აი რამდენიმე მათგანი, რაც მოვიფიქრეთ ან რასაც ვაპირებთ
ბოულინგი&ტენისი
კარგი იქნებოდა აქამდეც მოგვეფიქრებინა, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ წინა კვირაში გაუჩნდა ერთერთ ჩვენგანს მორიგი ”რა გავაკეთოთ”-ზე ფიქრის შემდეგ -წყნეთის გასართობ ცენტრში წასვლის იდეა. სიმართლე გითხრათ არ მეგონა ბოულინგი ასე თუ მომეწონებოდა. მართალია დიდ აქტიურობას არ მოითხოვს, ვფიქრობ მაინც არის გარკვეულწილად ვარჯიში. ბოლოსდაბოლოს მკლავის კუნთები ხო მაინც ვარჯიშდება 6-8-9 კილოიანი ბურთების აწევა-გაგორებით. ამავე ცენტრში აღმოვაჩინეთ ტენისის მაგიდა და დღეს ამ სახეობაშიც მოვსინჯეთ ძალები. მინდა ვთქვა რომ უდაოდ გაამართლა , რადგან ახლა სასიამოვნოდ დაღლილად ვგრძნობ თავს.
ველოსიპედი
ჩემს წინა პოსტებში და საახალწლო საჩუქრების ნუსხაშიც არაერთხელ ვახსენე ველოსიპედის ყიდვის სურვილი . სურვილი სამწუხაროდ ისევ სურვილად რჩება , თუმცაღა ისეთ სურვილად, რომელიც აუცილებლად ასრულდება. მიხარია რომ ჩემმა მეგობრებმა დღეს ეს სურვილი აისრულეს- ასე რომ მალე შეიძლება ველოსიპედისტების ერთ დიდ გუნდად გადავიქცეთ :)
რათქმაუნდა ამ ამბავს მოჰყვება პატარ-პატარა წინააღმდეგობები :”შენ კიდევ ეგ გინდა, ცხვირ-პირს დაიმტვრევ” და ა.შ, მაგრამ ეს ყველაფერი გადალახვადია !!!
ცურვა

ლაშქრობები
ამინდის გამოსვლასთან ერთად -ახლოვდება ლაშქრობების სეზონის გახსნაც, რაც მე ძალიან მახარებს და იმედი მაქვს ამ მხრივ ეს წელი განსსაკუთრებით დატვირთული იქნება, რადგან ახლა მაინც ვისვენებ შაბათ-კვირას.
*
მოკლედ ალბათ მიხვდით რომ ძალიან მონდომებული ვარ და იმედი მაქვს ეს მონდომება არ გამიქრება დათბობასთან ერთად. ძალიან მინდა სპორტული მაშასადამე ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება. საკუთარ თავზე ბევრჯერ გამომიცდია - როცა ფიზიკურად იხარჯები და მთელ დღეს ერთ ადგილას არ ზიხარ, მაშინ უფრო მეტი ენერგია და ხალისი გაქვს!
*
მაინტერესებს კიდევ ა რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა თბილისში ან მის შემოგარენში სპორტული აქტიურობების კუთხით და თქვენ რამდენად ხართ დაკავებული ან რამდენად გაწუხებთ ეს თემა?
3 comments:
jomardoba, paraplanit frena
hm bevria aseti saqmiianoba
nu mtlad sporti araa yvela maagram gasartoobad kai rameebia :D
იდეებს რა გამოლევს... ფული და მონდომება იყოს და.
აუ ველოსიპედი მეც მინდა, მაგრამ თბილისში სად???
ugg outlet
ugg boots
louis vuitton handbags
tiffany outlet
ray ban sunglasses
moncler outlet
michael kors handbags
the north face outlet
thomas sabo uk
jordan shoes
true religion jeans
jordan shoes
michael kors outlet
michael kors factory outlet
soccer jerseys
cheap nba jerseys
louis vuitton bags
the north face
timberland boots
adidas wings
cheap jordans
ugg australia
tory burch outlet
air jordan shoes
the north face outlet store
mulberry outlet
ralph lauren uk
pandora jewelry
coach outlet online
lululemon outlet
soccer jerseys
mbt shoes
ray ban sunglasses
swarovski outlet
1029maoqiuyun
Post a Comment