მეგობრები თუ ახალი ნაცნობები, რომლებიც გაიგებენ ხოლმე ჩემს ”ენობრივ შესაძლებლობებს” ხუმრობით და ზოგიც არა ხუმრობით - პოლიგლოტს (პოლიგლოტი [ბერძ. polyglōttos] - ბევრი ენის მცოდნე) მიწოდებენ. მე რათქმაუნდა მეცინება ამ წოდებაზე და სიმართლე რომ ვთქვა ჩემთან დიდი კავშირი არ აქვს. თუმცაღა მოდით ყველაფერს თავიდან და დაწვრილებით აგიხსნით:
1. ქართული - დავიბადე და გავიზარდე სრულიად ქართულად (ნახევრად იმერულადაც) , შესაბამისად ქართული წარმოადგენს ჩემს მშობლიურ ენას.
2. გერმანული- პირველი უცხო ენა , რომლის სწავლაც დავიწყე გერმანული გახლდათ. დავდიოდი მე-4 ქართული გიმნაზიაში (თავისდროზე 6 საშუალოდ წოდებული და შემდეგ მისი განაყოფი) ,სადაც გაძლიერებულად ისწავლებდოა გერმანული ენა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჯერ კიდევ ჩემს ბავშობაში მახსოვს გერმანელების სკოლაში სტუმრობა, მათ მიერ ჩამოტანილი კომპიუტერები და ყველაფერი ის , რაც მაშინ ძალიან საოცარი იყო ჩვენთვის. მოკლედ სკოლაში 8 წლის განმავლობაში ვეუფლებოდი გერმანულ ენას, შემდეგ მისაღები გამოცდა 10 ქულით ჩავაბარე და კიდევ ორი წელი ვისწავლე უნივერსიტეტში, მანამ სანამ მე-2 კურსის ბოლოს სახელმწიფო გამოცდა არ ჩავაბარე და 10 წლიანი სწავლის პერიოდი არ დავასრულე.
3.რუსული -ჩემი ტკივილია! მე-4 კლასიდან დავიწყე რუსულის სწავლა. მთელი სწავლის პერიოდი საშინელება იყო ჩემთვის , თავიდან მასწავლებლის და შემდეგ უკვე თავად ენის გამო. ძალიან არ მიყვარდა, არც გვასწავლიდნენ და ვერც ვსწავლობდი. ახუ ახლაც პასიური ცოდნა მაქვს: ყველაფერი მესმის, თავისუფლად ვუყურებ ფილმებს, ვკითხულობ წიგნებს , მაგრამ ლაპარაკში ვიტანჯები. სიმართლე გითხრათ არც დიდი პრაქტიკა მქონია როდესმე და შესაბამისად დაკომპლექსებულიც ვარ.
4.ესპანური - მე-7 კლასში სკოლში დამატებით ენად ესპანური შემოიტანეს.ამ ამბავმა აღმაფრთოვანა, რადგან ფილმებიდან თუ სიმღერებიდან - ყოველთვის მიყვარდა ეს ენა- და ვეტრფოდი შორიდან. ესპანურის სწავლამ ჩამითრია. თითქმის არავინ სწავლობდა ჩემი და ერთი-ორი ბავშვის გარდა. საბოლოოდ სკოლის გაკვეთილებმა არ დამაკმაყოფილა და კერძოდაც დავდიოდი რამდენიმე თვე. სკოლის დამთავრებისას შეიძლება ითქვას საკმაოდ კარგად ვიცოდი უკვე ესპანური, მაგრამ შემდეგ გადავერთე უნივერსიტეტზე და მივანებე თავი. ერთხელ მქონდა გახსენების მცდელობა და ქარვასლაში ვიარე ერთი-ორი თვე და ეგ იყო და ეგ. ახლაც დიდი სურვილი მაქვს ესპანურის გახსენება-სწავლის. ვნახოთ.
5.პოლონური - 13 წლის ვიყავი , როცა ჩემმა ძმამ პოლონელი ცოლი მოიყვანა. მან ერთი სიტყვაც არ იცოდა ქართულად , მე შესაბამისად პოლონურად. ასე დავიწყეთ ურთიერთობა და ნელ-ნელა მე ცოტ-ცოტა პოლონური მან კი ქართული ისწავლა. შემდეგ პოლონურ საგანმანათლებლო ცენტრში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა და მეც მიმიყვანა მოსწავლედ. ორი წელი ვიარე - პოლონურ საკვირაო სკოლაში, სადაც ენასთან ერთად - ცეკვას, სიმღერას და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო რაღაცეებს გვასწავლიდნენ. საბოლოოდ თითქმის ყველაფერი მესმოდა და ლაპარაკითაც ასე თუ ისე ვსაუბრობდი, თუმცაღა ახლა ყველაფერი დავიწყებას მიეცა და ბევრი არაფერი მახსოვს.
