Thursday, April 29, 2010

მარი

25 აპრილს დეიდა გავხდი! არ ვიცი რატომ მომწონს ასე ძალიან ეს სიტყვა, იქნებ იმიტომ რომ მე თვითონ დეიდა არ მყავს, ან იქნებ იმიტომ რომ ყოველთვის მშურდა ბავშვების ვისაც დეიდაშვილები ჰყავდა ? ყოველთვის მეგონა, რომ დეიდა განსაკუთრებით საყვარელი უნდა ყოფილიყო ბავშვისთვის . სწორედ ამიტომ განსაკუთრებული სიამაყით ვარ აღვსილი, თუმცა ბოლომდე ვერც ვაცნობიერებ , რადგან ჩემგან რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით ხდება ეს ამბავი. საქმე ის გახლავთ , რომ პატარა მარი , რომელიც ჯერ მხოლოდ 5 დღისაა (და არც კი იცის , რომ ვიღაც ახლა შორეულ საქართველოში მასზე პოსტს წერს) ნახევრად გერმანელია.
                                                                                                                           ჩემი და
ერთ-ერთ წინა პოსტში გერმანიაში გამგზავრება ვახსენე და ტომუშკამ დამიკომენტა - ცოტა ვრცლად მოგვიყევიო რატომ/რისთვისო. სწორედ იმიტომ ჩემო ტომუშკა რომ დეიდა გავხდი და დეიდა აბა რისი დეიდაა თუ დიშვილი არ მოინახულა?! დიახ , სწორედ მის მოსანახულებლად მივემგზავრები 20 დღეში გერმანიაში. თუმცაღა პატარა მარისთან ერთად - სიძე ბატონს და მის ოჯახსაც გავიცნობ და რაღათქმაუნდა ჩემს თითქმის სამი წლის უნახავ - ერთადერთს და განუმეორებელ დას ვნახავ !
                                                                                                  მე და ჩემი და
მე ვიცი რომ კარგი დეიდა ვიქნები, ვიცი რომ მარი ჩამოვა ხოლმე ჩემთან და ხანდახან ერთი თვითაც დარჩება სასკოლო არდადეგებზე. ჩვენ ბევრს ვივლით ერთად აქეთ-იქით და მასაც შეუყვარდება აქაურობა. ვიცი, ბევრი რამ გაუკვირდება :
გაუკვირდება როცა  წავიყავნ მაკდონალდსში; 
ვერ მიხვდება რატომ ყრია ქუჩაში ნაგავი, როცა ამდენი ნაგვისყუთია;
გაგიჟდება , როცა ავტობუსი დააგვიანებს, მაგრამ ისიც არ გვეცოდინება , რომ აგვიანებს -რადგან აბტობუსების განრიგი საერთოდაც არ იქნება გაჩერებებზე გამოკრული...

ჰო ასეა, ხანდახან გაბრაზდება კიდეც და თქვენობითში მეტყვის ” ეს რა ქვეყანა გაქვთ!” , მაგრამ ვიცი რომ ეყვარება აქაურობა და ერთი სული ექნება , როდის გამოუშვებენ დეიდასთან , რომელიც მას თავის ჯიპში ჩასვამს და ხან სვანეთში წაიყვანს, ხან ხევსურეთში, ხან თუშეთში ...აზიარებს სილამაზეს და ანახებს ყველაფერ იმას, რაც მის ძარღვებში ქართულ სისხლს კიდევ უფრო ააჩქროლებს. და იქნებ მისთვის ბავშობის სასიამოვნო და ”იდუმალი” შთაბეჭდილებები სწორედ საქართველოსთან იყოს დაკავშირებული, ასე შებოჭილ , დამაკომპლექსებელ , მაგრამ ამავე დროს თავისუფალ და ლაღ ადგილთან. გაუკვირდება- როგორ ყველაფერი ეს ერთ ქვეყანაშიო, მაგრამ ამას პატარა მარი კარგად მიხვდება , როცა კოცონთან იჯდება თუშეთში ერთ მთვარიან ზაფხულის ღამეს, თუშები  სევდიან მელოდიას შემოამღერებენ და  ვინმე შავტუხა პატარა ბიჭი ცხენით გასეირნებას შესთავაზებს ...

აი ასეთი დეიდა ვიქნები მე!
მარი კი ლამაზი, ჭკვიანი და საყვარელი დისშვილი!

14 comments:

პერწკლი said...

მომინდა :(

მარიამ ბლანკი¹³ said...

vaime ar vici me var aset gancyobaze tu posti magram kinagam cremlebi camomivida ....
vax zalian magaria...

babisa said...

so sweet <3

Katiée.Ge said...

გილოცავ :))

პ.ს. ბე ოპტიმისტიკ, სანამ გაიზრდება იქნებ ავტობუსების განრიგიც გააკეთონ და ქუჩებშიც ნაკლები ნაგავი დაყარონ ქართველებმა ;)

ლოლიკა said...

პატარა თოჯინაა :). ისეთ ნოტებზე დაწერილი პოსტია, შენ უკვე ხარ კარგი დეიდა :)

vasasi said...

kidev ertxel gilocav.. :)

ნილიკი said...

vaime guli amichuye qet!!! ra magaria deidis rolshic asworebs yofna da dishvilisashic, romeli jobia neta ufro? :))) <3 <3 <3

Zurriuss said...

თუდაც მაგიტომაც ღირს საქართველოს ნაკლის კონსერვაცია მისი დადებითის შენარჩუნების მიზნით :))
გილოცავ :*

Unknown said...

nati kuda said...

დეიდა ყველაზე მეტად მიყვარდა ნათესავებში, მგონი ყველა ასეა, ვისაც ჰყავს, არ ვიცი.
რა მაგარია დიშვილი. გილოცავ. იმედი მაქვს, მოეწონება საქართველო.

clown said...

გილოცავ ^_^ <3

Anonymous said...

ძალიან, ძალიან მაგარი პოსტია! გული ამიჩუყდა! გილოცავ! :)

უბრალოდ said...

მადლობთ თქვენ ყველას- მოლოცვებისთვის, კეთილი სიტყვებისთვის და გულის აჩუყებისთვისაც! ♥
მეც გულაჩუყებული ვარ ეს დღეები და ვერაფრით ვმშვიდდები :)

Sophie שרה Golden said...

გილოცავ!!! რა კარგია დეიდობა. რა კარგია გერმანია და საერთოდაც, ისე მიყვარს ასეთი თბილი და სასიამოვნო ამბების გაგება. All the best to the baby girl :love: