მართალია ეს ხშირად არ არის ხოლმე ასე და მთელი წინა წელი ჩემთვის ეს ორი დღე არ არსებობდა, მაგრამ სამაგიეროდ ამჟამად სხვანაერად არის.
მინდა ჩემი უკანასკნელი ვიკენდის შესახებ მოგიყვეთ.
შაბათი
ეს გახლდათ სრულიად ”საშინაო” დღე , ანუ ისეთი დღე გარეთ ცხვირიც რომ არ გამიყვია. შეიძლება ითქვას რომ ბოლო ერთწელზე მეტია ასეთი დღე ჩემს მეხსიერებას არ ახსოვს (თუ გლანდების ოპერაციის დროს იძულებით სახლში ყოფნას არ ჩავთვლით).სიმართლე გითხრათ ადრე ასეთი დღეები სრულ დეპრესიაში მაგდებდა, ზოგადად ახლაც არ მიყვარს , მაგრამ ამ შაბათს მაინც მესიამოვნა.
შაბათი მთლიანად ინგლისურს მივუძღვენი. ელექტრონული წიგნების კითხვასა და სავარჯიშოების კეთებას შორის ორი ფილმის ყურებაც შევძელი, რაღათქმაუნდა ინგლისურად.
Easy Virtue
Jack and Jill vs The World
რაღაცით გავდა ეს ორი ფილმი ერთმანეთს, ალბათ იმით რომ ორივე ცხოვრებაზე და ”ჭეშმარიტი” სიყვარულის შესახებ იყო. ასეთი ფილმების შემდეგ , როგორც წესი ვსენტიმენტალდები და ”მსოფლიო სევდა” შემომაწვება ხოლმე.
შაბათი დღის დასასრული სწორედ ამ საკითხებზე ფიქრში დავასრულე .
კვირა
კვირა -შაბათისგან განსხვავებით აქტიური დღე იყო და შეიძლება ითქვას მთლიანად მეგობრებს დაეთმო.ჯერ ”პროსპეროს ბუქში” მეგობრის მეუღლის გამოფენაზე გახლდით. ამ ყავის,
მეგობრების და აკუსტიკური მუსიკის წყალობით -საკმაოდ კარგი განწყობა შემექმნა. თუმცა კუჭმა მაინც თავისი ქნა და ცოტახანში იმაზე დავიწყეთ ფიქრი სად გვეჭამა. საბოლოოდ ”ორმა” გაიმარჯვა და ჩვენც გავეშურეთ მისკენ. გზად რათქმაუნდა ვიხილეთ შეყვარებული წყვილები თითო ვარდით ხელში, მაგრამ ადრინდელისგან განსხვავებით აღარ გაგვცინებია. მენიუების(ჩინური და იტალიური სამზარეულო აქვთ) თვალიერებასა და საჭმელის არჩევის პროცესში ვიგრძენით რომ ყველას მართლაც მოგვშივდა. ვინაიდან და რადგანაც ჩემი მონდომებული კრევეტების სუფი (იტალიური)არ ჰქონდათ - არჩევანი ბოსტნეულით შენელებულ ბრინჯზე შევაჩერე სოიოს სოუსით (ჩინური).
თითქმის ასე გამოიყურებოდა და ყველამ აღიარა რომ ძალიან გემრიელი იყო.
დანაყრების შემდეგ ჯერი დესერტზე მიდგა. ნაყინის იდეა წარმოიშვა , მე მართალია ნაყინის დიდი მოყვარული არ გახლავართ მაგრამ - მაინც გავეშურეთ იდეის განსახორციელებლად ”Elvis”-ში. ელვისი გადაჭედილი დაგხვდა, ამდენი ხალხი თუ დადიოდა არ მეგონა, ან იქნებ ვალენტინობასთან დაკავშირებით იყო ეს აჟიოტაჟი-არ ვიცი. მოკლედ სხვებმა ნაყინი მე კი ძალიან მსუყე შოკოლადის ნამცხვარი მივირთვი
და ასე ნელ-ნელა ტკბილად და ნოყიერად მიიწურა კვირა დღეც.
ვიკენდის დასასრული.
პ.ს. ვზივარ ახლა სამსახურში , ვოცნებობ საჭმელზე და თვალზე ცრემლი მადგება ზედა ფოტოებს რომ ვუყურებ :(
13 comments:
მშვენიერი დრო გაგიტარებია.
ძალიან კარგი. :*
გეხვეწები მერე ამ პოსტში მიპასუხე რა კომენტარზე.
http://ubralo-d.blogspot.com/2010/02/blog-post.html
მშუენიერია!
შაბათს ჯერ შოპინგი, მერე კი ფოტოგადაღება გვიან ღამემდე თბილისის სხვადასხვა უბანში;
კვირას 15:30–ზე გავიღვიძე და ასევე ძილბურანში გავატარე მთელი დღე, ღამით ისევ სურათების გადაღება გადავწყვიტე.
მმ. მე უინტერესო უქმეები მქონია, ასე გამოდის :))
Kate
უიჰ ახლა ვნახე, სორი, გიპასუხე :*
donshakal
რატომ გქონდა უინტერესო- ფოტოგადაღება უინტერესოა? :)
არა ძალიან მიყვარს, უბრალოდ მგონი უფრო პროდუქტიულად უნდა გამეტარებინა ეს 2 ლაღი დღე და გული დამწყდასავით ამდენი რომ ვიძინე :))
მოგეწონა ეგ ფილმები? მე მსახიობები არ მიზიდავენ რაღაც... პირველ ფილმზე არ ვამბობ, აი მეორეზე, ფრედი პრინზი და ტარინ მანინგი :| მაღიზიანებს ორივე...
"პროსპეროს ბუქსში" რამდენჯერაც შევალ, იმდეჯერ ყავის სუნი მაჰიპნოზებს და ერთხელ ვერ მოვახერხე დამელია. "ელვისში" თუ ასეთი ნაყინები იყიდებოდა, არ ვიცოდი, არც შევსულვარ მანდ, პრინციპში. მმმ, კარგი შაბათ-კვირა გქონია. Have a nice week too!
გაიხარე :* :* :* :*
ra ucnauri yavaa, pirvelad vxedav, unda gavsinjo.
მეც მომეწონა ვიდზე.
donshakal
xoo eg xo :)
Sophie Golden
you too:)
ხო მეორე ფილმში მსახიობები მეც არ მიზიდავს , თვითონ ფილმს ბანალური სიუჟეტი აქვს , მაგრამ რაღაც არის მაინც შიგნით , რაც ღირს საყურებლად :)
nati kuda
თვითონ ყავას გასინჯავ , მაგრამ ეგეთი გაფორმებით ვერ , სპეციალურად 14 თებერვლისთვის იყო :))
ეჰ....
არადა მე იმედი მქონდა.
Kate
samcuxaroa , Tumcaga guli ar dagcydes eg guli patara gulebisgan shedgeboda, romlebsac ubralod shaqris gemo hqondat isic cotati :)
უი...
კარგი არაუშავს. :)))
Post a Comment