Friday, February 05, 2010

what's good for you?

ძალიან საინტერესო პარაგრაფს წავაწყდი ჩემს ინგლისურის წიგნში ”So you think you know what's good for you?" და მომინდა რამდენიმე მათგანი თქვნთვისაც გამეზიარებინა:


ქორწინებაში ყოფნა

რატომღაც ყველა ასე თვლის საქართველოშიც და უცხოეთშიც რომ -დაქორწინების მომხრე და ქორწინებაში ყოფნა უფრო ქალის მოთხოვნა/მოთხოვნილება/მოწოდება თუ სურვილია, როგორც გინდათ ისე დაარქვით. არადა მეცნიერების გამოკვლევების შედეგად თურმე ნუ იტყვით და ქორწინებაში კაცი უფრო მეტად პოულობს ბედნიერებას ვიდრე ქალი (საქართველოში არ ვიცი). გამოკვლევებმა აჩვენეს რომ ქორწინებაში მყოფი კაცი ბევრად ბედნიერია ვიდრე მარტოხელა და აგრეთვე დამტკიცდა რომ მათ ნაკლებად აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები განსაკუთრებით ფსიქიკური თვალსაზრისით.
ყავა&ჩაი

ჩემთვის ცნობილი იყო და ამას საკუთარი მაგალითიც ადასტურებდა რომ : ყავა პულს აჩქარებს ,მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი რომ მას შეიძლება აგრესიული გაეხადა ადამიანი. მეცნიერებმა ჩაატარეს ცდა და თაგვი, რომელიც ყოველდღიურად იღებდა ყავას - ძალიან აგრესიული გახდა :)
ჩაი კი პირიქით- თურმე ნუ იტყვით და ამცირებს გულის შეტევის რისკებს და რაც მთავარია ძილშიც არ გვიშლის ხელს .

სერიალები

და ბოლოს იცოდით რომ სერიალების მაყურებელი ადამიანები გაცილებით ბედნიერად გრძნობენ თავს ვიდრე სერიალის მოძულეები? დიახ ბატონო, ესეც გამოკვლევებმა აჩვენეს თურმე. ფსიქოლოგების აზრით სერიალის მაყურებელს ბედნიერს ხდის წარმოსახვითი მეგობრები და ის შეგრძნება , რომ იგი მიეკუთვნება რაღაც ”გაერთიანებას”,”საზოგადოებას” .
თუ ამ პრინციპით ვიმსჯელებთ  ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ რამეთუ უამრავ სოციალურ ქსელებს  და ათასგვარ გაერთიანებებს მივეკუთვნებით.
ჩემი ბლოგერობაც ხომ ამის დადასტურებაა :)

10 comments:

italiana said...

მე სერიალებიც მიყვარს :)

Unknown said...

nat, bednierebi gamovdivart :)

Unknown said...

ზოგადად, მე დავასკვენი,რომ სერიალები ბედნიერების საზომია ქვეყანაში! იმის მერე რაც 8 აგვისტოს მოვლენების დროს და ასეთი კატასრტროფებს დროს წყდებოდა სერიალებიდა სიმშვიდე რომ აღდგებოდა ისევ იწყებოდა

Toma said...

პირველ პუნქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მოთხოვნილება ერთია მაგრამ ბედნიერებას ვინ პოულობს კიდე სხვა. ანუ ეს ორი სხვადასხვა რამეა.

მე ვეთანხმები რომ დაქორწინების მოთხოვნილებ ქალში უფროა და ამას ამტკიცეფს ფსიქოლოგიაში ორი ძლაიან ძლიერი თეორია. ერთი ევოლუციურ/ბიოლოგიურ პერსპექტივაზეა დაფუძნებული, მეორე კიდევ სოციაულურ სფეროზე.

კიედვ ბევრ რამეს გავაკრიტიკებდი მაგ წიგნიდან (შენ რაც ამონადირები დადე იმ ნაწილს ვგულისხმობ:))

გურამი said...

ქორწინებას ვეთანხმები. ნუ, მეორე ნახევარსაც გააჩნია რა თქმა უნდა, მაგრამ მემგონი მარტო ყოფნას ჯობია ვინმე გყავდეს გვერდით. :)

სერიალებზე კი ვიხალისე. :)

ყავას არ ვსვავ და ამიტომ ვარ ასეთი არააგრესიული? :(

Kate said...

ყავას საერთოდ ვერ ვიტან, მაგრამ აგრესია არ მაკლია :D

სერიალები ადრე უფრო მიყვარდა, ახლა მეზარება. თუ ვუყურებ, მხოლოდ ბრაზილიურს და ამ ბოლო ათწლეულში გამოჩეკილებს. ისიც კანტი–კუნტად. ადრე რომ "ნიკიტა" გადიოდა, მაფანატებდა იმაზე.

და რაც შეეხება ქორწინებას, კი გეთანხმები, რომ მამაკაცებს უფრო სურთ ხოლმე ქორწინება. მეც შევნიშნე ეგ.

babisa said...

vah vah
ramdenime serials vuyureb
mara gaertianebis wevradver vgrznob tavs, kvirashi erti seriis gamosvlas velodebi da mere sezonebis dawyebas xolme tveobit :D
chaic miyvars
2 mizezi ki maqvs bednierebistvis :D

ჯორჯ პაიკი said...

როგორი უბედური ვყოფილვარ... :))

Kate said...

კარგით რა ბატონო ჯორჯ!!!

ბაბისა – შენ სხვა შემთხვევაში ხარ ჩავარდნილი.

Unknown said...

JIANBIN0704
JIANBIN0704
true religion jeans
lululemon uk
christian louboutin outlet
michael kors canada
ferragamo outlet
cartier sunglasses
prada sneakers
michael kors outlet online
timberland boots
longchamp outlet
michael kors uk outlet
coach outlet online
nba jerseys
nike uk store
ralph lauren pas cher
oakley sunglasses wholesale
michael kors outlet
polo ralph lauren
michael kors outlet
mulberry outlet
michael kors outlet
michael kors uk outlet
michael kors outlet
oakley sunglasses
swarovski outlet
rolex orologi
nike air max 90
coach outlet
omega watches
swarovski jewelry
polo ralph lauren
thomas sabo uk
mulberry handbags
air jordan shoes for sale