6.ნორვეგიული უნივერსიტეტში გერმანულის სწავლის დასრულების შემდეგ - ყველას გული დაგვწყდა. მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ -გაგვერკვია , როგორ შეიძლებოდა მეორადი ენის აღება და ამ მიზნით მე-5 კორპუსში მივედით. აღმოჩნდა , რომ ყველა ენა ფასიანი იყო გარდა ერთისა. ეს ერთი ნორვეგიული გახლდათ- განცხადებაზე გამოკრული იყო მიღების საათები და ადგილი. სიმართლე ვთქვა ბევრი არც გვიფიქრია - გადაწყვეტილება მალევე მივიღეთ, უბრალოდ ჯერ ნორვეგიის მიმართ ჩვენი სიმპათიები ავწონ-დავწონეთ, შემდეგ ინფორმაციები მოვიძიეთ ქვეყნის შესახებ და ასე მომზადებულებმა დავიწყეთ სიარული. მიუხედავად სწავლების პირობებისა და ცივი და ბნელი აუდიტორიებისა ნელნელა ენის მუღამში მოვედი. 2 წლის თავზე ოსლოს ხოლო სამი წლის თავზე ბერგენის საზაფხულო სკოლებში წავედი და ნორვეგიაზე ყურებამდე შეყვარებული დავბრუნდი უკან. არც ახლა განელებულა ჩემი სიყვარული ამ ენისა და ქვეყნის მიმართ. ძალიან არ მინდა დამავიწყდეს და სულ ვცდილობ -ხან ვინმე ნორვეგიელი ”გავჩითო”, ან წიგნი წავიკითხო ან რამე გავაკეთო ამ კუთხით.
7. შვედური ნორვეგიულზე სიარულის ერთი წლის თავზე შვედურის კურსების შესახებ მომივიდა ინფორმაცია და მეც მაშინათვე გავექანე გასაუბრებაზე. ვფიქრობდი , რომ ენების მსგავსების გამო გამიადვილდებოდა სწავლა და ამასგარდა შვედეთთან კიდევ უფრო ბევრი რამ მაკავშირებდა ( ასტრიდ ლინდგრენი,ინგმარ ბერგმანი ) . მოკლედ შვედურზე მიმიღეს, მაგრამ სწავლის გაადვილებისა რა გითხრათ, ცოტახანში ჩემს თავში ნორვეგიული და შვედური სიტყვები ერთმანეთში აირია და ერთ დიდ აურზაურად გადაიქცა. შვედეთის საზაფხულო სკოლაში სწავლის შემდეგ ცოტა-ცოტა დალაგდა და ცალცალკე დაღვინდა ჩემი ნორვეგიულ-შვედური ცოდნა.
8.ინგლისური ამდენი ენების სწავლის შემდეგ როგორც იქნა მივხდი რომ თუ ინგლისური არ იცი - ე.ი. არაფერიც არ იცი :) ჰოდა გახლავართ ახლა Intermediate level-ზე და ნელნ-ნელა მივიწევ წინ.
რეზუმე: მართლა მიყვარს ენის შესწავლის პროცესი და დიდ მუღამს ვპოულობ ახალი ენით -ახალი კულტურის, ახალი ქვეყნის შეცნობის შესაძლებლობებით. თუმცაღა ამავდროულად ვთვლი, რომ თუ ბოლომდე არ მიიყვან საქმეს და თუ მუდამ ჩართული არ ხარ და არ იყენებ ენას- ისე უბრალო დროის დაკარგვა გამოდის. ძალიან მინდა ზემოთ ჩამოთვლილი ენები ყველა მართლა კარგად ვიცოდე და შემდეგ უკვე კიდევ სიამოვნებით დავამატებდი ამ ჩამონათვალს :მინიმუმ იტალიურს, ფრანგულს და რომელიმე აღმოსავლურ ენას. მიუხედავად ჩემი არასრულფასოვანი ცოდნისა -შეიძლება ითქვას ყველა ენა გამომდგომია საქართველოში და განსაკუთრებით მის გარეთ. ასე რომ ერთადერთი რასაც ვისურვებდი მათი დახვეწა და განვითარებაა.
8 comments:
საღოლ შენ! მეც რამდენიმე ენა ვიცი, უფრო სწორად ვიცოდი.
იქნებ მერე დავწერო მეც
რაღაც.(მინდოდა რამე მეთქვა და აი ვთქვი კიდეც). :)
ხო მართლა. გიტარის სწავლა როდისღა მოასწარი?
შენ, ჩემო კარგო, უცხო ენების მოყვარულიც ხარ, პოლიგლოტიც და ინტერნაციონალი ადამიანიც:)
jestem zachwycona, brawo dla językoznawczyni :)
woooow
ეს ერთი და მეორე: რა კარგად მესმის შენი: რამდენიმე ენასთან შეხება აღარ მაქვს და მიმავიწყდა ფაქტიურად. ძალიან განვიცდი ხოლმე :S
donshakal
დაწერე , საინტერესო იქნება .
Gigoli
გიტარისა რა გითხრა - მაგას ნასწავლი არ ქვია
ცოტას ვუპარტყუნებ უბრალოდ :)
Chaotic
: )
ხო ნეტა რაც ვიცი, ის ვიცოდე სრულყოფილად :(
მე ვიცი ქართული, რუსული, ინგლისური და გერმანული. მეგრულიც მესმის :))
ხოდა მიდა ვისწავლო პორტუგალიური, ესპანური და იტალიური. :(((
ინგლისური - advanced , გერმანული ასევე ძალიან კარგად (ვცხოვრობდი და ვსწავლობდი მანდ) ფრანგული ინგლისურის შემდეგ დავიწყე თუმცა სამწუხაროდ თავი დავანებე და აგარ მახსოვს , ესპანური უნივერსტეტში დავიწყე მე2 ენად წელს და რუსული რომელის მიმართაც ზუუსტად შენნაირი დამოკიდებულება მაქვს. არ მეგონა რომ ვინმე ამ ეკორდს მოხსნიდა :D :D :D თუმცა ვაღიარებ მაჯობე. მაგრამ ჯერ 18ის ვარ და კიდევ მაქვს შანსები
Post a Comment