Tuesday, March 02, 2010

მე და ჩემი ბიუჯეტი!

როგორც საკუთარ თავს და თქვენც დაგპირდით - ცხოვრებაში პირველად ვაწარმოე გასავლების ანუ ხარჯების თვიური ბალანსი . სიმართლე გითხრათ ძალიან დავიღალე, რადგან ყოველ საღამოს მიწევდა იმაზე ტვინის ჭყლეტა სად რამდენი დავხარჯე.
საბოლოო ჯამში თებერვლის ხარჯების გრაფიკი სახეზეა.

პასუხი იმაზე თუ რა სარგებელი მომიტანა ამ გრაფიკმა მარტივია-  ჩემთვის ნათელი გახდა სად მიდის ჩემი ხელფასი!!! რათქმაუნდა აქამდეც ვიცოდი გარკვეულწილად რაში ვხარჯავდი ფულს მაგრამ მუდამ ეჭვი მეპარებოდა , რომ ნამეტანი ”მფლანგველი” ვიყავი, რომ არასწორად ვანაწილებდი ფინანსებს და ა.შ.

ამ ექსელის მარტივი ცხრილით კი დავინახე რეალობის ნამდვილი სურათი , რაც იმედი მაქვს საშუალებას მომცემს კიდევ უფრო ჭკვიანურად გავანაწილო შემდეგი თვეების ხარჯები.

ახლა კი ზემოთმოყვანილი ცხრილის მნიშვნელოვან ასპექტებზე შევაჩერებ ყურადღებას.
სიმართლე გითხრათ თითქმის ყველა გრაფის ჯამმა გამაოცა და სასიამოვნოდ თან. მოსალოდნელზე ნაკლებს ვხარჯავ თურმე  - გზაშიც , მობილურშიც, კვებაშიც და გართობაშიც.
  • გზა= 28,7    თებერვლის 28 დღეზე თუ გავყოფთ 1 ლ გამოდის დღეში და კარგი შედეგია იმის პირობაზე რომ ზოგჯერ ორი სამარშუტო ტაქსით მიწევს სამსახურში წასვლა. მეტის დაზოგვა არ გამოვა!
  • კვება = 43,7  ესეც კარგი შედეგია იმის გათვალისწინებით , რომ დიდი ”პოპული” გვაქვს გვერდზე და დღეს არ ვაგდებთ. თან ცომეულს მაქსიმალურად ვერიდები -ანუ უფრო ძვირად გამოვდივარ ვიდრე 80 თეთრიანი ლობიანების მოყვარულები. თვეში 20 სამუშაო დღე გამომდის - ანუ დღეში საშუალოდ 2,20 ს ვხარჯავ; მეტის დაზოგვა არ გამოვა!
  • მობილური- 16 ლ ძირითადად 1-2 ლარის ჩარიცხვით გავდივარ ხოლმე ფონს. ჭკუა ვისწავლე, როცა ბევრს ვრიცხავ ერთ დღეში აღარ მაქვს ხოლმე. ასე რომ გამოზოგვის რეჟიმში ვარ. დღეში -საშუალოდ 60 თ გამოდის. მეტის დაზოგვა არ გამოვა!
  • გადასახადები =55 ლ აქ შედის ინტერნეტის თანხა 30 ლ და კიდევ ჩემებს თუ რამეში შევეწევი ხოლმე, ამჯერად ტელეფონის გადასახადი შევიდა; მეტის დაზოგვა არ გამოვა!
  • სწავლა=155ლ ინგლისური+ცეკვა მეტის დაზოგვა არ გამოვა!
  • გართობა=128,6 ეს თანხა სამ ციფრზე იმიტომ ავიდა, რომ ჩემი დაბ.დღე იყო.მართალია არ გადამიხდია მაგრამ ვიწრო-მეგობრულ წრეში ლუდი მაინც დავლიეთ. რათქმაუნდა ამ თანხის დაზოგვა შეიძლება , თუმცაღა ვფიქრობ საშუალოდ ჩვეულებრივ რეჟიმში(არასადაბადებისდღეო) საშუალოდ 50ლარი მაინც ჯდება .
  • სხვა ანუ გაუთვალისწინებელი ხარჯები = 207 ყველაზე ჩახლართული და არაგამჭირვალე გრაფა ეს გამოვიდა და რაოდენობრივადაც ყველაზე მძიმე. ალბათ შეცდომა დავუშვი , როცა ამ გრაფაში მოვაქციე , როგორც ტანსაცმელის შეძენა, ასევე ათასი წვრილმანი რაღაცეები (შამპუნები, წამალი, საღებავი და სხვ.) , რომლებსაც თვის ხარჯების დაგეგმვისას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე და საბოლოოდ ასეთ ”ფატალურ” შედეგებამდე მივყავარ. რათქმაუნდა ამ გრაფაშიც შეიძლება თანხის დაზოგვა, თუმცაღა რთულია რადგან ხშირად ისეთი რამე გამოხტება რასაც არ ელი ან არ გახსოვს და ა.შ.

