რას ნიშნავს გაზაფხულის პირის დეპრესია და -
სიახლეების მოლოდინს, სისხლის დუღილს, ათასგვარ სურვილებს და ამ ყველაფერთან ერთად შეზღუდულ შესაძლებლობებს. ანუ დეპრესიას იმის თაობაზე რომ ბევრი რამე გინდა მაგრამ - სად არის ?
ყველაზე მეტად ამ დროს -ტანსაცმელის ნაკლებობას ვგრძნობ ხოლმე ,უფროსწორად ახლების ყიდვის სურვილს . პირველი ონლაინ შოპინგის განხორციელებას ვგეგმავ და ვნახოთ რა გამოვა, იმედი მაქვს თავბედს არ დავიწყევლი
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად -უამრავი გეგმები მაქვს - რაც ძირითადად -სწავლას, რაღაცეების შეძენას (ლეპტოპის,ველოსიპედის) და ფულის ”სამოგზაურო”მიზნებისთვის შეგროვებას ეხება. ისიც ვიცი რომ ყველა გეგმას და სურვილს არ უწერია განხორციელება- ამიტომ გამოსავალის ძიებებში ვარ...
ჩემს პოსტებში ხშირად ვსაუბრობ ხოლმე გეგმებზე- მერე მეკითხებიან ადრე რომ დაწერე ის თუ განახორციელეო - ამიტომ ბარემ განხორციელებულ გეგმებზეც უნდა მოგახსენოთ ერთი ან ორი სიტყვა.
- ინგლისური!!! - დავიწყე სიარული
- ქვეყნის გარეთ გასვლა- ვემზადები გასასვლელად და იმედია გამოვა
- ბევრი მოგზაურობა ველოდები გაზაფხულს
- ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ვცდილობ! ბიუჯეტს ვაწარმოებ და თვის ბოლოს დავდებ შეჯამებული სახით.
- შემოქმედებითი საქმიანობა ფოტოების გადაღება დავიწყე შიგადაშიგ და ”სხვა რამეებსაც” შევუდექი
მოკლედ ჯერჯერობით უკმაყოფილო არ ვარ , თუმცაღა მეტი მინდა გაცილებით მეტი !
გახაფხულო მომიტანე ბევრი ენერგია,იდეა,ხალისი და დადებითი სიახლეები!
7 comments:
uihh,inglisurse sad daicye,rame kargia?
axali rameebis yidva mec mindeba xolme..
პოსტი საკურას სურათით რომ დაასრულე, ეს უკვე დეპრესიას ანახევრებს! ;)
ცოტა ლაითად ინერვიულე, ძაანაც ნუ დაიგრუზები და რამე.
ბოლოს და ბოლსო, გაზაფხული მოდის და ყველაფერი ისე ამწვანდება და გალამაზდება, რომ, გინდა-არ გინდა, მაინც კარგ ხასიათზე დაგაყენებს ;)
პ.ს. ველოსიპედზე არც მე ვიტყოდი უარს. უარს კი არა და სიგიჟემდე მინდაააა :)
წარმატებებს გისურვებ! :)
აუ მე კიდევ "ჩემი ბიუჯეტი" წამეშალა ვინდოუსის გადაყენებისდა გამო...
არაუშავს...
ახალს გავაკეთებ მე.
კარგი გეგმებია ფრიად.
მომწონს.
ძაან მაწუხებს მეთქი რომ გითხრა – არა, მაგრამ რაღაც დოზით მეც მაქვს ეგ მომენტი, ბევრი რამე რომ მინდა და შესაძლებლობა რომ არ არის.
კარგი გეგმები გქონია, წარმატებებს გისურვებ.
nastasia
კემბრიჯ ჰაუსში დავიწყე, არაუშავს რა-უკმაყოფილო არ ვარ
Zurriuss
მართალი ხარ ბალახის ამწვანებასთან ერთად მივლის ყველაფერი :)
qeti
მადლობაა :)
Kate
კარგია , მაგრამ იმედია გამომივა :))
donshakal
ხო ალბათ ეგრეა ყველა გარკვეულწილად :) მე უბრალოდ გაზაფხულზე მიმძაფრდება ხოლმე :)
აბა რაა.
Post a Comment