელი ოჯახი,დღის განმავლობაში კუებს დავეძებდით,კაკლის ხეზე შტაბში ვიყავით,აუზში ვნაბაობდით და ა.შ. საღამოს ბუხართან...კაი იყო...

Anonymous said...

chemi marTyopi gamaxsenda, mTeli bavshvoba iq gavaTare. namdvili idilia iyo :( mere mamas fuli dachirda da gayida. Tan rac babu gardaicvala, vegar uvlida imxela nakveTs...

muxaTwyaroc dzaan magaria. simshvidea da silamaze : X

ai, exla dzalian mominda sadme egeT garmoshi yopna

babisa said...

yvelaze metad es soko megemriela, ar vici ratom :)

Kate said...

აუ მეც.
ისე მინდება ხოლმე, რომ ამ ქალაქს მოვწყდე. თუნდაც რამდენიმე საათით.

nati kuda said...

minda.. zalian minda. manqanac tu meqneba, iq vicxovreb saertod. ra jobia tbils sagamo-gameebs sayvarel xalxtan ertad.

უბრალოდ said...

:* დაჩა ჩვენი სიყვარული :*