დასკვნის სანაცვლოდ :ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე , რომ მეპოვნა და გამომეთავსუფლებინა ყოველთვიურად რაღაც თანხა, რომელსაც გადავდებ და საჭიროებისამებრ გამოვიყენებ (სხვადასხვა მიზნებისთვის ). აღმოვაჩინე რომ ეს თანხა მხოლოდამხოლოდ გაუთვალისწინებელ ხარჯებში უნდა ვეძებო , რაც ალბათ ძირითადად ტანსაცმლის ყიდვის შეზღუდვით დასრულდება. ეს უკანასკნელი მე ძალიან არ მინდა, მაგრამ რა გაეწყობა , მომიწევს ...
 დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ამდენი ციფრებით გაჯერებული პოსტის წაკითხისთვის!
მე კი წარმატებები !!!

P.S. შემოსავალ-გასავლების წარმოებას ხელფასის საგრძნობლად მომატებამდე აღარ ვაპირებ.

17 comments:

Zurriuss said...

აუუუჰ!!!
საღოლ შენ! ამის ნერვები სად გქონდა? მიახლოებითი რიცხვებიც რომ იყოს, მაინც!
მე ფულს განწყობის მიხედვით მოვიხმარ. ყოფილა შემთხვევები (იშვიათად, მარა მაინც), რომ დღეში ლარზე მეტი არ დამიხარჯავს და ფეხით წავსულვარ–მოვსულვარ სახლში. ნეტა იმ დროს, მაგის დრო რომ მქონდა :)
ისე, გაუთვალისწინებელი ხაჯები მაინც კაი ბლომად გამოგსვლია. ვისურვებდი, მეც ეგრე გამომდიოდეს :))

მარიამ ბლანკი¹³ said...

auh sagol!!!
gautvaliscinebeli xarjebic shegizlia dagegmo magistvis arsebobs gasashualoebis metodi : ) gadaanacile rashi ramdeni daixarja shemdeg fors majorebi calke gamoyavi da eg tanxa shemdeg tveshic gaitvaliscine danarcheni an shekvece an amoagde vafshe :D

უბრალოდ said...

Zurriuss
ხო , სიმართლე გითხრა მართლაც ნერვების ფასად დამიჯდა ამის წარმოება, თუმცა გამიმართლა , რომ ყველაზე პატარა თვე ავირჩიე :))

ხო მეც ამ თვეში ორი დღე აღმომაჩნდა ეგეთი რომ 0 ლ დავხარჯე- ეს იშვიათია ხოლმე ძალიან და შეიძლება ამ წელში აღარც დაფიქსირდეს მსგავსი რამ :))

უბრალოდ said...

ჩორვენი¹³
კარგი იდეაა - თუმცაღა მე გადავწყვიტე რადიკალურ გზას მივმართო ანუ მაგ ორასრაღაცა ლარს პირდაპირვე ვაჭრი 100 ლარს და გადადებას ვაპირებ :) ვნახოთ რა გამოვა :))

Int3lig3nt said...

მტკივნეული თემაა ჩემთვის :D.
ყოველ თვეს ისე ვამთავრებ, რომ მომავალი თვის ხელფასიდან რაღაც ნაწილი დახარჯული მაქვს (ოხ ეს ოვერდრაფტი!)
არადა თვე რომ სრულდება და მიხარია რომ მომავალი თვის ხელფასში არ გადავსულვარ, უცებ ბრახ! და რაღაც ისეთი ხარჯები მიწევს რომ მინუსებში ვხვდები.

არადა ისეთი პატარა ხელფასიც არ მაქვს, რომ 1 ან 2 ასეული ლარი ვერ გადავდო "შავი დღისთვის".

ჰოდა მშვენიერი იდეა მომაწოდე ამ პოსტით (კი ვიცი რომ ვერ განვახორციელებ, მარა მაინც მადლობა :D)

P.S. ამ თვეში არ წავსულვარ მინუსებში (მიუხედავად იმისა, რომ მეც დაბადების დღე მქონდა) და მიხარია... ნეტა რა მიხარია :D.

Kate said...

საღოლ.
კარგი შედეგია. მომწონს.
ეგ გაუთვალისწინბელი ხარჯი ხშირად ამოხტება ხოლმე უცებ.

babisa said...

mmm
me vici rom "es chems zalebs agemateba"
cxovreba zedmetad moklea amistvis (nu, piradad chemtvis)

mixaria da kargia, aseti shedegebi rom gamoitvale da daiangarishe da rom ici, sad ras xarjav da ramdens.
isic kargia , rom danazogit ramistvis shegrovebas shezleb
warmatebebi :))

Unknown said...

13 თებერვალი დაგიჩაგრავს:)

Unknown said...

ალბათ ის შაბათ კვირაა სახლში რომ იყავი და ბევრ ფილმს უყურე :)))))

დომენიკო said...

23–ში მთეეეელი 6 ლარის გიჭამია :))

საღოლ, კარგი ნებისყოფა გქონია, ამ ბუღალტერიას რომ მიჰყავი ხელი. რატომღაც მგონია, რომ დიდხანს არ გაგყვება ეს ანგარიშგება, მაგრამ ნუ უკვე ხომ ნახე, რაში გეხარჯება ფული :)

ახლა ის დროა, ბუღალტერიას (უკვე დახარჯულის აღრიცხვას) თავი დაანებო და ბიუჯეტირებას (სამომავლო დანახარჯების დაგეგმვა) მიჰყო ხელი :) დამიჯერე, ბიუჯეტში ჩაჯდომა გაცილებით ძნელია, ვიდრე ბუღალტერიის წარმოება :)) გამოცდილი მაქვს :))

უბრალოდ said...

აქტუალური პრობლემა ყოფილა ყველასთვის : )

donshakal
კარგი იდეაა , რა ვიცი აბა მარტის ხელფასი გავწერე უკვე, ვნახოთ რამდენად შევასრულებ ბიუჯეტს :)

Anuschka
ზუსტად ეგ შაბათი იყო :* გულისყურიანი მკითხველი ყოფილხარ :*

babisa

თუ მოინდომებ ყოვბელთვის მოძებნი ძალებს :)

Int3lig3nt
შენც კარგ დღეში ყოფილხარ :))

nati kuda said...

jer tve ar dawyebula, me kidev barati titqmis gamovacariele :| hm..
unda daviwyo mec dagegmva :p

Kate said...

აი ზუსტად ამ წამს ჩავწერე ჩემს ექსელში რაღაცეები.
ის ძველი ბიუჯეტი მიპოვნია.

უბრალოდ said...

Kate

mshvenieer, ganagrdze da gagviziare

nati kuda
shenc kai mflangveli yofilxaar ØD

Kate said...

კი აუცილებლად.
ნუ დღეს დაბადების დღე რახან იყო, პირიქით მატება მქონდა, ვიდრე ხარჯი :D :D :D

noo said...

ექსელი კარგად გცოდნია, ანგარიშიც, აი შედეგს რაც შეეხება ვერაფერს იტყვი, მაგაზე ეკონომიურად ვერ დახარჯავ ფულს, ფეხით ხომ არ ივლი ან შიმშილით ხომ არ მოკვდები :( აქედან დასკვნა: ხელფასი არ უნდა გქონდეს 1 000 ლარზე ნაკლები, აი შენ რომ მანქანა გყავდეს ეგ ფული მარტო იმის მოვლა -ბენზინის ჩასხმაში დაგეხარჯებოდა, ეჰ რა ძნელია ცხოვრება :(

Unknown said...

მეც მიყვარდა ანგარიში, ადრე ყოველთვის ვაკეთებდი. ეხლა რაც ეკონომისტი მეუღლე მყავს, მიმაჩნია, რომ ეგ საქმე მას აბარია (ისედაც ვერ ვიტან ანგარიშებს, უბრალოდ კონტროლის პალატა ვარ ;)) ჰოდა ეხლა ჩემი მეუღლე მიკონტროლებს ყველაფერს. მიხარია რომ ანგარიშობები აღარ მჭირდება.

ტანსაცმელის იაფი გამოსავალი უნდა იპოვო. ან იშვიათად და კარგი იყიდო. ან კარგი და იაფად იპოვო სადმე :)

მოკლედ ფაქტია, რომ ან დრო უნდა დახარჯო ან ფული. როცა ბევრი ფულია, დროს აღარ კარგავენ, როცა არა, მაშინ ღირს ცოტა დროის დაკარგვა, რომ ფულის ჭკვიანურად დახარჯვა წინასწარ დაიგეგმოს!

საინტერესო ჩანაწერია, მადლობა! :)